GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ფუტკრებისთვის საზიანო პესტიციდი ამერიკაში ისევ ლეგალურია

Homepage მსოფლიო ფუტკრებისთვის საზიანო პესტიციდი ამერიკაში ისევ ლეგალურია
მსოფლიო, შემეცნებითი

ფუტკრებისთვის საზიანო პესტიციდი ამერიკაში ისევ ლეგალურია

იანვარი 21, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
604 ნახვა
ნახვები : 101
  • კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად საშიშია პესტიციდები ფუტკრებისთვის
  • ნეონიკოტინოიდი მავნეა ფუტკრებისა და სხვა მწერებისათვის, რადგან ის ფუტკრების ნერვულ უჯრედებს უკავშირდება და ხელს უშლის მწერს ელექტრული სიგნალების გადაცემაში
  • ფუტკრის ჯიშების მეოთხედი 1990 წლიდან აღარ შეიმჩნევა. ამასთანავე ხმელეთზე მცხოვრები მწერების პოპულაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში 25%-ით, ხოლო ბოლო 75 წლის განმავლობაში 50%-ით შემცირდა

ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ რამდენად საშიშია პესტიციდები ფუტკრებისთვის.

აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ფუტკარი სიცოცხლის პირველ წელს პესტიციდების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება, ამას შეუძლია, უარყოფითი გავლენა იქონიოს ფუტკრების მთელ თაობებზე.

„ხშირად პესტიციდები წელიწადში რამდენჯერმე და მიყოლებით რამდენიმე წელიწადი გამოიყენება, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ზონებში“, – განუცხადა კვლევის მთავარმა ხელმძღვანელმა და ეკოლოგიის დოქტორობის კანდიდატმა კლარა სტულიგრასმა „The Guardian”-ს.

კლარა სტულიგრასმა და მისმა გუნდმა შეისწავლეს ფუტკრის სახეობა სახელად „ლურჯი ბაღის ფუტკარი“. „National Geographic”-ის მიხედვით ეს ფუტკრები დაახლოებით ჩვეულებრივი მუშა ფუტკრის ზომის არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით მარტო ცხოვრობენ და ლურჯი შეფერილობა აქვთ. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აშშ-ს ადგილობრივი ველური ყვავილებისა და ისეთი კულტურების დამტვერვაში, როგორიცაა ვაშლი, ალუბალი, ნუში და ატამი.

მკვლევრებმა ფუტკრებზე გამოიყენეს ნეონიკოტინოიდი (სოფლის მეურნეობაში მწერების გასანადგურებელი საშუალება), რომელიც ამერიკაში ფართოდაა გავრცელებული. “The Independent”-ის მიხედვით კი ეს საშუალება ყველაზე ხშირად კალიფორნიაში გამოიყენება.

ცნობილია, რომ ნეონიკოტინოიდი მავნეა ფუტკრებისა და სხვა მწერებისათვის, რადგან ის ფუტკრების ნერვულ უჯრედებს უკავშირდება და ხელს უშლის მწერს ელექტრული სიგნალების გადაცემაში. ეს კვლევა უნიკალურია, რადგან აჩვენებს, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ამ ნივთიერებას თაობების განმავლობაში ფუტკრების პოპულაციისთვის. ეს პროცესი ცნობილია „გადაცემითი ეფექტის“ სახელით.

მეცნიერებმა პესტიციდი ფუტკრებზე ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენეს და “The Guardian”-ის მიხედვით ასეთი შედეგები მიიღეს:

  1. ფუტკრებს, რომლებიც პესტიციდების ზემოქმედების ქვეშ ცხოვრების პირველ წელს მოექცნენ, 20%-ით ნაკლები შთამომავალი ეყოლათ.
  2. ფუტკრებს, რომლებიც პესტიციდების ზემოქმედების ქვეშ ზრდასრულობისას აღმოჩნდნენ, 30%-ით ნაკლები შთამომავალი ეყოლათ.
  3. ფუტკრებს, რომლებიც პესტიციდების ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ორჯერ, ლარვობისა და ზრდასრულობის პერიოდში, 44%-ით ნაკლები შთამომავალი ეყოლათ.

ამავე მტკიცებულებას ემატება კვლევა, რომლის მიხედვითაც ნეონიკოტინოიდი საზიანოა ფუტკრებისა და მწერების პოპულაციისთვის.

„სახეზეა მასიური კლება მწერების სხვადასხვა სახეობაში ბოლო რამდენიმე ათწლეულში და ამის მიზეზი შესაძლებელია, იყოს გარემოში პესტიციდების ნარჩენების არსებობა“, – ამბობს სტივ პეტერსონი, მკვლევარი და მეფუტკრე, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში.

ფუტკრის ჯიშების მეოთხედი 1990 წლიდან აღარ შეიმჩნევა. ამასთანავე ხმელეთზე მცხოვრები მწერების პოპულაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში 25%-ით, ხოლო ბოლო 75 წლის განმავლობაში 50%-ით შემცირდა. პესტიციდები, სხვა სტრესულ სიტუაციებთან, მაგალითად საცხოვრებელის დაკარგვასთან, გარემოს დაბინძურებასა და კლიმატის კრიზისთან ერთად, მწერების პოპულაციისთვის უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევა.

უახლესი კვლევები გვთავაზობს კიდევ ერთ არგუმენტს, რომ აშშ-ს მარეგულირებლები უნდა მიჰყვნენ ევროკავშირის მაგალითს და აკრძალონ ნეონიკოტინოიდი.

„იმედი მაქვს, რომ აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტო განიხილავს ამ ტიპის კვლევებს და ყურადღებით შეაფასებს ამ სახის რისკებს“, – განუცხადა პეტერსონმა “National Geographic”-ს. „ვფიქრობ, რომ საჭიროა რამდენიმე თაობასთან დაკავშირებული და არაპირდაპირი კონტაქტის კვლევები, როგორც პესტიციდების რისკების შეფასების ნაწილი“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ჩილეს ატაკამის უდაბნო: სწრაფი მოდის სასაფლაო
შემდეგი პოსტი
დიდი მლაშე ტბიდან „გუბემდე“: კლიმატური კრიზისი და წყლის ჟონვა საკულტო ადგილს აზიანებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,