#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
- ჰაერის ხარისხს რომ გადავხედოთ, დიდ ბრიტანეთში დაბინძურება ყოველწლიურად 36 000 ადამიანის სიკვდილს იწვევს
- თითქმის ყველა სახლი (97%) გარშემორტყმულია ჰაერით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სუფთა ჰაერის ლიმიტს აღემატება
- გულის დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი, ასთმა, დემენცია – ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებია, რომლებიც ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული. ეს პრობლემები კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს, თუ სუფთა ჰაერზე წვდომა ყველას გვექნება
- დაბალი შემოსავლის მქონენი ყველაზე მეტად განიცდიან ჰარის დაბინძურების მავნე გავლენას; ასევე დაუცველი ჯგუფები: ბავშვები, მოხუცები და წარსულში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან
ლარისა ლოკვუდი, სუფთა ჰაერის გლობალური სამოქმედო გეგმის დირექტორი, განმარტავს, თუ რატომ არის სუფთა ჰაერი საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის აუცილებელი „სამშენებლო ბლოკი“.
21 მარტს გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საქველმოქმედო ორგანიზაციების, ბიზნესებისა და სხვა ორგანიზაციების ახალი კოალიცია „Health Equals“ ჩამოყალიბდა. კოალიცია მოიცავს 29 ორგანიზაციას, რომლებიც მოუწოდებს პოლიტიკოსებს, მიიღონ დაუყოვნებელი ზომები, რათა შექმნან მეტი თანაბარი შესაძლებლობა უკეთესი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენი კამპანია, #LivesCutShort, ყურადღებას ამახვილებს დიდ ბრიტანეთში სიცოცხლის ხანგრძლივობის რეგიონულ უთანასწორობაზე.
ჩვენს ჯანმრთელობას აყალიბებს ჩვენ გარშემო არსებული გარემო. იფიქრეთ ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, როგორც მტკიცე შენობის აგებაზე. მას სჭირდება სამშენებლო ბლოკი: სუფთა ჰაერი, ხარისხიანი საცხოვრებელი, ღირსეული განათლება და ხელმისაწვდომი ტრანსპორტი. ჩვენ ამ ფაქტორებს ვუწოდებთ ჯანმრთელობის სამშენებლო ბლოკებს, რომლებიც საზოგადოების ძალიან ბევრი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი არაა. ჩვენ არ გვაქვს ის, რაც გვჭირდება სახლების გასათბობად ან სუფთა ჰაერისთვის. ამან შეიძლება ქრონიკული სტრესი, ჯანმრთელობის გაუარესება და ადამიანების გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს.
ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ისიც, თუ სად ვცხოვრობთ.
დიდი ბრიტანეთი არ არის ქვეყანა, სადაც ყველას აქვს ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შანსი. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ყველაზე ღარიბ უბნებში, კვდებიან ათწლეულით ადრე, ვიდრე მდიდარ რაიონებში მცხოვრებნი. მტკიცებულებების მიხედვით, უთანასწორობის ეს მაჩვენებელი თანდათან უარესდება.
ჰაერის ხარისხს რომ გადავხედოთ, დიდ ბრიტანეთში დაბინძურება ყოველწლიურად 36 000 ადამიანის სიკვდილს იწვევს. თითქმის ყველა სახლი (97%) გარშემორტყმულია ჰაერით, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სუფთა ჰაერის ლიმიტს აღემატება.
ჰაერის ცუდი ხარისხი გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პირველი ამოსუნთქვიდან ბოლომდე. ასევე გულის დაავადებები, ინსულტი, დიაბეტი, ასთმა, დემენცია – ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებია, რომლებიც ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული. ეს პრობლემები კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს, თუ სუფთა ჰაერზე წვდომა ყველას გვექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ტოქსიკური ჰაერი ჩვენს ცხოვრებაში აღწევს, ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანი თანაბრად არ იგრძნობა. არსებობს უთანასწორობა ჯანმრთელობაშიც. ისინი, ვინც ჰაერის ყველაზე მაღალი დაბინძურების მქონე რაიონებში ცხოვრობენ, მაგალითად, დაბალი შემოსავლის მქონენი, ყველაზე მეტად განიცდიან ჰარის დაბინძურების მავნე გავლენას. ასევე დაუცველი ჯგუფები: ბავშვები, მოხუცები და წარსულში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებით დამაზიანებელია ბავშვებისთვის, რადგან ხანგრძლივმა ექსპოზიციამ შეიძლება, მათი სხეულისა და განვითარების შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.
ჯანმრთელობის თანაბარ პირობებზე ფოკუსირებით შესაძლებელია სამომავლო ცვლილება და უთანასწორობის აღმოფხვრა. არის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ყველას შეგვიძლია ტრანსპორტისა და გათბობის არჩევით. მაგრამ ჰაერის დაბინძურება სისტემური პრობლემაა, რომელიც მთავრობისა და ბიზნესების მოქმედებას მოითხოვს. ჩვენ გვჭირდება საზოგადოება, რომელსაც გზებზე ნაკლები მანქანა ჰყავს; გვჭირდება ეკოლოგიური საშუალებები შენობების ენერგოკვებისთვის.
კამპანია „ჯანმრთელობა თანაბარია“ („Health Equals“) ითხოვს ერთიან პოლიტიკას, რომელსაც ჯანდაცვის საშენი ბლოკების დაბრუნება და ყველასთვის ხანგრძლივად და ბედნიერად ცხოვრების შანსის მიცემა შეუძლია.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და ანუკი კვეკვესქირი
წყარო : airqualitynews.com
2 ივნისი 2023 წელი