GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს მასშტაბით 2,5 მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას

Homepage მსოფლიო კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს მასშტაბით 2,5 მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას
შემეცნებითი, მსოფლიო

კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს მასშტაბით 2,5 მილიარდი ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას

მაისი 8, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
1746 ნახვა
ნახვები : 278
  • მსოფლიოს მასშტაბით, ურბანულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 86%-ს, 2,5 მილიარდ ადამიანს, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შვიდჯერ აღემატება.
  • ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 13 000-ზე მეტი ქვეყნიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის გამო 2019 წელს 1,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
  • მტვრის მყარი ნაწილაკების (PM 2,5) დიამეტრი 2,5 მიკრომეტრი ან კიდევ უფრო ნაკლებია, რაც მის ფილტვებსა და სისხლძარღვებში მოხვედრას ამარტივებს.
  • 2019 წელს ბავშვებში ასთმის 2 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პირდაპირ ჰაერის დაბინძურების შედეგადაა გამოწვეული.

 

ჟურნალში Lancet Planetary Health გამოქვეყნდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს მასშტაბით, ურბანულ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 86%-ს, 2,5 მილიარდ ადამიანს, დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შვიდჯერ აღემატება.

დაბინძურებული ჰაერის მომაკვდინებელი ნაწილაკები „არაპროპორციულად და სისტემატურად“ აზიანებს ფერადკანიანი ამერიკელების ჯანმრთელობას, ნათქვამია კვლევაში

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, 13 000-ზე მეტი ქვეყნიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის გამო 2019 წელს 1,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ძირითად დამაბინძურებლად მტვრის მყარი ნაწილაკები (PM 2,5) გვევლინება. ეს არის მცირე ზომის მყარი ან თხევადი ნაწილაკები, რომელიც სასუნთქი სისტემის მეშვეობით მარტივად ხვდება ორგანიზმში. მკვლევართა შეფასებით, შესაძლებელი იყო გარდაცვლილთა მესამედის გადარჩენია, ქალაქებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გათვალისწინებული რომ ყოფილიყო. აღსანიშნია, რომ რაც უფრო მცირე ზომისაა მტვრის მყარი ნაწილაკი, მით უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ორგანიზმისთვის. მაგალითისთვის განვიხილოთ PM 2,5 – მოცემულის დიამეტრი 2,5 მიკრომეტრი ან კიდევ უფრო ნაკლებია, რაც მის ფილტვებსა და სისხლძარღვებში მოხვედრას ამარტივებს.

მსოფლიოს წამყვანი კომპანიები პასუხისმგებელნი არიან ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ მილიონობით სიკვდილზე, რომლის მსხვერპლიც ძირითადად ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობაა

მიჩნეულია, რომ დაავადებების წამყვანმა, გარემოსდაცვითმა რისკ-ფაქტორმა, მტვრის მყარმა ნაწილაკებმა, შესაძლოა დააზიანოს გული და ფილტვები, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, რესპირატორული ინფექციები, ფილტვის კიბო, გაამწვავოს ასთმა და სხვა. კვლევითი ჯგუფის ცალკეულ სტატიაში, რომელიც ჟურნალის ამავე ნომერში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ 2019 წელს ბავშვებში ასთმის 2 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პირდაპირ ჰაერის დაბინძურების შედეგადაა გამოწვეული.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა

წყარო : www.washingtonpost.com


წინა პოსტი
Pollutionwatch: შეშის წვა მავნეა პლანეტისთვის, რასაც მტკიცებულებები მოწმობს
შემდეგი პოსტი
გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მიერ ამ კვირაში გამოქვეყნებული ახალი ანგარიში განიხილავს კლიმატის ცვლილების მიზეზებს, გავლენასა და გადაწყვეტილებებს.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,