GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნიცეფი) ანგარიშის მიხედვით, 1 მილიარდი ბავშვი კლიმატის ცვლილების გავლენის „უკიდურესად დიდი“ საფრთხეშია

Homepage მსოფლიო გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნიცეფი) ანგარიშის მიხედვით, 1 მილიარდი ბავშვი კლიმატის ცვლილების გავლენის „უკიდურესად დიდი“ საფრთხეშია
მსოფლიო, შემეცნებითი

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნიცეფი) ანგარიშის მიხედვით, 1 მილიარდი ბავშვი კლიმატის ცვლილების გავლენის „უკიდურესად დიდი“ საფრთხეშია

სექტემბერი 30, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
728 ნახვა
ნახვები : 93
  • მილიონობით ბავშვს ემუქრება ზღვისპირა წყალდიდობები, ტრანსმისიული დაავადებები, ანომალური სიცხე და წყლის დეფიციტი. თუმცა ყველაზე მეტად საგანგაშო ის არის, რომ მილიარდი ბავშვი ჰაერის ძლიერი დაბინძურების საფრთხეშია.
  • ყველაზე მეტად ბავშვის ჯანმრთელობას GHGs – სათბური აირები – აზიანებენ, რისი სიჭარბეც პირდაპირ კლიმატური ცვლილების დამსახურებაა.
  • არცერთი ბავშვია გლობალურ დათბობაში დამნაშავე, მაგრამ სწორედ მათ მოუწევთ ყველაზე დიდი ხარკის გადახდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად,  1 მილიარდი ბავშვი – ბავშვთა მსოფლიო პოპულაციის თითქმის ნახევარი –  კლიმატის ცვლილების გავლენის „უკიდურეს“ საფრთხეშია.

ბავშვთა კლიმატური რისკის ინდექსი (CCRI) ბავშვებზე კლიმატური რისკის პირველი სრულფასოვანი ანალიზია და კლიმატური „შოკების“ ზეგავლენის მიხედვით ქვეყნების რეიტინგს ადგენს. ამაში მოიაზრება ციკლონები და ანომალური სიცხის პერიოდები, კლიმატის ცვლილებით დაჩქარებული ზოგიერთი სტიქიური უბედურება.

“წარმოუდგენლად საშინელი” სურათი

ანგარიში ცხადყოფს, რომ მილიონობით ბავშვს ემუქრება ზღვისპირა წყალდიდობები, ტრანსმისიული დაავადებები, ანომალური სიცხე და წყლის დეფიციტი. თუმცა ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ მილიარდი ბავშვი ჰაერის ძლიერი დაბინძურების საფრთხეშია.

უფრო მეტიც, დაახლოებით 850 მილიონი ბავშვი, ანუ მსოფლიოში ყოველი მესამე, ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც, სულ მცირე, 4 „ეკოლოგიური შოკის“ ზედდება ხდება.

აგრეთვე, გამოვლინდა შეუსაბამობა იმ ადგილებს შორის, სადაც სათბური აირების (GHGs) გენერირება ხდება და სადაც ბავშვები „ყველაზე მნიშვნელოვან“ კლიმატის ცვლილებას განიცდიან.

კლიმატის კრიზისი

ჰენრიეტა ფორი იუნიცეფის აღმასრულებელი დირექტორია.  თავის განცხადებაში მან აღნიშნა: „სამი წელია, ბავშვებმა მთელ მსოფლიოში ხმა აიმაღლეს და მოქმედებას ითხოვენ.

იუნიცეფი მათ მოთხოვნებს ცვლილებების შესახებ მხარს უჭერს უდავო გზავნილით – კლიმატის კრიზისი ბავშვთა უფლებების კრიზისია.

“…კლიმატის ცვლილება მეტად უსამართლო რამაა. არცერთი ბავშვია გლობალურ დათბობაში დამნაშავე, მაგრამ სწორედ მათ მოუწევთ ყველაზე დიდი ხარკის გადახდა. ბავშვები, ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ქვეყნებიდან, ყველაზე მეტად დაზარალდებიან.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნატო სლეპაკოვა

წყარო : plantbasednews.org


წინა პოსტი
კლიმატის ცვლილებების გამო ვარაუდობენ, რომ სამეფო პინგვინების 98% გადაშენდება მომავალი 80 წლის განმავლობაში
შემდეგი პოსტი
მექსიკა გახდა პირველი ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელმაც აკრძალა კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,