GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კვარცის სილიკოზი: ძველი დაავადების ახალი სახე

Homepage მსოფლიო კვარცის სილიკოზი: ძველი დაავადების ახალი სახე
შემეცნებითი, მსოფლიო

კვარცის სილიკოზი: ძველი დაავადების ახალი სახე

დეკემბერი 15, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
467 ნახვა
ნახვები : 84

სტატიაში გაეცნობით დაავადების რისკს, კლინიკურ გამოვლინებებს, მკურნალობისა და პრევენციის გზებს.

პაციენტის გამოკვლევისას, რომელსაც ახასიათებს ქოშინი და ხველა, ნაკლები შანსია, ეჭვი მივიტანოთ სამზარეულოს სარემონტო სამუშაოებზე. თუმცა, 2019 წლის შემდეგ, მრავალი მძიმე ფორმის სილიკოზის შემთხვევა აღმოჩნდა სამზარეულოს კვარცის ზედაპირშიაშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელსა და ევროპაში.

კვარცის ზედაპირი ტრადიციული მარმარილოს კარგი ალტერნატივაა და ხშირად გამოიყენება სახლის რემონტისას და კომერციულ კონსტრუქციებში. იგი შედგება როგორც კვარცის კრისტალებისა და ე.წ. ფისის შემცველი პროდუქტისგან, ასევე ნივთიერება “სილიკა” სგან (90%), რაც გაცილებით მეტია, ვიდრე სხვამასალებზე, როგორებიცაა გრანიტი და ქვიშაქვა (sandstone). ამის გამო, სათანადო საინჟინრო კონტროლის გარეშე მისი ჭრა, ხეხვა და გაპრიალება იწვევს კრისტალ „სილიკას“ გამოთავისუფლებას – რაც ქვაზე მომუშავეს სილიკოზის განვითარების დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

სილიკოზის განვითარების მიზეზად კვარცის დამზადება ეჭვქვეშ პირველად 2012 წელს დააყენეს მას შემდეგ, რაც ისრაელში ქვაზე მშრალად მომუშავეებშისილიკოზის მძიმე შემთხვევები აღმოაჩინეს. ავსტრალიაში ჩატარებული დაკვირვების შედეგად, 800 მომუშავეზე სილიკოზის 160-ზე მეტი შემთხვევა აღმოაჩინეს. იგივე მოხდა აშშ-შიც, სადაც მუშების უმრავლესობას დიაგნოზის დასმისას დაავადება უკვე მძიმე სტადიაში ჰქონდა.

იმასთან ერთად, რომ რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის სილიკოზის სამედიცინო მეთვალყურეობა დაწესებულია Occupational Safety and Health Administration (OSHA)-ის მიერ, სკრინინგის მიღების დონე დაბალია(თანამშრომელთა 11%-ზე ნაკლები). კვარცს, ძირითადად,პატარა ბიზნესები აწარმოებენ, რომლებიც ხშირად 10-ზე ნაკლებ თანამშრომელს მოიცავენ. ისინი დამატებითი ბარიერების წინაშე დგანან დაწესებული სამედიცინო გამოკვლევებისას. ამის გამო, სილიკოზით დაავადებული მრავალი ადამიანის იდენტიფიცირება კვლავაც არ მომხდარა.

სილიკოზის კლინიკური გამოვლინებები

კლასიკურად, სილიკოზით დაავადებულთა სიმძიმე განსხვავდება. რისკის განვითარება დამოკიდებულია გამოფრქვევის ინტენსიურობასა და ხანგრძლივობაზე.მარტივი ქრონიკული სილიკოზი ხასიათდება ზედა ტვინის პრედომინანტული კვანძის (1 სმ-ზე ნაკლები ზომის) განვითარებით, რასაც შეიძლება მოჰყვეს ჰილარული ლიმფადენოპათია. პაციენტებს აღენიშნებათ მწვავე ქოშინი და ხველა და სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. დროთა განმავლობაში ეს კვანძები შეიძლება გაერთიანდეს და გადაიზარდოს ფილტვის ფიბროზულ დაავადებაში.

პროგრესული სილიკოზი ხასიათდება ფიბროზული  ფილტვების დაავადების სწრაფი განვითარებით, რაც ასევე ცნობილია “პროგრესირებადი მასობრივი ფიბროზის” სახელით. მუშათა დიდ ნაწილს დიაგნოზად სილიკოზი დაუსვეს, რომელიც ასახავს RCS ის ძლიერი გავლენის სტრუქტურას. RCS–ის ძლიერი გავლენის გამო მუშებში დაავადება შესაძლოა იმ შემთხვევაშიცვითარდებოდეს, როცა უშუალოდ აღარ იქნებიან საფრთხისშემცველ გარემოში.

შეზღუდული მკურნალობა

თუკი სილიკოზი უკვე განვითარებულია, მკურნალობის საკმაოდ მცირე შესაძლებლობაა. RCS გავლენიდან გამოსვლას შეუძლია შეამციროს დაავადების რისკი და განვითარების სიჩქარე. სხვა მკურნალობებიც დაცდილია,როგორიცაა, მაგალითად, ფილტვის მთლიანი ამორეცხვა, თუმცა, შედეგები კომლექსურია, განსაკუთრებით, იმ პაციენტებში, სადაც დაავადება უკვე ფიბროზამდეა მისული. კიდევ ერთი ვარიანტია გადანერგვა. ამ შემთხვევაში პაციეტნმა დროულად, ადრეულ სტადიაზივე უნდა მიმართოს სპეციალიზირებულ ტრანსპლანტაციის ცენტრს.

პროფესიული ექსპოზიციის (გამოფრქვევის)შემცირება სილიკოზის პრევენციისთვის

სილიკოზის პრევენცია შესაძლებელია, შემდეგი ნაბიჯებით: მშრალი ჭრის აღმოფხვრა, საინჟინრო კონტროლის მექანიზმების გამოყენება მტვრის გამოყოფის შესამცირებლად, ვინტილაციის გაუმჯობესება, პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენება იქ, სადაც მშრალი ჭრაა.

იმ თანამშრომელთათვის, რომელთაც სურთ სილიკოზის პრევენცია the Cleveland Clinic Occupational Lung Disease team და Cleveland Clinic At Work მზადაა დაეხმაროს და უხელმძღვანელოს მათ.

მიუხედავად იმისა რომ სილიკოზი ითვლება ძველ ისტორიულ დაავადებად, დღესაც ხდება ისეთი დაავადებების აღმოჩენა, რომელთაც სილიკოზის გამოწვევის რისკი ახასიათებთ. უჯრედშორისი ფილტვის დაავადების დიაგნოსტიკა საფუძვლიანმა პროფესიულმა ისტორიამ უნდა შეაფასოს.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე და დეა კუსიანი

წყარო : consultqd

15 დეკემბერი 2022 წელი.

 

პუბლიკაცია მომზადებულია  ორგანიზაციის „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“ ორგანიზაციის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია „მწვანე პოლუსის და ჩემი ქალაქი მკლავს“  და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, სხვა დონორებისა და კონსორციუმის პარტნიორების შეხედულებებს.


წინა პოსტი
ლურჯი ვეშაპები ყოველდღიურად 45 კილოგრამ პლასტმასას ყლაპავენ
შემდეგი პოსტი
იმპერატორი პინგვინები გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეიტანეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,