GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურებამ COVID-19-ით დაავადებულთა საავადმყოფოში ყოფნის დღეების რაოდენობა გაზარდა

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურებამ COVID-19-ით დაავადებულთა საავადმყოფოში ყოფნის დღეების რაოდენობა გაზარდა
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურებამ COVID-19-ით დაავადებულთა საავადმყოფოში ყოფნის დღეების რაოდენობა გაზარდა

იანვარი 12, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
363 ნახვა
ნახვები : 31
  • ბელგიასა და დანიაში ჩატარებულმა ორმა განსხვავებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება, მცირე რაოდენობითაც კი, აუარესებს COVID-19-ით ავადმყოფობას, ზრდის მის მიერ გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციის რისკს და საშუალოდ 4 დღეს ამატებს საავადმყოფოში ყოფნის დღეებს.

  • მათ დაასკვნეს, რომ ევროკავშირის მიერ ამჟამად დადგენილი ჰაერის დაბინძურების ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელიც კი ზრდის COVID-19-ის ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს, ასევე მის შედეგად გამოწვეულ სიკვდილიანობას.

  • კვლევის ავტორმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის (დანია) დოქტორმა, ზორანა ჯოვანოვიკ ანდერსენმა, განაცხადა: ,,ეს შედეგები აჩვენებს, როგორ შეუძლია ჰაერის დაბინძურებას რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი იმუნური სისტემა და ხელი შეუწყოს COVID-19-სა და სხვა რესპირატორულ დაავადებას.“

ბელგიასა და დანიაში ჩატარებულმა ორმა განსხვავებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება, მცირე რაოდენობითაც კი, აუარესებს COVID-19-ით ავადმყოფობას, ზრდის მის მიერ გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციის რისკს და საშუალოდ 4 დღეს ამატებს საავადმყოფოში ყოფნის დღეებს.

ბელგიური კვლევა, ჰასელტის უნივერსიტეტის პროფესორ ტიმ ს. ნავროტის ხელმძღვანელობით, 2020-2021 წლის მაისის შუალედში 328 COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულზე დაკვირვებას მოიცავდა.

გუნდმა მოიპოვა NO2-ის, მტვრის, PM2.5 ნაწილაკების მონაცემები საცხოვრებელ ადგილებში პაციენტების COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციამდე. ასევე გაზომეს პაციენტების სისხლში მტვრის რაოდენობა.

ეს მონაცემები კლინიკურ შედეგებს შეადარეს, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის შედეგებსა და საავადმყოფოდან გაწერისთვის საჭირო დღეების რაოდენობას. გუნდმა ასევე გაითვალისწინა სხვა ფაქტორები, რომელსაც, როგორც აღიარებულია, გავლენა აქვს COVID-19-ით ინფიცირებაზე ასაკის, სქესისა და სხეულის მასის ინდექსის მიხედვით.

აღმოჩნდა, რომ დაბინძურების უფრო მაღალი დონე იწვევდა COVID-19-ით ინფიცირებულებისთვის ჰოსპიტალიზაციის საშუალოდ ოთხ დამატებით დღეს.

შედეგებმა ასევე აჩვენეს, რომ ოთხი წლის განმავლობაში აზოტის დიოქსიდისა და მტვრის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავდა, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტები საავადმყოფოში უფრო მეტ დროს გაატარებდნენ. თუ პაციენტების სისხლშიც აღმოჩნდებოდა მტვრის ნაწილაკები, ინტენსიური თერაპიის საჭიროების ალბათობა 36%-ით იზრდებოდა.

პროფესორმა ნავროტმა თქვა: ,,ჩვენი დასკვნების მიხედვით, ჰაერის დაბინძურების გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, თუნდაც მცირე ზეგავლენის ქვეშ, შედარებით უფრო ცუდად იყვნენ. პანდემიამ უზარმაზარი ტვირთი აჰკიდა ექიმებს, მედდებსა და ჯანდაცვის სხვა მუშაკებს. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებამ ეს ტვირთი უფრო დაამძიმა.“

დანიელმა მკვლევრებმა გამოიყენეს, დანიის ეროვნულ სისტემაში არსებული, პანდემიის პირველი 14 თვის მონაცემები და პაციენტების საცხოვრებელი ადგილების ბოლო 20 წლის დეტალური ინფორმაცია ჰაერის დაბინძურების შესახებ.

მათ დაასკვნეს, რომ ევროკავშირის მიერ ამჟამად დადგენილი ჰაერის დაბინძურების ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელიც კი ზრდის COVID-19-ის ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს, ასევე მის შედეგად გამოწვეულ სიკვდილიანობას.

გარკვეული დაავადებების: გულის პათოლოგიების, ასთმის, დიაბეტის, დემენციისა და უფრო მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტები მეტად მიდრეკილნი იყვნენ ჰაერის დაბინძურებისა და COVID-19-ის მიერ გამოწვეული დამაზიანებელი ზეგავლენისადმი.

კვლევის ავტორმა, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის (დანია) დოქტორმა, ზორანა ჯოვანოვიკ ანდერსენმა, ბრძანა: “ეს შედეგები აჩვენებს, როგორ შეუძლია ჰაერის დაბინძურებას რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი იმუნური სისტემა და ხელი შეუწყოს COVID-19-სა და სხვა რესპირატორულ დაავადებას“.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, იამზე მარკოიძე

წყარო: Airqualitynews.com

12 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
ეკოლოგიური კანონდარღვევისთვის 3400 თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი პოსტი
აშშ-ს ეროვნული პარკის მოგება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,