GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შესაძლებელია თუ არა, რომ ყოველდღიურმა სატრანსპორტო მოძრაობამ გავლენა მოახდინოს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე?

Homepage მსოფლიო შესაძლებელია თუ არა, რომ ყოველდღიურმა სატრანსპორტო მოძრაობამ გავლენა მოახდინოს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე?
მსოფლიო, შემეცნებითი

შესაძლებელია თუ არა, რომ ყოველდღიურმა სატრანსპორტო მოძრაობამ გავლენა მოახდინოს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე?

მაისი 10, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
1296 ნახვა
ნახვები : 940

 გზებზე საცობებმა და ხმაურმა შესაძლოა, გამოიწვიოს სტრესი, დაღლილობა, გაღიზიანება და გაბრაზება მგზავრებში. სანი ჯოზეფი, კლინიკური ფსიქოლოგი, გვიზიარებს თავის შეხედულებებს ამ თემაზე და გვეუბნება, თუ როგორ მოვიქცეთ.

საავტომობილო მოძრაობამ, განსაკუთრებით საცობებმა და ხანგრძლივმა მგზავრობამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს მგზავრებზე მრავალი თვალსაზრისით. ხმამაღალი სიგნალი, აგრესიული ქცევა და სიჩქარის გადაჭარბება  გავლენას ახდენს როგორც თავად ადამიანზე, ისე სხვა მგზავრებზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შედეგი კი არის სტრესი.

სტრესი არის ძალიან ფართო ცნება მრავალი განზომილებით. ფსიქოლოგიურ დონეზე, სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მღელვარება, კონტროლის ნაკლებობა, სამუშაოს გამო იმედგაცრუება, ან ჩვენს რეაქციებსა და რეაგირებასთან დაკავშირებული პრობლემები  (ყვირილი იმედგაცრუებისას).

კოგნიტურ დონეზე, კონტროლის ნაკლებობის შეგრძნება, უმწეობის განცდა და იმედგაცრუებისადმი ცუდი ამტანობა აქვეითებს ადამიანის თავშეკავების უნარს და, შედეგად, ის აკეთებს ყველაფერს, რაც იმ მომენტში აფიქრდება.

ფიზიკურ დონეზე, ადამიანს შესაძლოა, აეწიოს არტერიული წნევა, დაეუფლოს „ზღვარზე ყოფნის“ შეგრძნება, განიცადოს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მომატებული აქტივობა („ვნს – ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია სხეულის იმ პროცესების მართვაზე, რომლებიც მიმდინარეობს გაუცნობიერებლად, მაგ. სუნთქვა, გულისცემა და საჭმლის მონელება) და სხეულის ტემპერატურის ცვლილებები. დროთა განმავლობაში, მცირდება  იმუნური სისტემის სტრესთან გამკლავების უნარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვნს-ის აქტივობა მაღალია.

სოციალურ დონეზე, შესაძლოა ადამიანი არ წავიდეს ოფისში, ან აიღოს დასვენების დღე, რათა თავიდან აიცილოს საგზაო სტრესი. ასევე შესაძლოა, ადამიანმა გადაწყვიტოს, შეიცვალოს სამსახური ყოველდღიურ მგზავრობასთან დაკავშირებული სტრესისა და დაღლილობის გამო. ზოგმა შეიძლება, ასევე იგრძნოს მოტივაციის ნაკლებობა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად.

სხვა მიზეზები და შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო მოძრაობამ თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც აძლიერებს დაძაბულობას.

  • კონფლიქტები სახლში/სამსახურში/სხვაგან, რომლებიც გზებზე გადმოდის
  • გზაში წარმოშობილი ჩხუბი/უთანხმოებები
  • ნაჩქარევი / წინდაუხედავი ქცევა საცობის გამო

 

ხშირია, როცა სტრესი გადადის სახლში, სადაც სტრესში მყოფი ადამიანი არასწორად მიმართავს ემოციებს მეუღლის ან შვილების მიმართ. შედეგად ყალიბდება მანკიერი წრე, რაც თავის მხრივ იწვევს აგრესიულ ქცევას გზაზე და დაუფიქრებელ მართვას მომდევნო მგზავრობისას ან საცობში ყოფნისას.

სანი ჯოზეფი, მანიპალ ჰოსპიტლის კლინიკური ფსიქოლოგი

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ოზბეტელაშვილი და გიგი ჭითანავა

წყარო : www.whiteswanfoundation.org

11 მაისი 2023 წელი

 


წინა პოსტი
ახალი კვლევის თანახმად, უმოქმედობის შემთხვევაში 2040 წლისთვის ოკეანეებში ჩამავალი პლასტმასას რაოდენობა გასამმაგდება.
შემდეგი პოსტი
დიღომში მიმდინარე მშენებლობის პროტესტი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,