GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ბრიტანელების 70% ფიქრობს, რომ ელექტრონული ველოსიპედი ხელს შეუწყობს გამონაბოლქვის შემცირებას უფრო სწრაფად, ვიდრე ელექტრომობილები

Homepage მსოფლიო ბრიტანელების 70% ფიქრობს, რომ ელექტრონული ველოსიპედი ხელს შეუწყობს გამონაბოლქვის შემცირებას უფრო სწრაფად, ვიდრე ელექტრომობილები
მსოფლიო

ბრიტანელების 70% ფიქრობს, რომ ელექტრონული ველოსიპედი ხელს შეუწყობს გამონაბოლქვის შემცირებას უფრო სწრაფად, ვიდრე ელექტრომობილები

აპრილი 15, 2022
By GREENPOLE
1 კომენტარი
593 ნახვა
ნახვები : 43
  • ელექტრულ ველოსიპედს შეუძლია ნახრირბადის გამოყოფის დონის საგრძნობლად შემცირება
  • #BikeIsBest-ის კამპანიების კონსულტანტის აზრით, საჭიროა, სუბსიდირება ელექტროველოსიპედებზეც გავრცელდეს
  • ელექტრული ველოსიპედები გაზრდიან ცხოვრების ხანგრძლივობას და მეტ ადამიანს უბიძგებენ ჯანსაღად ცხოვრებისკენ, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

#BikeIsBest-ისა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ბრიტანელების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ელექტრონული ველოსიპედი ხელს შეუწყობს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას უფრო სწრაფად, ვიდრე ელექტრო მანქანები (EVs).

YouGov-ის მიერ ჩატარებული ზრდასრულთა გამოკითხვის მიხედვით, ელექტრონულ ველოსიპედებს ფართო მხარდაჭერა აქვს, როგორც ნახშირბადის შემცირების საშუალებას, იმ ადამიანებს შორისაც კი, რომლებიც ამჟამად არ აპირებენ მის შეძენას.

კვლევის თანახმად, ზრდასრულთა ერთი მეხუთედი, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ ელექტრონული ველოსიპედი, განიხილავს მის შეძენას მომავალში, ხოლო მონაწილეთა 67% აცხადებს, რომ მისი ღირებულება ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო, რომელიც მათ ელექტრონული ველოსიპედის ყიდვის საშუალებას არ აძლევდა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ელექტრონული ველოსიპედების, ისევე როგორც ჩვეულებრივი ველოსიპედების, ფართო გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება ჩანაცვლდეს სამი მილიონი მგზავრობა მანქანით სამსახურში და 10%-ით შემცირდეს ნახშირბადის გამონაბოლქვი მგზავრობისას.

სკოტ პურჩასმა, კამპანიების კონსულტანტმა #BikeIsBest-ში, თქვა: „მომავალი არის ელექტრო, მაგრამ არა ისე, როგორც შეიძლება ფიქრობდეს ხალხი. სუბსიდიებზე მთელი აქცენტი ელექტრო მანქანებზე იყო, მაგრამ ეს ახალი ანგარიში აჩვენებს ელექტრო ველოსიპედების მნიშვნელოვან სარგებელს და რამდენად მნიშვნელოვანია ისინი ტრანსპორტის სწრაფი დეკარბონიზაციისთვის, ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და, ამავე დროს, ჰაერის გაწმენდისთვის.

„ჩვენ ჩამოვრჩებით ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე გამოიყენეს სუბსიდიები ელექტრო ველოსიპედებზე გადასვლის დასაჩქარებლად. მზარდი ცხოვრების ხარჯების გათვალისწინებით, ეს ანგარიში აჩვენებს, რომ ელექტრონული ველოსიპედის სუბსიდიას ექნება დიდი დადებითი გავლენა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ასევე შეამცირებს ქალაქის გადატვირთულობას იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ველოსიპედით არ დადის.

წინა კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრონული ველოსიპედები ბევრად უფრო ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფს არსებობის მანძილზე, ვიდრე წიაღისეული საწვავის ან ელექტრო მანქანები.

ელექტრონული ველოსიპედები ასევე ნაკლებად აბინძურებენ გარემოს ე.წ. ნაწილაკებით, ვიდრე ელექტრო მანქანები, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი ჰაერის დაბინძურების დონეზე.

დაბინძურების შემცირების გარდა, ელექტრო ველოსიპედებს შეუძლიათ დადებითი გავლენა იქონიონ ჯანმრთელობაზე. „მეტი ადამიანისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ სამსახურში გადაადგილდნენ ელექტრონული ველოსიპედით, გაზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და შეამცირებს სამსახურში არყოფნას, ხოლო ჯანმრთელობის პოტენციური ეკონომიკური სარგებელი წელიწადში 2,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს“, – ნათქვამია #BikeIsBest მოხსენებაში.

„ველოსიპედით გადაადგილების ფიზიკური დატვირთვის შემცირების და, შესაბამისად, ფიტნესის, ტოპოგრაფიისა და საცხოვრებლის დასაქმებასთან და სხვა აქტივობებთან სიახლოვის ბარიერების დაძლევის პოტენციალის გამო, ელექტრონული ველოსიპედის მომხმარებელთა წრემ შეიძლება მოიცვას ასაკის, სქესის, ფიზიკური ფორმისა და ეკონომიკის დემოგრაფიის უფრო ფართო მრავალფეროვნება, ვიდრე ჩვეულებრივმა ველოსიპედებმა.’

 

 სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და დეა კუსიანი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება გარე ლონდონში ნელა მიმდინარეობს.
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება დელიში მაღალი რჩება მიუხედავად ძალისხმევისა

1 reply added

  1. 最佳Binance推荐代码 სექტემბერი 9, 2026 პასუხი

    Thank you for your sharing. I am worried that I lack creative ideas. It is your article that makes me full of hope. Thank you. But, I have a question, can you help me?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,