GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება გარე ლონდონში ნელა მიმდინარეობს.

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება გარე ლონდონში ნელა მიმდინარეობს.
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება გარე ლონდონში ნელა მიმდინარეობს.

აპრილი 15, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
465 ნახვა
ნახვები : 16

მერიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, ჰაერის დაბინძურება გაცილებით ნელა იკლებს ლონდონის გარე ტერიტორიაზე, ვიდრე ცენტრალურ ლონდონში.

ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა, თქვა, რომ მთავრობამ ინვესტიცია უნდა გააკეთს გარე ლონდონის ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებამ  მიიღოს საჭირო დაფინანსება.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ბოლო მოხსენებამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა ყველაზე მეტი იყო ლონდონის გარე რაიონებში, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ რაიონებში ბევრი ხანდაზმული ცხოვრობს. 2019 წელს  ჰაერის დაბინძურებისგან გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბრომლში, ბარნეტში, კროიდონსა და ჰევერინგში.

  

მერიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი მონაცემების თანახმად, ჰაერის დაბინძურება გაცილებით ნელა იკლებს გარე ლონდონში, ვიდრე ცენტრალურ ლონდონში

მონაცემებში წერია, რომ 2016 წლიდან 2019 წლამდე აზოტის ოქსიდის (NOx) გამონაბოლქვი გარე ლონდონში, ისევე როგორც ცენტრალურსა და შიდა ლონდონში, მხოლოდ განახევრდა.

ნაწილაკების პროცენტული რაოდენობა (PM.10) 10-ჯერ უფრო მეტად შემცირდა შიდა და ცენტრალურ ლონდონში, ვიდრე გარე ლონდონში და PM2.5 კი – 5-ჯერ.

ლონდონის მერმა, სადიკ ხანმა, თქვა, რომ მთავრობამ ინვესტიცია უნდა გააკეთს გარე ლონდონის ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებამ  მიიღოს საჭირო დაფინანსება.

სადიკ ხანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ლონდონის დაქვეითებით ქვეყნის სხვა ნაწილები ვერ გაუმჯობესდება, რადგან დედაქალაქი მნიშვენლოვან როლს თამაშობს ქვეყნის გამწვანებაში და უზრუნვლეყოფს სამუშაო ადგილებს.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ბოლო მოხსენებამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა ყველაზე მეტი იყო ლონდონის გარე რაიონებში, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ რაიონებში ბევრი ხანდაზმული ცხოვრობს. 2019 წელს  ჰაერის დაბინძურებისგან გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბრომლში, ბარნეტში, კროიდონსა და ჰევერინგში.

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა თქვა: „მე პირობა მოგეცით, რომ ვიქნებოდი ყველაზე ეკომეგობრული მერი, რაც კი ოდესმე ჰყოლია ლონდონს და დღევანდელი მონაცემები ადასტურებს ჩემი პოლიტიკის ტრანსფორმაციულ და სწრაფ გავლენას ცენტრალური და შიდა ლონდონის ჰაერის ხარისხზე.

„თუმცა, ჰაერის დაბინძურება კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ პრობლემად და მე არ მსურს უმოქმედოდ ვიდგე და დაველოდო შედეგს, როდესაც გარე ლონდონში ისეთი რამის გაკეთება შეგვიძლია, რასაც დიდი გავლენა ექნება ყველაფერზე, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჰაერი ჯერ კიდევ ძალიან ტოქსიკურია და ის მუდმივად აზიანებს ახალგაზრდა ლონდონელების ფილტვებს, ასევე გავლენას ახდენს ხანდაზმულებზეც, რომლებიც უფრო დაუცველნი არიან ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებისგან.

„ეს ასევე სოციალური სამართლიანობის საკითხია – ჰაერის დაბინძურება ყველაზე მეტად ღარიბ ხალხს აზიანებს. დაბალი შემოსავლის მქონე ლონდონელები უფრო ხშირად ცხოვრობენ ქალაქის იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტადაა დაბინძურებული ჰაერი და დიდი ალბათობით არ ჰყავთ მანქანა. ლონდონელების თითქმის ნახევარს არ ჰყავს მანქანა, მაგრამ მანქანების გამონაბოლქვს მათზე მაინც დიდი გავლენა აქვს.

„ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჰაერის დაბინუძურებისა და კლიმატის კრიტიკული მდგომარეობის წინააღმდეგ შეუწყვიტავთ მოქმედება, რადგან მას ხედავდნენ, როგორც ძალიან რთულს ან პოლიტიკურად არახელსაყრელს, მაგრამ მე არ მსურს, რომ კიდევ გადავდო ისეთი საქმის გაკეთება, როგორიც ჩვენ ახლა ლონდონში შეგვიძლია გავაკეთოთ. მე მივიჩნევ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ „შემსრულებლები“ და არ უნდა გადავდოთ ეს საქმე, რათა დავიცვათ ლონდონელების ჯანმრთელობა ახლა და მომავალი თაობების გამოც.”

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები მზად არიან წყლის ხარისხის გაუარესების ფონზე დიდი ტბების დასაცავად ფული გადაიხადონ
შემდეგი პოსტი
ბრიტანელების 70% ფიქრობს, რომ ელექტრონული ველოსიპედი ხელს შეუწყობს გამონაბოლქვის შემცირებას უფრო სწრაფად, ვიდრე ელექტრომობილები

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,