GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის ხარისხი თქვენს სახლში შეიძლება თქვენი ოფისის ჰაერზე უარესი იყოს

Homepage მსოფლიო ჰაერის ხარისხი თქვენს სახლში შეიძლება თქვენი ოფისის ჰაერზე უარესი იყოს
მსოფლიო

ჰაერის ხარისხი თქვენს სახლში შეიძლება თქვენი ოფისის ჰაერზე უარესი იყოს

აპრილი 22, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
160 ნახვა
  • მკვლევრებმა გამოიყენეს სტანდარტული, სამომხმარებლო ჰაერის ხარისხის მონიტორი ჰაერის ტემპერატურაზე, ტენიანობისა და მყარი ნაწილაკებისა და VOC-ების კონცენტრაციაზე მონაცემების შესაგროვებლად.
  • ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც შეფასდა ისეთი სიმპტომების გავრცელება, როგორებიცაა თვალების სიმშრალე, ქავილი ან ცრემლიანობა, ცხვირის გაჭედილობა და მშრალი ან გაღიზიანებული კანი.
  • კვლევამ აჩვენა, რომ მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალი იყო მონაწილეთა სახლებში, ვიდრე მათ ოფისებში. ასევე, მონაწილეთა სახლებში ჰაერის ხარისხის დაბინძურების დონე აღემატებოდა ჯანსაღი სამუშაო გარემოს სტანდარტებს.
  • ამ კვლევის შედეგები მიუთითებს შიდა ჰაერის ხარისხის მნიშვნელობაზე სახლიდან მომუშავე ადამიანებისთვის და იმაზე, რომ საჭირო არის გარკვეული ზომების მიღება შიდა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

ატმოსფეროს საპილოტე კვლევისთვის მკვლევრებმა შეისწავლეს შიდა ჰაერის ხარისხი და ჯანმრთელობის შედეგები იმ ადამიანებზე, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ COVID-19 პანდემიის დროს. მკვლევრებმა გაზომეს შიდა ჰაერის ხარისხი როგორც თანამშრომლების ოფისებში, ასევე სახლებში 2019 და 2020 წლებში და შეაფასეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობები ამ პერიოდებში.

ჰაერის დაბინძურება შენობებში ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სამშენებლო მასალებთან და ამ შენობებში მცხოვრები და მომუშავე ადამიანების საქმიანობებთან. ეს დამაბინძურებლები მოიცავს აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOCs) ხალიჩების, ავეჯის, საღებავების, სხვა ქიმიკატების, წვრილი ნაწილაკებისა (PM2.5) და ობისგან.

შიდა ჰაერის დამაბინძურებლებთან გახანგრძლივებული კონტაქტი დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესების ისეთ ფართო სპექტრთან, რომელიც თავის ტკივილსა და თვალების სიმშრალესთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებასა და ფილტვის კიბოს მოიცავს. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საოფისე შენობების შიდა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში.

თუმცა, სახლიდან მომუშავე ადამიანების პროცენტი მკვეთრად გაიზარდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც COVID-19 პანდემია დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ სახლი შეიძლება ჩაითვალოს სამუშაო ადგილად, იქ არსებული ჰაერის დაბინძურება კი – სამუშაო ადგილას შექმნილ ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოდ.

ტეჰიუნ როჰმა, ასისტენტმა პროფესორმა ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის განყოფილებაში, და ჯენი კარილომ, ასოცირებულმა პროფესორმა გარემოსდაცვითი და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტში, ტეხასის A&M საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში და კოლეგებმა, გაზომეს შიდა ჰაერის ხარისხი ერთ-ერთ საოფისე შენობაში 2019 წლის მაის-ივლისის თვეებში, შემდეგ კი გააანალიზეს შესაბამისი თანამშრომლების სახლებში ჰაერის ხარისხი 2020 წლის ივნის-სექტემბრის თვეებში.

მკვლევრებმა გამოიყენეს სტანდარტული, სამომხმარებლო ჰაერის ხარისხის მონიტორი ჰაერის ტემპერატურაზე, ტენიანობისა და მყარი ნაწილაკებისა და VOC-ების კონცენტრაციაზე მონაცემების შესაგროვებლად. ამავდროულად, მკვლევრებმა შეაგროვეს მონაცემები გარე ჰაერის ტემპერატურისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის შესახებ ტეხასის გარემოს ხარისხის კომისისგან.

გარდა ამისა, მკვლევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა, სადაც მათ შეაფასეს ისეთი სიმპტომების გავრცელება, როგორებიცაა თვალების სიმშრალე, ქავილი ან ცრემლიანობა, ცხვირის გაჭედილობა და მშრალი ან გაღიზიანებული კანი იმ ხალხში, რომელიც მათ ხანდახან, ან ყოველ დღე გამოცდიდა.

ყველა მონაწილე ცხოვრობდა ერთ ოჯახზე გათვლილ სახლში ცენტრალური კონდიცირების სისტემით და არც ერთის ოჯახში  ეწეოდნენ ან მუშაობდნენ სახიფათო ნივთიერებებთან.

კვლევამ აჩვენა, რომ მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მაღალი იყო მონაწილეთა სახლებში, ვიდრე მათ ოფისებში. ასევე, მონაწილეთა სახლებში ჰაერის ხარისხის დაბინძურების დონე აღემატებოდა ჯანსაღი სამუშაო გარემოს სტანდარტებს.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ VOC კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო სახლებში, ვიდრე ოფისებში; თუმცა, VOC-ის კონცენტრაცია ორივე ადგილას იყო ბევრად დაბალი ჯანდაცვის სტანდარტებით დადგენილ ზღვარზე. კვლევაში მონაწილე თანამშრომლების უმრავლესობამ აღნიშნა სიმპტომების უფრო მაღალი სიხშირე სახლში მუშაობისას.

ამ კვლევის შედეგები მიუთითებს შიდა ჰაერის ხარისხის მნიშვნელობაზე სახლიდან მომუშავე ადამიანებისთვის და იმაზე, რომ საჭირო არის გარკვეული ზომების მიღება შიდა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორიც ფანჯრების გახსნა, როდესაც გარე ჰაერის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ან დისტანციური მომუშავეებისთვის ჰაერის გამწმენდების მიწოდება.

ზომების მიღება შიდა ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად როგორც ჩვეულებრივ საოფისე შენობებში, ასევე სახლის ოფისებში, სავარაუდოდ, გახდება მზარდი კვლევის სფერო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრებისთვის და დამსაქმებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და პროდუქტიულობა.

დამატებითი თანაავტორები არიან ჰიუსტონის მეთოდისტური საავადმყოფოდან და გაერთიანებული სამეფოს ლანკასტერის უნივერსიტეტიდან.

 

სტატიაზე მუშაობდა : თეონა ქავთარაძე და დეა კუსიანი

წყარო : www.futurity.org

ნახვები : 79 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
სოფლის ჰაერის დაბინძურება შესაძლოა, ისეთივე საზიანო იყოს, როგორიც ურბანული
შემდეგი პოსტი
რჩევები, თუ როგორ დავიცვათ თავი ჰაერის დაბინძურებისგან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,