GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ფოიერვერკი მავნებელ ტოქსინებს შეიცავს

Homepage მსოფლიო ფოიერვერკი მავნებელ ტოქსინებს შეიცავს
მსოფლიო, შემეცნებითი

ფოიერვერკი მავნებელ ტოქსინებს შეიცავს

დეკემბერი 20, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
621 ნახვა
ნახვები : 63
  • ფოიერვერკების გამოყენება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს
  • მათი უდიდესი ნაწილი ტყვიას შეიცავს, რაც სიცოცხლისათვის საშიშია, ხოლო წვის დროს გამოყოფილი კვამლი ჰაერს აბინძურებს
  • პატარა ასაფეთქებლებიც კი სერიოზული საფრთხის შემცველია – მათ თვალების დაზიანებებისა და სიბრმავის გამოწვევაც კი შეუძლიათ
  • ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იძულებულია, მიმართოს ექიმებს დამწვრობის ცენტრებში ფოიერვერკებით მიღებული ტრავმების გამო

ფოიერვერკი თვალისმომჭრელი სანახაობაა, მაგრამ ეს ჯადოსნური სილამაზე გარემოს აბინძურებს.

ფოიერვერკი ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე. გრძელვადიან პესრპექტივაში, ასეთი ზარალი კიდევ უფრო კრიტიკული ხდება. ამიტომაც აუცილებელია მკაცრი კანონების მიღება ფოირვერკის გაყიდვისა და გამოყენების შეზღუდვისთვის.

ფოიერვერკების გაყიდვის შეზღუდვა აუცილებელია, რადგან ისინი ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებენ. Orange County Register-ის ცნობებით, ბრწყინვალე აფეთქებებმა 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, უფრო მეტად დააბინძურეს ჰაერი, ვიდრე ტყის ხანძარმა ბობკეტში.

გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებენ როგორც კორპორატიული, ასევე კერძო პირების მიერ აფეთქებული ფოერვერკები. მოჯგან სამი, ჯანდაცვის კათედრის დოცენტი Cal State Fullerton-ში, ამბობს, რომ ფოიერვერკები სამხრეთ კალიფორნიის ისედაც მრავალი გეოგრაფიული ფაქტორის გამო დაბინძურებული ჰაერის ხარისხს კიდევ უფრო აუარესებენ.

„ისედაც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ჰაერი სუფთაა და ამას კიდევ ფოიერვერკიც ემატება,“ – ამბობს სამი. „ჰაერის ხარისხი ჩვენთან ისედაც დაბალია და ჩვენ მას კიდევ უფრო ვაუარესებთ ფოიერვერკებით. ამიტომაც დიდი საზეიმო ფოიერვერკების გაშვება ისეთ ადგილებში, სადაც ფერადკანიანი მოსახლეობა ცხოვრობს, ფრიად პრობლემურია.“

სამის თქმით, ფოიერვერკები ჰაერს ფერფლით აბინძურებენ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ორინჯის რეგიონისთვის, რომელში მდებარე დისნეილენდიც წელიწადში დაახლოებით 90 000 ტონა ფოიერვერკს აფეთქებს. „გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ ფოიერვერკების გაშვების შემდეგ, მეორე დილას ავტომობილები ფერფლით იყო დაფარული,“ – ამბობს სამი.

კვამლსა და ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ფოიერვერკები შეიცავენ, შეუძლიათ ჯანმრთელობის დაზიანება. ძირითადად, ისინი იწვევენ სასუნთქი გზების დაავადებებს: ასთმასა და პნევმონიას, თუმცა შიძლება გაამწვავონ გაციებისა და ხველის სიმპტომებიც.

„ისინი ზრდიან ასთმის გამომწვევი და რესპირატორული დაავადებების გაჩენის რისკებს,“ – ამბობს სამი. „ქრონიკული ასთმის სიმპტომებიც ასევე მწვავდება ფოიერვერკების გამო.“

კერძო პირების მიერ ფოიერვერკის აფეთქება შეიძლება დამატებითი საშიშროების შემცველი იყოს. 2020 წლის მონაცემებით აშშ-ის კლინიკებში 15 600 ტრამვა ფოიერვერკებთან იყო დაკავშირებული, პაციენტების 44%-მა დამწვრობის ცენტრებს მიმართა.

მცირე ზომის ფოიერვერკების, მაგალითად, ასაფეთქებლების, გამოყენება ბავშვებში დამატებით რისკებს მოიცავს.

ფოიერვერკების შედეგად გაჩენილმა ტყის ხანძრებმა შეიძლება მრავალმილიონიანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვიონ. მათ ნეგატიურ გავლენასთან ბრძოლისთვის ეკოლოგიისა და ეკონომიკისთვის საჭიროა საკანონმდებლო აქტების მიღწევა.

მართალია, ყველაზე საშიში და მძლავრი ფოიერვერკების აფეთქება დღესდღეობით აკრძალულია, მაგრამ ხალხს მაინც აქვს თავისუფალი წვდომა სხვა სახის ფოიერვერკებზე. ამიტომაც, ადგილობრივმა და ფედერალურმა მთავრობამ უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა დააწესოს.

„ჩემი აზრით, პრობლემა არა კანონის არარსებობა, არამედ მისი შესრულების მექანიზმების არარსებობაა,“ – თქვა სამიმ.

თუ სახელმწიფოს არ შეუძლია ფოიერვერკების სრული აკრძალვა, ისინი უფრო ეკოლოგიურად სუფთა უნდა გახდნენ. დისნეილენდი კარგი მაგალითია პოზიტიური ეკოლოგიური ცვლილებებისა კორპორატიულ დონეზე. სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ მიბაძონ და ფოიერვერკებზე სრულად უარი თქვან.

კომპანია Breeze Technologies-ის ცნობით, დისნეილენდში მხოლოდ ისეთ ფეიერვერკებს აფეთქებენ, რომლებშიც ლითონების შემცველობა 90%-ზე ნაკლებია.

Breeze Technologies-მა ასევე განაცხადა, რომ დისნეიმ დააპატენტა უკვამლო ფოიერვერკის ტექნოლოგია, რომელიც გამორიცხავს ფოიერვერკებში შავი ტყვიის წამლის გამოყენებას.

კალიფორნიაში უკვე მოქმედებს უკანონო ფოიერვერკების გაყიდვასა და გამოყენებისადმი ნულოვანი ტოლერანტობის კანონი. ასევე მიმდინარეობს მხოლოდ ისეთი ფოიერვერკების გამოყენების პროპაგანდა, რომლებიც უფრო „უსაფრთხო და გონივრულია“, მაგ. ისეთი ტიპის ფოიერვერკი, რომელიც არ ფეთქდება და ცაში არ მიფრინავს. ამ კანონის არსებობის მიუხედავად, მაინც გრძელდება უკანონო ფოიერვერკების გაყიდვა და გამოყენება.

ფოიერვერკი აღფრთოვანებას იწვევს ბავშვებშიც და დიდებშიც, მაგრამ ჩვენივე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის მათი გაყიდვა და გამოყენება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, რათა ზეიმი არაფერმა გაგვიფუჭოს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და გიგი ჭითანავა

წყარო : dailytitan.com

21 დეკემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ხელოვნური ქვის მშრალი ჭრა – ახალი რეგულაციების ამოქმედება
შემდეგი პოსტი
გერმანიასა და ნიდერლანდებში 350 ტონა საშიში პიროტექნიკის კონფისკაცია მოახდინეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,