GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ახლო აღმოსავლეთისათვის უდაბნოს მტვერზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის მიერ წარმოქმნილი დაბინძურება

Homepage მსოფლიო ახლო აღმოსავლეთისათვის უდაბნოს მტვერზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის მიერ წარმოქმნილი დაბინძურება
შემეცნებითი, მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთისათვის უდაბნოს მტვერზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის მიერ წარმოქმნილი დაბინძურება

ნოემბერი 2, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
572 ნახვა
ნახვები : 91
  • ადამიანის მიერ უდაბნოს ჰაერის დაბინძურება იწვევს ბავშვთა სიკვდილიანობის 18 %-ით ზრდას ამ რეგიონში .
  • ახალი კვლევა არღვევს არაბეთის ნახევარკუნძულის ჰაერის ხარისხზე არსებულ წარმოდგენას.
  • ადამიანის მიერ შექმნილი ნაწილაკები გაცილებით მავნებელია, ვიდრე უხეში მტვრის ნაწილაკები.
  • ასეთი ნაწილაკები არ მოქმედებს მხოლოდ კლიმატის ცვლილებაზე ,ისინი ერთნაირად აზიანებს ბუნებასა და ადამიანს .

წლების განმავლობაში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ შუა აღმოსავლეთში ჰაერის მაღალი დაბინძურების მთავარი მიზეზი უდაბნოს მტვერი იყო. ახლა მეფე აბდულას სახელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (KAUST) მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი თვლის, რომ ეს მსჯელობა, სავარაუდოდ, არასწორი იყო და ანთროპოგენური დამაბინძურებლები არის მთავარი მიზეზი.

ადამიანის მიერ შექმნილი ნაწილაკები განსხვავდება ნაკლებად მავნე, უხეში მტვრის ნაწილაკებისგან, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება რეგიონის ჰაერში ქარისა და ქვიშის გამო. ეს ნიშნავს,  რომ რეგიონის მაცხოვრებლების ქმედებებს უფრო დიდი გავლენა აქვს ატმოსფეროზე, ვიდრე ლანდშაფტისა და ამინდის პირობებს. ეს არა მარტო გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე, არამედ  რეგიონში,ყოველი  100,000 გარდაცვლილი ადამიანიდან  ,745 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.

“ახლო აღმოსავლეთის ჰაერის ხარისხის შესახებ წინა სამოდელო კვლევები უდაბნოს მტვერს  გადაჭარბებულად აფასებენ, რაც ანთროპოგენური დამაბინძურებლების წვლილს ფარავს“, – თქვა სერგეი ოსიპოვმა, მაქს პლანკის ქიმიის ინსტიტუტიდან (MPI). სერგეის გუნდი მუშაობდა პროექტზე გეორგი სტენჩიკოვთან,ალექსანდრე უხოვთან, KAUST-იდან, საუდის მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და  კვიპროსის ინსტიტუტის კოლეგებთან ერთად.

სერგეი ოსიპოვის თქმით, არსებული კვლევის მოდელი , არასწორი მიზეზის გამო ,ნახევრად სწორ შედეგს იძლეოდა ,რადგან ისინი ცუდად წარმოადგენენ რეგიონში ანთროპოგენური წვრილი ნაწილაკებით დაბინძურების მნიშვნელოვან კომპონენტს.

ახალი კვლევის ფარგლებში, პრობლემის გადასაჭრელად , ჯგუფმა ,არაბეთის ზღვაში,შეაგროვა ზღვაზე მიღებული გაზომვები ჰაერის ხარისხსა და კლიმატზე. ეს მაჩვენებლები გროვდებოდა 2017 წლის ზაფხულის ორთვიან პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა პირობების დროს, მათ შორის დაბალი და ძლიერი დაბინძურების დონეების და მტვრის ქარიშხლის დროსაც.

მონაცემების ანალიზის დროს, მტვრის ზომის განაწილების ყოვლისმომცველი შეზღუდვები გამოვლინდა, რაც ხელს უწყობს მასის ნაკადის და მტვრის სიცოცხლის ციკლის უფრო რეალისტურ სიმულაციას. აქედან, გუნდმა შეძლო აეროზოლის ბევრად უფრო ზუსტი ქიმიური შემადგენლობის მოდელირება, რომლის დაახლოებით 53% შედგება ადამიანის მიერ წარმოქმნილი ანუ ანთროპოგენური წყაროების ნაწილაკებისგან.

ვარაუდობენ რომ ,უდაბნოში ჰაერის ასეთი დაბინძურება იწვევს ბავშვთა გარდაცვალების 18% _ით ზრდას .

 

სტატიაზე მუშაობდა : ელენე ტაბუცაძე და ანა ახალაძე

წყარო : airqualitynews.com

2 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
NASA და Google აუმჯობესებენ ჰაერის დაბინძურების ადგილობრივ მონიტორინგს
შემდეგი პოსტი
მეცნიერები თვლიან,რომ ევოლუციას შეუძლია მარჯნის რიფების გადარჩენა, თუ ჩვენ ამას დავუშვებთ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,