GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ლურჯი ვეშაპები ყოველდღიურად 45 კილოგრამ პლასტმასას ყლაპავენ

Homepage შემეცნებითი ლურჯი ვეშაპები ყოველდღიურად 45 კილოგრამ პლასტმასას ყლაპავენ
შემეცნებითი

ლურჯი ვეშაპები ყოველდღიურად 45 კილოგრამ პლასტმასას ყლაპავენ

დეკემბერი 8, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
983 ნახვა
ნახვები : 273
  • აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას შემაშფოთებელი დასკვნა ჰქონდა: ყოველდღიურად, საკვების მოპოვების პროცესში, ლურჯი ვეშაპები 45 კილოგრამამდე პლასტმასას ყლაპავენ
  • კვლევის პროცესში მეცნიერები წყნარ ოკეანეში მცხოვრები ვეშაპების სამ სახეობას აკვირდებოდნენ: ლურჯ, კუზიან და ჯუჯა ვეშაპებს
  • ვეშაპები კვების ჯაჭვში გაცილებით დაბლა დგანან, ვიდრე შეიძლება ვივარაუდოთ მათი უზარმაზარი ზომებიდან გამომდინარე, ამიტომაც მათ უფრო ხშირად უწევთ წყალში მოხვედრილი პლასტმასის ჩაყლაპვა

 

მეცნიერების შეფასებით, ოკეანეების ყველაზე დიდი ბინადრები, ლურჯი ვეშაპები, ყოველდღიურად დაახლოებით 45 კილოგრამ პლასტმასას ყლაპავენ. პლასტმასის ნარჩენები დიდი სისწრაფით გროვდება მსოფლიო ოკეანეში, ამიტომაც მეცნიერებმა გადაწყვიტეს, დაეანგარიშებინათ მიახლოებითი მოცულობა იმ პლასტმასისა, რომელსაც აშშ-ის წყარი ოკეანის სანაპიროებთან მობინადრე ლურჯი, კუზიანი და ჯუჯა ვეშაპები ყლაპავენ. სამივე სახეობა შემდეგნაირად იკვებება: ვეშაპები პირს აღებენ, ყლაპავენ კრილს და სხვა მცირე ზომის ზღვის ბინადრებს, შემდეგ კი წყალს ე.წ. „ვეშაპის ულვაშის“ დახმარებით, რომელიც ერთგვარი ფილტრის ფუნქციას ასრულებს, გარეთ შადრევანივით უშვებენ. ამ პროცესში მათ დიდი რაოდენობით პლასტმასა ეყლაპებათ.

მეცნიერებმა შეაფასეს ჩაყლაპული პლასტმასას რაოდენობა 65 კუზიან, 29 ჯუჯა და 126 ლურჯ ვეშაპზე დაკვირვებით. ცხოველების ზურგებზე დამაგრებული იყო კამერები, მიკროფონები და GPS-ნავიგატორები.

წყნარი ოკეანის სანაპიროსთან პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის გათვალისწინებით, მეცნიერების შეფასებით, კუზიანი ვეშაპები, რომლებსაც კრილი თევზს ურჩევნიათ, ყოველდღიურად პლასტმასის 4 მილიონამდე მიკრონაწილაკს ყლაპავენ, რაც 17 კილოგრამ პლასტმასის ნარჩენს შეადგენს. ფინვალები 6 მილიონამდე პლასტმასის ნარჩენებს ყლაპავენ, ხოლო ლურჯი ვეშაპები – 10 მილიონამდე ნაწილაკს, რაც 45 კილოგრამ პლასტმასას შეადგენს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში „Nature Communications“.

„ვეშაპები კვების ჯაჭვში გაცილებით დაბლა დგანან, ვიდრე შეიძლება ვივარაუდოთ მათი უზარმაზარი ზომებიდან გამომდინარე, ამიტომაც მათ უფრო ხშირად უწევთ წყალში მოხვედრილი პლასტმასის ჩაყლაპვა“, – განაცხადა მეთიუ სავოკამ, სტენფორდის უნივერსიტეტში მოღვაწე ზღვის ბიოლოგმა და კვლევის თანაავტორმა. „არსებობს ერთგვარი ჯაჭვიც – კრილი ჭამს პლასტმასას, შემდეგ კი ვეშაპები ჭამენ კრილს“. მართალია, სხვა ზღვის ცხოველებსაც ემუქრებათ პლასტმასის გადაყლაპვის საშიშროება, მაგრამ, სავოკას თქმით, ვეშაპების პრობლემა უნიკალურია, რადგან მათ საკმაოდ დიდი რაოდენობით პლასტმასის ჩაყლაპვა უწევთ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და ნინი თოიძე

წყარო : e360.yale.edu

8 დეკემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
გამჭვირვალე ფანჯარა შენობებს ენერგიის გარეშე აგრილებს
შემდეგი პოსტი
კვარცის სილიკოზი: ძველი დაავადების ახალი სახე

1 reply added

  1. Реферальная программа binance ოქტომბერი 4, 2026 პასუხი

    Can you be more specific about the content of your article? After reading it, I still have some doubts. Hope you can help me.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,