GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

თხები ნიუ-იორკის პარკებში ბრუნდებიან გარემოს მავნე მცენარეებისგან გასაწმენდად

Homepage მსოფლიო თხები ნიუ-იორკის პარკებში ბრუნდებიან გარემოს მავნე მცენარეებისგან გასაწმენდად
მსოფლიო

თხები ნიუ-იორკის პარკებში ბრუნდებიან გარემოს მავნე მცენარეებისგან გასაწმენდად

აგვისტო 23, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
716 ნახვა
ნახვები : 41
  • პროექტი ორგანიზებულია რივერსაიდის პარკის ადმინისტრაციის მიერ და პირველად იგი 2019 წელს ჩატარდა.
  • თხები პარკის მიუვალ და რთულად მოსავლელ ტერიტორიებზე მავნე მცენარეებს, მათ შორის შხმიან სუროს, ანადგურებენ.
  • თხების პარკში მოყვანა ასევე ამცირებს ჰერბიციდების გამოყენების საჭიროებას, რაც ეკოლოგიის დაცვისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.

 

ოცზე მეტი თხა ნიუ-იორკის პარკში კიდევ ერთხელ დაბრუნდება ყოველწლიური ,,თხების რბოლისთვის“, რომელიც მწვანე სივრცის მავნე მცენარეებისგან გაწმენდას ემსახურება.

პროექტი ორგანიზებულია რივერსაიდის პარკის ადმინისტრაციის მიერ და პირველად იგი 2019 წელს ჩატარდა. თხებს საშუალება ჰქონდათ ეჭამათ პარკის ტერიტორიაზე რაც მოესურვებოდათ, მათ შორის მავნე მცენარეებიც. თხებიც და პარკის სტუმრებიც ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ.

პარკის ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობდა გაეკონტროლებინა ბუნებისთვის მავნე მცენარეების გავრცელება, განსაკუთრებით კი შხამიან სუროს ებრძოდა. თხები პარკს ამ პროცესის წარმართვაში დაეხმარნენ, შხამიანი სუროც კი მათთვის არ არის მავნებელი, რადგან მათ ალერგენებისადმი იმუნიტეტი აქვთ.

,,პარკში საკმაოდ ციცაბო კლდეებია, რომელთას მოვლაც რთულია. ჩვენ გვყავს მოხალისეები, რომლებიც ამ სივრცეებს უვლიან, თუმცა გაწმენდილი ტერიტორია 3 კვირაში ისევ მავნე მცენარეებით იფარება. ჩვენ მივხვდით, რომ უფრო ეფექტური გამოსავალის მოძებნა იყო საჭირო, შემდეგ კი თხების მოყვანის იდეა გაჩნდა“, – ამბობს ლინდა თაუერი, რივერსაიდის პარკის ადამინისტრაციის წარმომადგენელი.

თხების პარკში მოყვანა ასევე ამცირებს ჰერბიციდების გამოყენების საჭიროებას, რაც ეკოლოგიის დაცვისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.

პარკის სტუმრებმა შეასრულეს სიმღერა ,,The Lonely Goatherd”, როდესაც თხებმა რივერსაიდის პარკში წელს პირველად შეაბიჯეს. 24 თხიდან უმეტესობამ პარკი იმავე დღეს დატოვა, ხოლო 5 თხა ექვსი კვირის განმავლობაში დარჩა პარკის ტერიტორიაზე.

ნიუ-იორკელებს შეუძლიათ ხმა მიცემაში ჩაერთონ ამ წლის გამარჯვებული თხის ასარჩევად. ,,ზაფხულის ბოლოს 5 ფინალისტი თხიდან გამარჯვებულ გამოვლინდება“, – აცხადებს რივერსაიდის პარკის აღმასრულებელი დირექტორი დენ გაროდნიკი. იგი ურჩევს თანამოქალაქეებს, რომ ხმის მიცემამდე მოინახულონ თხები პარკში და ყურადღება მიაქციონ

რივერსაიდის პარკის ინტერნეტ პლატფორმებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
სამსუნგი იწყებს ახალი ინსტრუმენტის წარმოებას, რომელიც დაგეხმარებათ სახლში ენერგიის დაზოგვაში
შემდეგი პოსტი
კვლევის მიხედვით ველური ბუნებით ვაჭრობა მსოფლიოში დაავადების გავრცელების მთავარი მამოძრავებელი ძალაა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,