GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

კლიმატის ცვლილება შეიძლება კაცობრიობის 85 პროცენტს შეეხოს

Homepage მსოფლიო კლიმატის ცვლილება შეიძლება კაცობრიობის 85 პროცენტს შეეხოს
შემეცნებითი, მსოფლიო

კლიმატის ცვლილება შეიძლება კაცობრიობის 85 პროცენტს შეეხოს

დეკემბერი 16, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
252 ნახვა
  • მკვლევრები სწავლობენ 100,000-მდე კვლევას, რომლებიც დეტალურად აღწერს კლიმატის ცვლილებების ზეგავლენას ჩვენს პლანეტაზე.
  • „ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ კლიმატის ცვლილება ეხება ყველა კონტინენტსა და ყველა სისტემას“.
  • ხელოვნურმა ინტელექტმა საშუალება მოგვცა ჩვენ, ექსპერტებს, პრობლემისთვის გლობალურ ჭრილში შეგვეხედა და მოგვეხდინა დიდი ოდენობის კვლევების სინთეზირება.

 

შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებს მსოფლიო მოსახლეობის 85 პროცენტზე  უკვე ჰქონდეს ზეგავლენა, რასაც ადასტურებს ათიათასობით სამეცნიერო კვლევის ანალიზი.

ანალიზი, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, მკვლევართა ჯგუფმა მოამზადა. ამ პროცესში მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი, რომლის საშუალებითაც კომპიუტერში ჩაშენებული ალგორითმის დახმარებით შეისწავლეს ყველა ის კვლევა, რომლებიც 1951-იდან 2018 წლამდე გამოქვეყნდა _ დაახლოებით 100,000-ამდე ნაშრომი. ისინი, ფაქტობრივად, ადასტურებენ კლიმატის ცვლილებების ზემოქმედებას პლანეტის სისტემებზე.

„ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ კლიმატის ცვლილება ეხება ყველა კონტინენტსa და ყველა სისტემას,“ – განუცხადა კვლევის ავტორმა მაქს კალაგანმა AFP-ს ახალი ამბების სააგენტოსთან ინტერვიუში.

მან ასევე დასძინა, რომ არსებობს „დიდი რაოდენობის უტყუარი ფაქტები და მტკიცებულებანი“ თუ რა სახით ახდენს კლიმატის ცვლილება გავლენას პლანეტაზე და როგორ ხდება მათი ეფექტების შეგრძნება.

მკვლევარებმა შექმნეს ისეთი კომპიუტერული ალგორითმი, რომელსაც შეუძლია კლიმატთან დაკავშირებული კვლევების იდენტიფიცირება. შედეგად შექმნეს ნაშრომების სია მთელ რიგ თემებზე, მათ შორის: პეპლების მიგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორები, სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობა ადამიანებში და ტყის მასივების საფარის ცვლილებები.

კვლევები, როგორც წესი, იშვიათად ამყარებენ პირდაპირ კავშირს გლობალურ დათბობასთან – ამის გამო, კალაგანი და Mercator Research Institute-ისა და Climate Analytics-ის გუნდები (ორივე ბერლინშია) თავად ჩაერთნენ კვლევის პროცესში.

კვლევებიდან ამოღებული ადგილმდებარეობების მონაცემების გამოყენებით, მათ დედამიწა დაყვეს უჯრედებად და შეადგინეს რუკა, რომელზეც კლიმატის უკვე დოკუმენტირებული  ზემოქმედება ემთხვეოდა კლიმატით განპირობებულ ტენდენციებს  ტემპერატურის და ნალექების კუთხით.

შემდეგ, შეისწავლეს მონაცემები თითოეულ უჯრედზე იმის დასადგენად, „ბუნებრივ ცვალებადობასთან შედარებით, მოცემულ ადგილებში ტემპერატურა უფრო მაღლა იწევს თუ უფრო დაბლა, ნალექების რაოდენობა იზრდება თუ მცირდება?“ – განაცხადა კალაგანმა.

მისი თქმით, შემდეგ მათ შეამოწმეს, შეესაბამებოდა თუ არა ამ ტიპის ცვლილება კლიმატის ცვლილების მოდელების მოლოდინებს.

მათ დაადგინეს, რომ დედამიწის 80%, სადაც  მსოფლიოს მოსახლეობის 85% ცხოვრობს და სადაც კლიმატის ზემოქმედების კვლევები ჩატარდა, სრულად ემთხვეოდა გლობალური დათბობის გამო ტემპერატურისა და ნალექების ცვლილებების პროგნოზებს.

რაც მთავარია, კვლევამ კლიმატის ცვლილებების ზეგავლენა არაპროპორციულად აღრიცხა – უფრო მეტი მონაცემი გაკეთდა მდიდარ ქვეყნებში, დაუცველ რეგიონებში კი – მწირი რაოდენობით.

მაგალითად, აფრიკაში ტემპერატურისა და ნალექის ცვალებადობის ტენდენციები შეიძლება დაკავშირებული იყოს კლიმატის ცვლილებასთან.

„განვითარებადი ქვეყნები კლიმატის ზეგავლენის პირისპირ წინა ხაზზე არიან, თუმცა, ჩვენს კვლევებში აშკარად არის ლაფსუსები მონაცემების შეგროვების კუთხით“, – განაცხადა ავტორმა შრუტი ნატმა, Mercator-ის საინფორმაციო გამოშვების თანახმად.

„მონაცემების სიმწირით და ლაფსუსებით განსაკუთრებით აფრიკა გამოირჩევა. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადაპტაციის სწორად დაგეგმვაზე და ამ ადგილებში დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე“.

 

ხელოვნური ინტელექტი

1951-იდან 1990 წლამდე, „სულ გვაქვს დაახლოებით 1500 კვლევა“, განაცხადა კალაგანმა, „მაშინ, როცა [გაეროს] ბოლო შეფასების ანგარიშიდან დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში ჩატარდა 75,000-იდან 85,000-ამდე კვლევა – ეს უპრეცედენტო ზრდაა“.

კალაგანის განცხადებით, კვლევების უზარმაზარი რაოდენობის გამო თითქმის შეუძლებელი გახდა ყველა იმ კვლევის ინდივიდუალურად იდენტიფიცირება, რომელთა სანდოობა და ფაქტებით დასაბუთებაც ადამიანის მიერ კლიმატზე უარყოფით ზეგავლენას უკავშირდება.

„ხელოვნურმა ინტელექტმა საშუალება მოგვცა ჩვენ, ექსპერტებს, პრობლემისთვის გლობალურ ჭრილში შეგვეხედა და მოგვეხდინა დიდი რაოდენობის კვლევების სინთეზირება“, განაცხადა კალაგანმა, თუმცა, მანვე დასძინა, რომ ”ის ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადამიანის შესრულებულ ანალიზს”.

„კლიმატის  ცვლილების ამსახველი, ჩვენ მიერ შედგენილი რუკა ეფუძნება გლობალურ დათბობასთან გლობალურ ბრძოლას, რეგიონული და ადგილობრივი რისკების შეფასებას და, ასევე, კლიმატის ადაპტაციის მიზნით ლოკალურად მიღებულ ზომებს“.

 

„წიაღისეული საწვავი გვკლავს”

ორშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების დაახლოებით სამმა მეოთხედმა მოუწოდა ქვეყნების მთავრობებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგან COP26 გლობალურ კლიმატის კონფერენციაზე. მათი განცხადებით, ამით შესაძლებელია წელიწადში მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს მოხსენება, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის შესახებ, მოითხოვს ტრანსფორმაციულ ქმედებებს ყველა სექტორში, მათ შორისაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ფინანსები. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამბიციური ზომების გატარება კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას ჯამრთელობის კუთხით, გაწეულ ხარჯებთან შედარებით.

„წიაღისეული საწვავის წვა გვკლავს. კლიმატის ცვლილება არის ერთადერთი უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს.

ჯანმო-ს ადრინდელი განცხადებით, წელიწადში დაახლოებით 13.7 მილიონი ადამიანის სიკვდილი ანუ გლობალური სიკვდილიანობის 24.3%, გამოწვეულია  გარემოსდაცვითი რისკებით, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება და ქიმიური ზემოქმედება.

ანგარიში სწორედ მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც 400-ზე მეტმა ჯანდაცვის ორგანომ, რომელიც აერთიანებს 45 მილიონზე მეტ მედდას, ექიმს და სამედიცინო პერსონალს, გაასაჯაროვა წერილი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯებისაკენ გადადგმის მოთხოვნით.

„ქმედებები, რომელთაკენაც ამ წერილით მოგიწოდებთ, აუცილებელია, თუმცა,

არასაკმარისია კლიმატისა და ჯანმრთელობის კრიზისების სრულად მოსაგვარებლად – მნიშვნელოვნად დაიცავს ადამიანებს მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია წერილში.

გასულ კვირას, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ სუფთა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა აღიარა, როგორც ფუნდამენტური უფლება და ამ ჟესტით კიდევ უფრო გაამძაფრა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და მეგი რუსია

წყარო : www.aljazeera.com

ნახვები : 78 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
გაეროს უფლებათა საბჭომ ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებად გამოაცხადა
შემდეგი პოსტი
ტრანსპორტი, ჰაერის დაბინძურება და ადამიანების ჯანმრთელობა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
  • ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
  • ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
  • ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 2, თებ
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
სამშაბათი, 31, იან
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
პარასკევი, 27, იან
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
პარასკევი, 27, იან
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
ორშაბათი, 23, იან
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
ორშაბათი, 23, იან
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Welcome back,