GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

სოფლის ჰაერის დაბინძურება შესაძლოა, ისეთივე საზიანო იყოს, როგორიც ურბანული

Homepage მსოფლიო სოფლის ჰაერის დაბინძურება შესაძლოა, ისეთივე საზიანო იყოს, როგორიც ურბანული
მსოფლიო

სოფლის ჰაერის დაბინძურება შესაძლოა, ისეთივე საზიანო იყოს, როგორიც ურბანული

აპრილი 22, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
607 ნახვა
ნახვები : 35
  • შეერთებული შტატების ჰაერის ხარისხის კვლევის მიხედვით, შუა დასავლეთში მომაკვდინებელი 5-ის გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე შესაძლოა, ისეთივე საზიანო იყოს ქალაქგარეთ მცხოვრებთათვის, როგორც მცირე და დიდ ქალაქებში
  • საზაფხულო-სასოფლო აქტივობებს შეუძლია, წარმოქმნას PM2.5 ნაწილაკები, რომლებიც ისეთივე ტოქსიკურია, როგორიც ურბანულ ტერიტორიებზე
  • შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი (MENA) ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 141 მილიარდ დოლარს კარგავს

ქიმიური რეაქტიულობა, სეზონურობა და წვრილი ნაწილაკების გავრცელება, ამ ფაქტორების ცოდნა გადამწყვეტია ადამიანის ჯანმრთელობაზე დაბინძურების გავლენის გასარკვევად, რაც მიუთითებს მთავრობის მარეგულირებელი ძალისხმევის ფოკუსის შეცვლის აუცილებლობაზე.

შეერთებული შტატების ჰაერის ხარისხის კვლევის მიხედვით, შუა დასავლეთში მომაკვდინებელი PM2.5-ის გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე შესაძლოა, ისეთივე საზიანო იყოს ქალაქგარეთ მცხოვრებთათვის, როგორც მცირე და დიდ ქალაქებში.

ილინოისის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, უჯრედის ჟანგვითი პოტენციალის უგულებელყოფის გამო ბევრ პოლიტიკოსს, მათ შორის აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA), შესაძლოა, გამორჩეს, თუ რამდენად საშიში ჰაერია იმ ადგილებში, რომლებიც ჩვეულებრივ უსაფრთხოდ მიიჩნეოდა.

„უჯრედის ჟანგვითი პოტენციალი აღწერს მცირე ნაწილაკების შესაძლებლობას, წარმოქმნას რეაქტიული, ჟანგბადზე დაფუძნებული ქიმიკატები, რომელთაც შეუძლიათ, შექმნან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა ფილტვის ქსოვილის უჯრედებში“, – განაცხადა სამოქალაქო და გარემოს დაცვის ინჟინერიის პროფესორმა ვიშალ ვერმა. ის უძღვებოდა აღნიშნულ კვლევას, რომელიც აკვირდებოდა სამ ურბანულ ადგილს – ჩიკაგო, ინდიანაპოლისი და სენტ-ლუისი; იმავდროულად აკვირდებოდა ერთ სასოფლო ადგილს ბონდვილში (ილინოისი) და გზისპირა ზოლს გადატვირთული შტატთაშორისი ავტომაგისტრალის წინ.

„სასოფლო ტერიტორიის სინჯებს ნაკლები მასა ჰქონდა, ვიდრე ურბანული გარემოსას, მაგრამ ჟანგვითი პოტენციალი ურბანული გარემოს სინჯების ტოლი იყო“, – თქვა ვერმა. „გარდა ამისა, სასოფლო ადგილების სინჯების ჟანგვითი პოტენციალი უფრო მაღალი იყო ზაფხულში, ვიდრე ზამთარში. შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ საზაფხულო-სასოფლო აქტივობებს შეუძლია, წარმოქმნას PM2.5 ნაწილაკები, რომლებიც ისეთივე ტოქსიკურია, როგორიც ურბანულ ტერიტორიებზე“.

ამ საკითხთან დაკავშირებული სიახლეების მიხედვით, შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი (MENA) ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 141 მილიარდ დოლარს კარგავს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა კვეკვესკირი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება დელიში მაღალი რჩება მიუხედავად ძალისხმევისა
შემდეგი პოსტი
ჰაერის ხარისხი თქვენს სახლში შეიძლება თქვენი ოფისის ჰაერზე უარესი იყოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,