GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

უკრაინა და ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 3 მილიარდი ხის დარგვას აპირებენ, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს?

Homepage მსოფლიო უკრაინა და ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 3 მილიარდი ხის დარგვას აპირებენ, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს?
მსოფლიო

უკრაინა და ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 3 მილიარდი ხის დარგვას აპირებენ, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს?

იანვარი 16, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
655 ნახვა
ნახვები : 83
  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საზოგადოებას ამბიციური გეგმების შესახებ აუწყა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სამი წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაირგვება მილიარდი ხე.
  • ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან ერთად უკრაინა იმედოვნებს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით სამი მილიარდი ხე დაირგვება.
  • ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ არარელური გეგმის განხორციელება შეუძლებელია.
  • 2019 წელს შვეიცარიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ტრილიონზე მეტი ხის დარგვაა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას  აუწყა, რომ გეგმავს ქვეყნის მასშტაბით სამი მილიარდი ხის დარგვას. ეს ინფორმაცია გაჟღერდა მას შემდეგ, რაც გლაზგოში გამართულ COP 26 სამიტზე კლიმატის მოლაპარაკებები დასრულდა.

ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან ერთად უკრაინა იმედოვნებს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დაახლოებით სამი მილიარდი ხე დაირგვება, რაც „პლანეტის ფილტვების“ აღდგენას შეუწყობს ხელს.

ხეები ბუნებრივად შთანთქავენ ნახშირორჟანგს, ასევე წიაღისეული (ნავთობი და ქვანახშირი) წვავისას წარმოქმნილ სათბურ გაზებს.   მეცნიერების მტკიცებულებით, ტყის მასივები წარმოადგენენ ნახშირბადის მშთანთქავ უზარმაზარ რეზერვუარებს.

უახლოეს სამ წელიწადში, იგეგმება ათზე მეტი თანამედროვე სანერგე მეურნეობის აშენება უკრაინაში.

ქვეყნის ჩრდილოეთით (ჟიტიმორის რეგიონი) მცხოვრები  მოსახლეობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მასიურად აშენებს  მერქნიანი ხეების პატარა ნერგებს.

„ევროპა აპირებს სამი მილიარდი ხის დარგავს სამ წელიწადში, ჩვენი გეგმა კი – იგივე დროში მილიარდი ხის დარგვაა,“ –  განაცხადა  იური ბოლოხოვეციმ, სახელმწიფო სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელია.

„პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული გეგმა აბსოლუტურად არარეალურია, თუ კი გავითვალისწინებთ სივრცის და დროის ფაქტორებს,“ – ამტკიცებს უკრაინელი ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების ექსპერტი  ბოჰდან პროტსი.

„ეს ნიშნავს, რომ წამში 10 ხე და 200 ნერგი უნდა დაირგოს, რაც ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად შეუძლებელია,“ – დასძინა მან.

უკრაინა სიდიდით მეორე ქვეყანაა კონტინენტზე რუსეთის შემდეგ,  600 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობით.

უკრაინაში ტყის მასივები დაახლოებით, მთლიანი ტერიტორიის 16 პროცენტს იკავებს. კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად კი სამი-ოთხი პროცენტით მეტია საჭირო.

კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებზე უკვე საუბრობენ დასავლეთ უკრაინის მეტყევეები. მათი თქმით: ტემპერატურის მატება და მიწისქვეშა წყლების სიმწირე იწვევს ევროპული ფიჭვების  (კარპატების მთებში ყველაზე გავრცელებული ხის)  გახმობას.

“ჩემი აზრით, გლობალური დათბობა არის ევროპული ფიჭვის გახმობის მთავარი მიზეზი”, – აღნიშნა ვასილ დმიტრიევმა, უკრაინის სატყეო განყოფილების ხელმძღვანელმა.

2019 წელს შვეიცარიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ტრილიონზე მეტი ხის დარგვაა.

კვლევის დროს მოხდა გამოთვლა, რომ ამ ახალ ხეებს შეეძლებათ ატმოსფეროდან  830 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის შთანთქმა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში  – ეს კი ბოლო 25 წლის მანძილზე ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნახშირბადის დაბინძურების მთლიანი მასის ექვივალენტია.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ანა ახალაძე

წყარო : www.euronews.com


წინა პოსტი
პორტუგალია რიგით მეოთხე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელმაც დახურა ნახშირის ელექტროსადგურები
შემდეგი პოსტი
ჰაერი ხორვატიაში „უმაღლესი ხარისხის“ კვლევამ აჩვენა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report

Welcome back,