GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ინგლისში მრეწველობის შედეგად გაუდაბურებული მიწა ახალი ბუნებრივი ნაკრძალი ხდება

Homepage მსოფლიო ინგლისში მრეწველობის შედეგად გაუდაბურებული მიწა ახალი ბუნებრივი ნაკრძალი ხდება
მსოფლიო, შემეცნებითი

ინგლისში მრეწველობის შედეგად გაუდაბურებული მიწა ახალი ბუნებრივი ნაკრძალი ხდება

ნოემბერი 27, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1136 ნახვა
ნახვები : 182
  • „ეროვნული ნაკრძალები ადამიანებს ეხმარება ბუნებრივ სამყაროსთან დაკავშირებაში, რაც ძალიან კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ შევისწავლოთ ლანდშაფტი ჩვენივე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის“
  • 1,824 ჰექტარზე ახალი ნაკრძალი გაშენდება, რომელიც შექმნის დაცულ ჰაბიტატს გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის.
  • ნაკრძალები დაეხმარება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს, 2030 წლისთვის შეაჩეროს ველური ბუნების პოპულაციის შემცირება.

 

ინგლისში, მანჩესტერში, მრეწველობის შედეგად გაუდაბურებული მიწა ოფიციალურად გამოცხადდა 1,824 ჰექტრის ფართობის ნაკრძალად, რომელიც 300,000 ადგილობრივ მოსახლეს მისცემს ბუნებაზე წვდომას, – ნათქვამია „ბუნებრივი ინგლისის“ პრესრელიზში, გარემოს დაცვის დეპარტამენტის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში.

უიგანისა და ლეის ჭანჭრობები  ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ფართო ურბანული ნაკრძალი გახდება  და უზრუნველყოფს დაცულ ჰაბიტატს გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის – ყანჩის ნათესავებისთვის – წყლის ბუჩქებისა და ტირიფის 52 სახეობისთვის.  მდელოებისა და ჭაობების ნაკვეთი, რომელიც შედგება ჭაობიანი მდელოებისგან, ჭაობისგან, ლერწმიანი კალაპოტისგან, სველი ტყისა და მაღალი ბალახეულისგან, ეროვნული ნაკრძალების ქსელის ნაწილი გახდება.

„ეროვნული ნაკრძალები ადამიანებს ეხმარება ბუნებრივ სამყაროსთან დაკავშირებაში, რაც ძალიან კარგ შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ შევისწავლოთ ლანდშაფტი ჩვენივე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის“ – თქვა Natural England -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიან სპაინმა, როგორც BBC News იტყობინება.

მაღაროების გამო მიწის თანდათანობით დაწევამ წარმოქმნა ტბები, რომლებიც სახეობების ჰაბიტატი გახდა. უიგანისა და ლეის ნაკრძალი ხაზს უსვამს ჭანჭრობების ტრანსფორმაციას გასული საუკუნის განმავლობაში. ეს განაცხადი პირველი იქნება დიდი მანჩესტერისთვის.

ველური ბუნების დაცვის გარდა, იმედოვნებენ, რომ ახალი ნაკრძალი გახდება მდგრადი ტურიზმის ადგილი, რადგან მოსახლეობა უკვე მოძრაობს ველოსიპედით, თევზაობს, აკვირდება ფრინველებს და სეირნობს ბუნებაში.

2019 წელს ინგლისის “ბუნებრივი კაპიტალი” შეფასდა $1.35 ტრილიონ დოლარად. „ჯანსაღი ბუნებრივი გარემო და ეკონომიკური ზრდა ურთიერთდამოკიდებულია.  ერთობლივი ძალისხმევით უნდა ავაშენოთ ვიგანისა და ლეის ჭანჭრობებში, შეგვიძლია გამოვყოთ ადგილი იშვიათი სახეობებისთვის და მივაწოდოთ სასიცოცხლო მწვანე სივრცე. ეს გახდის უიგანსა და ლეს შესანიშნავ ადგილს საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად“, – თქვა სპაინმა, იტყობინება About Manchester.

პრესრელიზის თანახმად, უიგანის ახალი ნაკრძალი აერთიანებს 13 ადგილს, მათ შორის Amberswood, Three Sisters, Wigan Flashes და Bickershaw Country Park, პლუს Viridor woodland, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ გაშენდა  „Forestry England“-ის მიერ.

ინგლისის ეროვნული ნაკრძალები შეიქმნა არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ჰაბიტატების დასაცავად, არამედ სკოლების, საზოგადოებისა და სპეციალური ინტერესების ჯგუფებისთვის „გარე  ლაბორატორიებად“ გამოსაყენებლად, რათა შეესწავლათ ველური ბუნების ზემოქმედება.

წელს აღინიშნება ინგლისის პირველი ნაკრძალის 70 წლის იუბილე, ამჟამად ნაკრძალების რაოდენობა 220-ს შეადგენს და 254,519 ჰექტარზე მეტს მოიცავს. ნაკრძალები დაეხმარება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანს, 2030 წლისთვის შეაჩეროს ველური ბუნების პოპულაციის შემცირება.

„უიგანისა და ლეის უნიკალური ჭანჭრობები ბუნებამ აღადგინა ყოფილი სამეწარმეო მიწებიდან. დღევანდელი აღნიშვნა ცხადყოფს, თუ როგორ არის შესაძლებელი ბუნების კლების შებრუნება“, – ნათქვამია სპაინის პრესრელიზში

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილი ყვავილაშვილი და ანა ახალაძე

წყარო : www.ecowatch.com

28 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ნინა ლი: ბავშვების ჯანმრთელობაზე ხმაურის დაბინძურების გავლენის კვლევა
შემდეგი პოსტი
დაცულ საზღვაო ტერიტორიებს შეუძლია ოკეანის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,