GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

პორტების მიმდებარე ტერიტორიაზე უარესდება საკრუიზო გემებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება

Homepage მსოფლიო პორტების მიმდებარე ტერიტორიაზე უარესდება საკრუიზო გემებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება
მსოფლიო

პორტების მიმდებარე ტერიტორიაზე უარესდება საკრუიზო გემებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება

იანვარი 8, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
307 ნახვა
ნახვები : 32
  • პანდემიის შემდეგ გაუარესდა საწვავზე მომუშავე საკრუიზო გემებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება.

  • ჩვეულებრივ ძრავზე მომუშავე საკრუიზო გემები ჰაერში დიდი რაოდენობის ისეთი მომწამლავი ნივთიერებებს გამოყოფს, როგორიცაა გოგირდი და ნახშირორჟანგი.

  • აღმოჩნდა, რომ ბუნებრივ თხევად გაზზე მომუშავე გემები უფრო საშიშია, მეთანის გამოყოფის გამო.

  • ექსპერტების აზრით, გამოსავალი, წყალბადის ელექტროძრავებზე, ბატარეებსა და ქარის ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიებზე გადასვლაა.

„ტრანსპორტისა და გარემოს“ ახალი ანგარიშის მიხედვით (2019 წლის კვლევის განახლება), მდიდრული საკრუიზო ბაზარი არათუ პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა, არამედ ევროპულ პორტებში ჰაერის დაბინძურება უფრო ინტენსიური გახდა.

2019 წელთან შედარებით, მეოთხედით (23-24%) გაიზარდა როგორც საკრუიზო გემების რიცხვი, ასევე მათ მიერ პორტებში გატარებული დრო და მოხმარებული საწვავის რაოდენობაც. ანგარიში გვაუწყებს, რომ ევროპულ წყლებში ამჟამად 218 საკრუიზო გემია, რომლებიც ოთხჯერ მეტ გოგირდის ოქსიდს გამოყოფს, ვიდრე ერთად აღებული ყველა მანქანა ევროპაში.

2019 წლის შემდეგ, პირველ ადგილზე ესპანეთია, სადაც საკრუიზო გემებისგან გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ყველაზე მაღალია. ვენეცია, რომელიც აქამდე ყველაზე დაბინძურებული ცალკეული ნავსადგური იყო, სიაში 40 ადგილით ქვევით ჩავიდა, მას შემდეგ, რაც 2021 წელს მის პორტში დიდი საკრუიზო გემების შესვლა აკრძალეს. ამის შედეგად 80%-ით შემცირდა საკრუიზო გემებისგან გამოწვეული გოგირდის ემისია.

ბარსელონა გამოცხადდა ყველაზე დაბინძურებულ ევროპულ ნავსადგურად. საუთჰემპტონი კი მეშვიდე ადგილზე ავიდა, ვინაიდან მის პორტში არსებულ 45 გემს ათჯერ მეტი დაბინძურება აქვს, ვიდრე მთელ ქალაქში მოძრავ 93 000 მანქანას.

„ტრანსპორტი და გარემო“ განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამს გემებისგან მოხმარებული თხევადი გაზის შესახებ, რომლითაც, წესით უნდა შემცირებულიყო ნახშირორჟანგით, გოგირდითა და PM ნაწილაკებით დაბინძურება. თუმცა თხევადი გაზის წვა ჰაერში გამოყოფს მეთანს, მის მთავარ კომპონენტს.

ანგარიშში ვკითხულობთ: „ჩვენს მონაცემებში გამოვლენილი ყველაზე შემაშფოთებელი ტენდენცია ის გახლავთ, რომ 2019-დან 2022 წლამდე ხუთჯერ გაიზარდა მეთანის ემისიები და 7804 ტონას მიაღწია. მეთანი ძლიერი სათბური გაზია, რომელიც 80-ჯერ უფრო ათბობს კლიმატს, ვიდრე ნახშირორჟანგი. შედარებისთვის ავიღეთ თხევად გაზზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრუიზო გემი “MS Iona”, რომელმაც 2022 წელს იმდენივე მეთანი გამოყო, რასაც 10500 მეწველი ძროხა გამოყოფს წელიწადში“.

„ტრანსპორტმა და გარემომ“ საკრუიზო გემების გამონაბოლქვის შესამცირებლად სხვადასხვა რეკომენდაცია გამოაქვეყნა:

  • ევროპულ პორტებში დაწესდეს დეკარბონიზაციის უფრო მკაცრი მოთხოვნები საკრუიზო გემებისთვის;
  • ღუზასადგომში მდგომი საკრუიზო გემებისთვის ნულოვანი დაბინძურების მანდატის გამოცემა;
  • ევროპულ წყლებში, ყველაზე ცნობილ საკრუიზო ტრაექტორიებზე, ნულოვანი დაბინძურების საოპერაციო კორიდორის იმპლემენტაცია;
  • გოგირდის ემისიების კონტროლის სივრცის გავრცობა მთელი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წყლებზე;
  • ევროპულ სივრცეში არსებული გემებისთვის NOX -ის ოპერაციული სტანდარტების განვითარება.
  • კრუიზების კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ თხევად გაზზე მომუშავე გემებში ინვესტირება და უპირატესობა მიანიჭონ ნულოვანი ემისიების ტექნოლოგიებს, როგორიცაა წყალბადზე მომუშავე ელექტროძრავები, ბატარეები და ქარის ენერგია.

კონსტანს დიიკსტრამ, „ტრანსპორტი და გარემოს“ გადაზიდვის თანამშრომელმა, განაცხადა: „პანდემიის დროს საპორტო ქალაქები ისვენებდნენ, თუმცა ახლა ეს პერიოდი ნამდვილად დასრულებულია. კრუიზები დაბრუნდა და ისეთ ტურისტულ ზონებში, როგორიცაა ბარსელონა და ათენი, კვლავ იგუდებიან საკრუიზო გემების მომწამლავი ემისიებით.

ვენეციის მაგალითზე ვნახეთ, რომ კრუიზებისგან გამოწვეული დაბინძურების აღმოფხვრა შესაძლებელია, თუმცა აკრძალვა ერთადერთი გამოსავალი არ არის. ნავსადგურებს შეუძლია დაბინძურების დონის მნიშვნელოვნად შემცირება გემებისთვის ელექტროობაზე გადასვლის მოთხოვნით, ძრავზე მუშაობის სანაცვლოდ, და ასევე ნულოვანი ემისიების მქონე საწვავის მოხმარების მხარდაჭერით“.

სტატიაზე მუშაობდა: მარიამ სიხარულიძე, მეგი რუსია

წყარო: Airqualitynews.com

8 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
სუფთა ჰაერის საერთაშორისო დღისთვის დაანონსებული ტრენინგი
შემდეგი პოსტი
ეკოლოგიური კანონდარღვევისთვის 3400 თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,