GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

პრეზენტაცია – ეკო ცნობიერების ამაღლება

Homepage საქართველო პრეზენტაცია - ეკო ცნობიერების ამაღლება
საქართველო

პრეზენტაცია – ეკო ცნობიერების ამაღლება

აპრილი 3, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
957 ნახვა
ნახვები : 67

მოხალისეობრივი მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ იბრძვის საქართველოში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი თითოეული მოქმედება.

„ჩემი ქალაქი მკლავს“ ხშირად მართავს ეკო რჩევების წიგნის პრეზენტაციას სხვადასხვა სკოლაში, იმისათვის, რომ სკოლის მოსწავლეებში, რომლებიც ჩვენი მომავალი არიან, მოხდეს ეკო ცნობიერების ამაღლება, რაც ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია.

მოძრაობის წევრების მიერ ერთ-ერთი ასეთი პრეზენტაცია ჩატარდა 27 მარტს 113-ე საჯარო სკოლაში. შეხვედრას VIII-XI კლასელები ესწრებოდნენ, სულ 27 მოსწავლე.

სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ჰაერისა და ხმაურის ხარისხის გაზომვაში. აქტივობის ბოლოს კი ტესტირების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებულები, რომელთაც „ჩემი ქალაქი მკლავს“-ის გუნდის წევრებმა გადასცეს სერტიფიკატები და ეკო წიგნები.

გამარჯვებულები გახდნენ:

  • ჯგუფის ლიდერი – თორნიკე ქობულაშვილი
  • უჩა ჯაჭვაძე
  • ბექა ბექაური
  • ლუკა სამნიანი
  • მარიამ ელიზბარაშვილი

გარდა გამარჯვებული მოსწავლეებისა, მოძრაობამ ეკო რჩევების წიგნები აჩუქა სკოლის ბიბლიოთეკასაც.

„ჩემი ქალაქი მკლავს“-მა უკვე 21 საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 636 მოსწავლესთან დაამყარა კომუნიკაცია. მოძრაობის წარმომადგენლების თქმით ისინი გეგმავენ საქართველოს ყველა სკოლასთან თანამშრომლობას და აქტიურად გრძელდება ეკო ცნობიერების ამაღლება.

და ბოლოს, „ჩემი ქალაქი მკლავს“ მადლობას უხდის United for you – ვერთიანდებით შენთვის, რომელიც დაეხმარა ეკო რჩევების წიგნის დაბეჭდვაში.

 

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ყვავაძე

 


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება კავშირშია ბავშვებში აუტიზმის რისკის ზრდასთან
შემდეგი პოსტი
შეამცირე დაბინძურება და გახადე ბრძოლა „სუპერბაქტერიებთან“ და სხვა ანტიმიკრობული საშუალებებისადმი მდგრად სიცოცხლის ფორმებთან უფრო ეფექტური

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,