GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

გაეროს უფლებათა საბჭომ ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებად გამოაცხადა

Homepage მსოფლიო გაეროს უფლებათა საბჭომ ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებად გამოაცხადა
მსოფლიო, შემეცნებითი

გაეროს უფლებათა საბჭომ ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებად გამოაცხადა

დეკემბერი 13, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
690 ნახვა
ნახვები : 122
  • ადამიანის უფლებათა საბჭომ პირველად ახლა აღიარა, რომ სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოში ცხოვრება ადამიანის უფლებაა.

  • „ჯანსაღი გარემოს უფლების შესახებ რეზოლუციის უზრუნველსაყოფად ახლა გაბედული ქმედებაა საჭირო, როგორც პლაცდარმი, რათა ხელი შეუწყოს გარდამტეხ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პოლიტიკას, რომელიც ადამიანებსა და ბუნებას დაიცავს“, – თქვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა.

  • ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე სესიის დასაწყიში უმაღლესმა კომისარმა აღწერა პლანეტის საშიშროებათა სამეული, კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ბუნების დაკარგვა, როგორც ჩვენი ეპოქის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა.

  • ახალი რეზოლუცია მილიონობით ადამიანზე კლიმატის ცვლილებითა და გარემოს განადგურებით მიყენებულ ზიანს ცნობს. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტები უფრო მწვავედ განიცდიან ზემოქმედებას.

 

48/13 რეზოლუციაში საბჭომ მთელი მსოფლიოს სახელმწიფოებს სხვა პარტნიორებთან ერთად მუშაობისკენ მოუწოდა, რათა ეს ახლადაღიარებული უფლება განხორციელდეს. კოსტარიკას, მალდივების, მაროკოს, სლოვენიასა და შვეიცარიის მიერ შემოთავაზებული ტექსტი 43 ხმით გავიდა, თუმცა 4-მა მონაწილე ქვეყანამ თავი შეიკავა (რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და იაპონია).

ამავდროულად, მეორე რეზოლუციით (48/14), საბჭომ გაზარდა ყურადღება, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის უფლებები კლიმატის ცვლილებაზე, სპეციალური მომხსენებლის ჩამოყალიბებით, რომელიც კონკრეტულად ამ საკითხს ეძღვნება.

გაბედული ქმედება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა, განცხადებაში წევრ სახელმწიფოებს გაბედული ქმედებებისკენ მოუწოდა, რათა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას სწრაფი და რეალური ეფექტი მისცენ.

ქალბატონმა ბაჩელეტმა თქვა, რომ სახლემწიფოებს ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა, ის „გახარებული“ იყო, რადგან გადაწყვეტილება „მკაფიოდ უსვამს ხაზს გარემოს დეგრადაციასა და კლიმატის ცვლილებას, როგორც ურთიერდაკავშირებულს ადამიანის უფლებათა კრიზისთან“.

„ჯანსაღი გარემოს უფლების შესახებ რეზოლუციის უზრუნველსაყოფად ახლა გაბედული ქმედებაა საჭირო, როგორც პლაცდარმი, რათა ხელი შეუწყოს გარდამტეხ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით პოლიტიკას, რომელიც ადამიანებსა და ბუნებას დაიცავს“, – თქვა მან.

ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმდინარე სესიის დასაწყიში უმაღლესმა კომისარმა აღწერა პლანეტის საშიშროებათა სამეული, კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და ბუნების დაკარგვა, როგორც ჩვენი ეპოქის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა.

ახალი რეზოლუცია მილიონობით ადამიანზე კლიმატის ცვლილებითა და გარემოს განადგურებით მიყენებულ ზიანს ცნობს. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტები უფრო მწვავედ განიცდიან ზემოქმედებას.

საკითხი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე შემდგომი განხილვისთვის გავა.

 

ათწლეულების ძალისხმევა

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიშელ ბაჩელეტმა სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მიაგო პატივი, მათ შორის ახალგაზრდების ჯგუფს, ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს, ძირძველი მოსახლეობის ორგანიზაციებს, ბიზნესებსა და სხვა მრავალს.

უმაღლესმა კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს გარემოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დამცველთა უპრეცედენტო რაოდენობა მოკლეს და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მათ დასაცავად და გასაძლიერებლად მტკიცე ზომები მიიღონ.

„ჩვენ უნდა დავიჭიროთ ეს იმპულსი, რათა გარემოსდაცვითი ქმედებებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცრუ გამიჯვნას გავცდეთ. საკმაოდ ნათელია, რომ ვერცერთი მიზანი ვერ მიიღწევა ერთმანეთის გარეშე“, – თქვა მან.

კოსტა რიკას ელჩმა კატალინა დევანდას აგილარმა, რეზოლუციის ერთ-ერთმა თანასპონსორმა, თქვა, რომ გადაწყვეტილება „მსოფლიოს გარშემო კლიმატის მიერ გამოწვეულ სირთულეებთან მებრძოლ საზოგადოებას შეტყობინებას უგზავნის, რომ ისინი მარტონი არ არიან“.

გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღეს, COP26, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გლაზგოში გაიმართა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით (WHO) გლობალური სიკვდილიანობის 24%, წელიწადში დაახლოებით 13.7 მილიონი გარდაცვლილი, დაკავშირებულია გარემოსთან ისეთი რისკების გამო, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება და ქიმიკატების ზემოქმედება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : news.un.org


წინა პოსტი
4 ივლისს აკრძალული ფეიერვერკი აშშ-ს დასავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქში
შემდეგი პოსტი
კლიმატის ცვლილება შეიძლება კაცობრიობის 85 პროცენტს შეეხოს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,