GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე

Homepage შემეცნებითი სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
შემეცნებითი

სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე

სექტემბერი 18, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1792 ნახვა
ნახვები : 1, 492
  • სტრესი, წონის მატება, რესპირატორული პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძილის ნაკლებობა, დიაბეტი – ეს სატრანსპორტო საცობებით გამოწვეული პრობლემებია.
  • სტატიაში აღწერილი რჩევებით შეგიძლიათ, შეამციროთ საცობების შედეგად გაზრდილი რისკები.

 

სატრანსპორტო საცობები, სამწუხაროდ, ფილიპინებში ცხოვრების წესად იქცა. იმდენადაც კი, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე ხანგრძლივი საცობების მიხედვით, მე-3 ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის გამოსწორება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, შესაძლოა, საინტერესო იყოს იმის ცოდნა, თუ რა ემართება ჩვენს სხეულს EDSA-ის ყოველდღიური საცობების შედეგად.

 

ზემოქმედება სხეულზე

სტრესი:  ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სენტ-ლუისში აჩვენა, რომ გადატვირთული გზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მგზავრობამ შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკული სტრესი და დაღლილობა. სტრესის გამოვლინებები კი ხშირად ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.

წონის მატება: სატრანსპორტო საცობებმა ასევე შეიძლება, შეანელოს ადამიანის მეტაბოლური პროცესები. მანქანის მართვის ან მგზავრობის გამო ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს წონის მატების რისკი.

რესპირატორული პრობლემები: ჰაერის დაბინძურება არის მავნე ზემოქმედება, რომელიც მანქანების მიერ გამოყოფილი ნაწილაკებისა და გაზების შედეგია. ამას შეიძლება მოჰყვეს გულმკერდის ტკივილიც და სუნთქვის გაძნელებაც, სხვადასხვა რესპირატორული დაავადებით. ასევე, გააუარესოს იმ ადამიანთა ჯანმრთელობა, რომლებსაც აქვთ ასთმა და პნევმონია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო მაღალი რისკი: მანქანების საცობები იწვევს არტერიულ წნევასა და არტერიულ ანთებას. ჰაერის დაბინძურების გრძელვადიანი ზემოქმედება ასევე დაკავშირებულია უფრო სერიოზულ მდგომარეობებთან, როგორებიცაა გულის შეტევა და ინსულტიც კი.

ძილის ნაკლებობა: ხანგრძლივი მგზავრობა ნიშნავს ნაკლებ დროს ძილისთვის, რაც აუცილებელია ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის. ძილის ქრონიკულმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის დაქვეითება, იმუნიტეტის შესუსტება.

დიაბეტის უფრო მაღალი რისკი: სატრანსპორტო კოლაფსში უმოქმედობის გამო მეტაბოლიზმის დაბალმა მაჩვენებელმა შეიძლება ადამიანი დიაბეტის რისკის ქვეშაც დააყენოს.

ეფექტური გზები პრობლემის წინააღმდეგ

ფიზიკური აქტივობა: დაუპირისპირდით მგზავრის სავარძელზე უსაქმოდ გატარებულ საათებს და დაკავდით რაიმე სახის ვარჯიშით. იქნება ეს იოგა თუ უბრალოდ ფეხით სიარული. თქვენი სხეულის ფიზიკური აქტივობა ამცირებს უმოქმედობასთან დაკავშირებული მრავალი ფიზიკური დაავადების რისკს.

მედიაცია: მიუხედავად იმისა, რომ საცობებში წარმოქმნილი სიტუაციის კონტროლი რთულია (ან თითქმის შეუძლებელი), აზროვნების მართვა სტრესის  მართვის უკეთესი გზაა. მუსიკალური ტრეკები, რომლებიც ხელმისაწვდომია ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა spotify, დაგეხმარებათ ქაოსისგან თავის დაღწევაში და სამუშაო-ცხოვრების ბალანსის შექმნაში.

სათანადო კვების დაცვა: ჯანსაღი ცხოვრების წესი არ არის სრულყოფილი სათანადო დიეტის გარეშე. ნუტრიენტებით მდიდარი საკვების მოხმარება არის მთავარი გზა სხვადასხვა დაავადების რისკის  შესამცირებლად.

დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შეზღუდვა: მართალია, ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია  დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების შეზღუდვა ნიღბების ტარებით და ფანჯრების დახურვით.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ გადაჭრით საცობებით გამოწვეულ პრობლემებს, შეგიძლიათ, აღიჭურვოთ ჩვენი ერთ-ერთი გეგმით, რათა დაამარცხოთ ის დაავადებები, რომლებიც საცობების შედეგია.

 

სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე

წყარო : mariahealth.ph

18 სექტმებერი 2023 წელი.


წინა პოსტი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
შემდეგი პოსტი
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,