საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
ჰაერის ხარისხი ჩვენი დროის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ჰაერის დაბინძურება საყურადღებოა როგორც გარეთ, ისე შენობებში. დაბინძურებული ჰაერი ცუდ გავლენას ახნდეს შენობაში მყოფი ადამიანების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობაზე, ასევე ზრდის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსების უფრო სწრაფად გავრცელების რისკს. 2021 წლის ივნისში „სუფთა ჰაერის დღეს” Evotech Air Quality-მა წამოიწყო კამპანია — #სუფთაჰაერისკოლებს, რათა დახმარებოდა ადგილობრივი სკოლებს ჰაერის ხარისხის მონიტორინგსა და გაუმჯობესებაში.
კომპანიამ Evotech Air Qualty-მა მხარი დაუჭირა ადგილობრივ სკოლებს კალდერდეილში და ხუთ სკოლას შესთავაზა სრულიად დაფინანსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს, რომ დაეხმარონ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჰაერის დაბუნძირების გამოკლვევაში, ნახონ, როგორ ჰაერს სუნთქავენ და იპოვონ ჰაერის გაუმჯობესების გზები.
2021 წლის ზაფხულის არდადეგების დროს თავიანთ პარტნიორებთან, Airthings-თან და Airly-სთან, ერთად, მათ დააყენეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უახლესი სენსორები აღნიშნულ სკოლებში და მიაწოდეს საგანმანათლებლო მასალები.
აღნიშნული ხუთი სკოლიდან ოთხი სკოლის შენობა ძველია, ეს შენობები მდებარეობს გადატვირთულ გზებთან, თანაც საკმაოდ ცუდად ნიავდება, ეს იწვევს მძიმე ჰაერის დაგროვებას, ფანჯრებისა და კარების გაღებამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი დაბინძურება გამოიწვიოს და ოთახებში შეაღწიოს PM2.5-მა და NO2-მა, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ჰაერის ხარისხის პრობლემებს.
ინგლისში არსებული სკოლების 59% აშენდა 1980-იან წლებამდე და მათი კონსტრუქციები ნაკლებადაა ენერგო ან თერმოეფექტური. საკლასო ოთახების უმეტესობა მოსწავლეებით გადავსებულია, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს CO2-ის დონის სწრაფი მატება, რაც თავის მხრივ ზრდის დახუთულობასა და ვირუსების გადაცემის რისკს. DfE-ს „სკოლების შენობების მდგომარეობის კვლევა 2021-ზე“ დაყრდნობით, ინგლისში არსებული 22,031 სახელმწიფო სკოლის სარემონტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 11,4 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
CO2-ის გავლენა ბავშვებზე
კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ატმოსფერული დაბინძურების მიმართ, რადგან მათი ფილტვები ჯერ კიდევ ვითარდება და ისინი უფრო მეტ ჰაერს სუნთქავენ სხეულის წონასთან შედარებით, ვიდრე ზრდასრულები. CO2-ის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მოუსვენრობა, ძილიანობა, გახშირებული გულისცემა და მომატებული არტერიული წნევა, ასევე პირდაპირ კავშირშია დაბალ პროდუქტიულობასთან. ვენტილაციის გაუმჯობესებამ შესაძლოა შეამციროს ავადმყოფობისა და რესპირატორული დაავადებების რისკი. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით გაუმჯობესდება მოსწავლეთა კონცენტრაცია, კოგნიტური მუშაობა და პროდუქტიულობა.
ერთწლიანი კვლევის შედეგები
ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კომპანია ყურადღებას აქცევდა საკლასო ოთახებში CO2-ის დონეს, რაც ასევე მნიშვნელოვანი საზომია ვენტილაციის დონის შესაბამისობის დასადგენად. სასწავლო წლის განმავლობაში კომპანიის გუნდმა გააანალიზა ხუთივე სკოლის სენსორებიდან მიღებული 9,2 მილიონზე მეტი მონაცემი, რომლის შედეგები გამაოგნებელი და საყურადღებოა:
CO2-ის ყველაზე მაღალი დაფიქსირებული მაჩვენებელი – 5,966 ppm (ნაწილი მილიონზე), არის 4,466 ppm-ით უფრო მეტი ვიდრე DfE-ის მიერ რეკომენდებული 1,500 ppm. მიუხედავად იმისა, რომ CO2-ის საშუალო საკლასო მაჩვენებელი ხუთივე სკოლის ყველა კლასში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იყო 959 ppm, რაც, როგორც ცალკე მდგომი მაჩვენებელი, ცუდი არ არის, 1,500 ppm-ზე მაღალ მაჩვენებლზე გატარებული საათების საერთო რაოდენობა 4,846 საათია, რაც შორს არის იდეალურისგან.
Airthings-ის შენობების ჰაერის ხარისხის მონიტორებში არის CO2-ის საგანგაშო სიგნალი – როდესაც ოთახში ნახშირორჟანგის გადაჭარბებული რაოდენობა იქნება, ის აუცილებლად ჩაირთვება. სასწავლო წლის განმავლობაში ხუთივე სკოლაში სიგნალების საერთო რაოდენობა, როდესაც ნახშირორჟანგმა გადააჭარბა დაშვებულ ნორმას, იყო 57,599. სიგნალი ატყობინებდა მასწავლებლებს, რომ გაეღოთ კარები და ფანჯრები, თუმცა, ზამთრის თვეებში რთული აღმოჩნდა საკლასო ოთახებში საკმარისი სითბოს შენარჩუნება, როცა ფანჯრები ღია იყო. ცივ დღეებში CO2-ზე მოპოვებული მონაცემები ამას ადასტურებს. სკოლებს სჭირდებათ სავენტილაციო სისტემების განახლება, რაც გაზრდის განიავების დონეს გარედან შემოსული გაფილტრული ჰაერის ხარჯზე, ამ გზით გაიწმინდება შენობაში არსებული მძიმე ჰაერი.
ორწლიანი კვლევა PM2.5-ზე
კომპანიას ჯერ არ დაუსრულებია საქმიანობა, ნახშირორჟანგი პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია. Evotech-ის გუნდი აგრძელებს მუშაობას კალდერდეილის ხუთ სკოლასთან და მათთან ერთად აპირებს აღმოფხვრას მტვრის მყარი ნაწილაკების პრობლემა, რაც ჰაერს სერიოზულად აბინძურებს. მტვრის მყარი ნაწილაკები შესაძლოა, მოხვდეს ფილტვებსა და სისხლში, ეს კი ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა.
სტატიაზე მუშაობდა: თაკო ოზბეტელაშვილი
წყარო : airqualitynews.com
24 ნოემბერი 2023 წელი.