GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ექსპერტები უერთდებიან მთავრობას ნულოვანი გამონაბოლქვით ფრენებზე სამუშაოდ

Homepage მსოფლიო ექსპერტები უერთდებიან მთავრობას ნულოვანი გამონაბოლქვით ფრენებზე სამუშაოდ
მსოფლიო

ექსპერტები უერთდებიან მთავრობას ნულოვანი გამონაბოლქვით ფრენებზე სამუშაოდ

აგვისტო 1, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
517 ნახვა
ნახვები : 51
  • ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ფრენების (ZEF) უზრუნველყოფის ჯგუფი მხარს დაუჭერს ნულოვანი ემისიის თვითმფრინავებისა და აეროპორტის ინფრასტრუქტურის შემუშავებას
  • „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, წამოვწიოთ მომავლის ფრენის ტექნოლოგია და ახალი ჯგუფის მეშვეობით ხელს შევუწყობთ ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას ქვეყნის მასშტაბით და ნულოვანი ემისიის ფრენებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“

 

ავიაციის ექსპერტებმა მრეწველობასა და მთავრობაში ჩამოაყალიბეს ახალი ჯგუფი წყალბადსა და აკუმულატორებზე მომუშავე თვითმფრინავების გაუმჯობესებაზე სამუშაოდ.

ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ფრენების (ZEF) უზრუნველყოფის ჯგუფი მხარს დაუჭერს ნულოვანი ემისიის თვითმფრინავებისა და აეროპორტის ინფრასტრუქტურის შემუშავებას.

ის ასევე განიხილავს იურიდიულ ცვლილებებს, რომელთა შეტანაც აუცილებელია „მწვანე ავიაციის“ უზრუნველსაყოფად და მიზნად ისახავს დიდი ბრიტანეთის ლიდერად ქცევას მდგრადი ფრენების სფეროში.

„Jet Zero”-ს საბჭოს მეხუთე სხდომაზე საუბრისას ტრანსპორტის მინისტრმა

გრანტ შაპსმა განაცხადა: „პირველი რეაქტიული ძრავის დიდ ბრიტანეთში

შექმნის შემდეგ ბრიტანეთი ფრენების სფეროში ნამდვილად მსოფლიო ლიდერია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მოვახდინოთ რევოლუცია ფრენებში და გვსურს, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, იფრინოს დანაშაულის გრძნობის გარეშე“.

„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, წამოვწიოთ მომავლის ფრენის ტექნოლოგია და ახალი ჯგუფის მეშვეობით ხელს შევუწყობთ ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას ქვეყნის მასშტაბით და ნულოვანი ემისიის ფრენებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“.

ნულოვანი ემისიის ფრენების უზრუნველყოფის ჯგუფს უხელმძღვანელებს სამხედრო და კომერციულ ავიაციაში (მათ შორის კერძო და საჯარო სექტორში) 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ექსპერტი რეიჩელ გარდნერ-პული.

ჯგუფი დაეყრდნობა საჰაერო-კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ATI) “FlyZero” პროექტს, რომელიც 2030 წლისთვის ნულოვანი ემისიის ავიაციის შექმნას ისახავს მიზნად.

ნულოვანი ემისიის ფრენების უზრუნველყოფის ჯგუფის თავმჯდომარემ რეიჩელ გარდნერ-პულმა თქვა: „გატაცებული ვარ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენს პლანეტაზე დადებითი გავლენის შესაქმნელად და მოუთმენლად ველი იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელიც ამ რთულ გზაზე გველოდება.

მთავრობა საჰაერო-კოსმოსურ კვლევაში ATI პროგრამის ფარგლებში მომდევნო 3 წლის განმავლობაში 365 მილიონი ფუნტის ინვესტიციას განახორციელებს“.

„გარდა ამისა, მთავრობა გამოყოფს 125 მილიონ ფუნტ სტერლინგს (175 მილიონ ფუნტ სტერლინგთან ერთად) „Innovate UK’s Future Flight Challenge» კონკურსის  მხარდასაჭერად. მალე კონკურსის ფარგლებში გამოცხადდება პროექტები, მათ შორის ელექტროფრენების ტექნოლოგიების განვითარებაზე მომუშავე, რომლებიც მხარს დაუჭერს სუბრეგიონალური თვითმფრინავების ექსპლუატაციას და დაეხმარება დიდ ბრიტანეთს ნულოვანი ემისიის მიზნის მიღწევაში“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესქირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ClientEarth-ი გამონაბოლქვის შესამცირებლად ევროკავშირს გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ახალი კანონის გამოყენებისკენ მოუწოდებს
შემდეგი პოსტი
ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,