GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

აქცია ფონიჭალაში, ფეროს ქარხნის წინააღმდეგ

Homepage საქართველო აქცია ფონიჭალაში, ფეროს ქარხნის წინააღმდეგ
საქართველო

აქცია ფონიჭალაში, ფეროს ქარხნის წინააღმდეგ

აპრილი 13, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
819 ნახვა
ნახვები : 113

9 აპრილს ჩვენი მოძრაობის წევრები შევუერთდით ადგილობრივი მოსახლეობის აქციას ფონიჭალაში, რომელიც ეხება ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობას. მოსახლეობა ამ პროექტის წინააღმდეგ უკვე 3 თვეა იბრძვის. დღევანდელ აქციაზე 200-მდე მოსახლე იყო შეკრებილი, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფიც. ქარხნის მშენებლობა დასახლებული პუნქტიდან 150-200 მეტრის მოშორებით იგეგმება. „ჩემი ქალაქი მკლავს“ გუნდს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 10 მშენებლობა აქვს გაჩერებული, შესაბამისად ადგილობრივ მოსახლეობას გავუზიარეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და ჩვენი გამოცდილება, რა საშუალებებით შეუძლიათ საკუთარი უფლებებისა და საზოგადოებრივი ნების დაცვა.

საკითხის შესახებ ინფორმაცია გააჩნიათ როგორც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. კომპანიას ჰქონდა მცდელობა, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი მოსახლეობისგან ფარულად წარედგინა განსახილველად. მოსახლეობამ ინფორმაცია დოკუმენტის განხილვის (რაც საჯარო პროცესია და მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ, დაესწრონ) შესახებ მხოლოდ ერთი დღით ადრე გაიგო, თუმცა საინიციატივო ჯგუფმა მაინც შეძლო შეხვედრაზე დასწრება და საზოგადოებრივი ნების წარდგენა. მოსახლეობისთვის არ არის მისაღები გზშ-ის დოკუმენტი ასეთი ფორმით. „ჩემი ქალაქი მკლავს“ გუნდის წევრებმა მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მათი მხრიდან ჯერჯერობით არ დადასტურებულა ეს დოკუმენტი.

ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ამ პროცესში ჩართულობა მანამ, სანამ არ იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის აზრი და არ შეჩერდება ამ ქარხნის მშენებლობა, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

13 აპრილი 2023 წელი.


წინა პოსტი
PM2.5 მყარი ნაწილაკებით გამოწვეული არტერიული წნევის რისკები ლონდონელ მოზარდებში
შემდეგი პოსტი
სოფელ ჯიღაურას უკანონო ცემენტის ქარხანა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,