ხელოვნური ქვის მშრალი ჭრა – ახალი რეგულაციების ამოქმედება
მუშებს, რომლებიც შეისუნთქავენ სილიციუმს, როგორც სასუნთქ მტვერს, შეიძლება განუვითარდეთ დაავადება, მათ შორის ფილტვის კიბო და სილიკოზის სხვადასხვა ფორმა;
- მწვავე სილიკოზი, რომელიც ვითარდება მტვრის ძალიან მაღალი დონის ხანმოკლე ზემოქმედების შემდეგ, რამდენიმე კვირის ან წლის შემდეგ.
- დაჩქარებული სილიკოზი შეიძლება განვითარდეს 3-10 წლის ექსპოზიციის შემდეგ.
- ქრონიკული სილიკოზი, რომელიც ვითარდება ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ.
სილიკოზის შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობის გამო, რაც შედარებით მოკლე დროში ავადმყოფობისა და სიკვდილის საგრძნობ ზრდაში გამოიხატა, ავსტრალიაში ხელოვნური ქვის მჭრელი მუშების დაცვის მიზნით, 2019 წლის 20 აგვისტოს შრომითი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების 2017 წლის რეგულაციები (Vic) შეიცვალა 2019 წლის რეგულაციებით და ამ დროიდან ის ხელოვნურ ქვასთან სამუშაოდ სპეციფიკურ კონტროლს მოითხოვს.
შრომითი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესწორების (კრისტალური სილიციუმის დიოქსიდი) 2019 წლის რეგულაციები აწესებს მთელ რიგ მოთხოვნებს ხელოვნური ქვის უკონტროლო მშრალი ჭრის აკრძალვის მიზნით, რათა შემცირდეს სილიციუმის მტვრის გავლენა მუშებზე.
რისკის კონტროლი, რომელიც დაინერგება, მოიცავს:
- სპეციალურ ხელსაწყოებს წყლის ჩამხშობით
- ამოღების სისტემებს
- ცემენტის სინოტივეს
- სწორად მორგებულ სასუნთქ აღჭურვილობას (მტვრის ნიღბების ნაცვლად)
- იმის უზრუნველყოფას, რომ დალაგებისას არ წარმოიქმნას მტვერი.
თუ დამსაქმებლები არ არიან დარწმუნებული, რომ მუშები ექვემდებარებიან სილიციუმის მტვრის ექსპოზიციის სტანდარტებს, უნდა განხორციელდეს ჰაერის მონიტორინგი იმის შესამოწმებლად, არის თუ არა ადგილზე სათანადო კონტროლი.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობის მონიტორინგი, თუკი სავარაუდოა, რომ ექსპოზიცია მუშების ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ქვის სკამების ზედა სახელოსნოებმა უნდა განახორციელონ ჯანმრთელობის მონიტორინგი, თუ ჰაერის მონიტორინგი არ არის 0.02 მმგ/მ2 TWA-ზე დაბალი.
სტატიაზე მუშაობდა : ალექსანდრე ფიფია და გიგი ჭითანავა
წყარო : www.safetyzone.net.au
21 დეკემბერი 2022 წელი.
პუბლიკაცია მომზადებულია ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.