GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას

Homepage მსოფლიო NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
მსოფლიო, შემეცნებითი

NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას

სექტემბერი 18, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
644 ნახვა
ნახვები : 166
  • 2024 წელს NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო, ერთობლივი მისიის ფარგლებში, დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრს გაუშვებენ
  • მაღალტექნოლოგიური კამერებით აღჭურვილი თანამგზავრი გაზომავს ჰაერის დამაბინძურებელი მყარი ნაწილაკების გავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზე
  • დაკვირვების ობიექტებად შეარჩიეს დედამიწის 11 უდიდესი ქალაქი, მათ შორის დელი, პეკინი და ადის-აბება

 

NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო (ASI) კოსმოსში ერთად გაუშვებენ თანამგზავრს, რომელიც პლანეტის 11 უდიდეს ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონეს გააკონტროლებს.

 

თანამგზავრი Multi-Angle Imager for Aerosols (MAIA), რომლის კოსმოსში გაშვება 2024 წლისთვის იგეგმება, შეისწავლის, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს NASA-ს ჯანდაცვასთან დაკავშირებული პირველი მისია იქნება. ასევე, ისტორიაში პირველად, კოსმოსური თანამგზავრის საკვლევ სამუშაოებში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ ეპიდემიოლოგები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრები.

MAIA-ს კამერები გაზომავს სინათლის ოდენობას, რომელსაც მყარი ნაწილაკები ირეკლავს, რაც მეცნიერებს დაეხმარება დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკების ზომების, რაოდენობისა და ოპტიკური თავისებურებების დადგენაში.

საკვლევ ობიექტებად შერჩეული თერთმეტივე ქალაქი შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა: მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მცირე ღრუბლიანობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო დოკუმენტები და მიწაზე არსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემათა მონაცემები. ამ ქალაქების რიცხვშია დელი, პეკინი და ადის-აბება.

მისიის მიზანია სამ კითხვაზე პასუხის გაცემა:

  1. ჰაერში არსებული რა ტიპის ნაწილაკებია საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში (რამდენიმე დღე/კვირა)?
  2. რა ტიპის ნაწილაკებია საშიში ორსულთათვის?
  3. რა ტიპის ნაწილაკებია საშიში გრძელვადიან პერსპექტივაში (რამდენიმე წლის განმავლობაში)?

დედამიწის სამეთვალყურეო ცენტრისა და ASI-ს ექსპლუატაციის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო ლონგომ განაცხადა: „MAIA NASA-სა და ASI-ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს განასახიერებს. ეს საუკეთესოა, რისი გაკეთებაც ჩვენს სააგენტოებს თავიანთი ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლიათ. ამ საერთო მისიის წყალობით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც კაცობრიობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გამოადგება“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესქირი და ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com

18 სექტემბერი 2023 წელი.


წინა პოსტი
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
შემდეგი პოსტი
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,