GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ინდოეთის ტყის კაცი ჯადავ პაიენგი, ვინც 550 ჰექტარ უნაყოფო მიწაზე მარტომ გააშენა ტყის მასივი

Homepage მსოფლიო ინდოეთის ტყის კაცი ჯადავ პაიენგი, ვინც 550 ჰექტარ უნაყოფო მიწაზე მარტომ გააშენა ტყის მასივი
მსოფლიო, შემეცნებითი

ინდოეთის ტყის კაცი ჯადავ პაიენგი, ვინც 550 ჰექტარ უნაყოფო მიწაზე მარტომ გააშენა ტყის მასივი

აგვისტო 8, 2021
By GREENPOLE
1 კომენტარი
1953 ნახვა
ნახვები : 5, 099
  • ოთხი ათწლეულის წინ, მაშინ 16 წლის ჯადავ „მოლაი“ პაიენგმა მდინარე ბრაჰმაპუტრაზე მდებარე, მსოფლიოში უდიდეს კუნძულ მაჯულისზე უამრავი გვალვის გამო დახოცილი გველი ნახა.
  • ტყის კაცმა, დაახლოებით 550 ჰექტარ ტერიტორიაზე, მარტომ დარგო ხეები.
  • ჯადავის ამბავი პირველად 2010 წელს გახდა ცნობილი.
  • ჯადავი თვლის, რომ აუცილებელია, მომავალ თაობებს ვასწავლოთ ტყის მასივების შემცირებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ.

 

ოთხი ათწლეულის წინ, 16 წლის ჯადავ „მოლაი“ პაიენგმა მდინარე ბრაჰმაპუტრაზე მდებარე, მსოფლიოში უდიდეს კუნძულ მაჯულისზე უამრავი გვალვის გამო დახოცილი გველი ნახა.  მაშინ, ჯერაც ბავშვს, დააინტერესა, ერთ დღეს ადამიანებსაც იგივე ბედი ხომ არ ელოდათ.

ნანახმა იმდენად შეძრა, რომ საკუთარ სახლთან ახლოს მან ნერგების დარგვა დაიწყო. ამ საქმეს მან თავისი სიცოცხლის 40 წელზე მეტი მიუძღვნა; ტყის კაცმა, დაახლოებით 550 ჰექტარ ტერიტორიაზე, სრულიად მარტომ დარგო ხეები.

ჯადავ პაიენგმა თავი დაანება სწავლას, რათა მთელი დრო და ენერგია ტყეების განაშენიანებისთვის დაეთმო. კამეჩებით მოვაჭრის ოჯახში დაბადებული ჯადავი წარმოშობით ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში, ასამში მცხოვრები თემიდანაა.

მან მდინარე ბრაჰმაპუტრას მშრალ, ქვიშიან სანაპიროზე დაიწყო მცენარეების თესლების და ნერგების დარგვა. ადგილობრივები ურჩევდნენ, რომ ისეთი ხის ჯიშები დაერგო, რომლებიც მკაცრ კლიმატურ პირობებს გაუძლებდნენ. თავიდან ჯადავმა 25 ნერგითა და მცირე ოდენობით თესლებით დაიწყო.

ჯადავის ამბავი პირველად 2010 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ჯითუ კალიტამ, ველური ბუნების ფოტოგრაფმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა მისი საქმიანობის შესახებ დაწერა. ამ ფაქტს მალევე საერთაშორისო აღიარება მოჰყვა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ხალხმა მისი ტყის მოსანახულებლად ჩამოსვლა დაიწყო, სადაც 120-ზე მეტი ფრინველის სახეობა ბინადრობს, მათ შორის მრავალი გადამფრენი ჩიტიც.

ამ ადამიანის ხელით გაშენებულ ტყეში კაზირანგას ტყის ნაკრძალიდან ხშირად ისეთი დიდი ცხოველებიც გადმოდიან, როგორიცაა ვეფხვები და სპილოები. ტყის კაცის თქმით, სპილოების დიდი ჯოგი აქ ყოველწლიურად 3 თვეს ატარებს.

პაიენგი ხეების ნერგების დარგვას ტროპიკული წვიმების დადგომამდე 3 თვით ადრე იწყებს, რომელიც, როგორც წესი ყოველწლიურად, ივნისში იღებს სტარტს. წლის დანარჩენ დროს იგი ტყიდან თესლების შეგროვებას უთმობს.  მისი თქმით, ბრაკონიერები კვლავ რჩებიან მისი ტყის მთავარ საფრთხედ, თუმცა ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტი მას ტყის დაცვაში ეხმარება. ჯადავი ამბობს, რომ აუცილებელია, მომავალ თაობებს ვასწავლოთ ტყის მასივების შემცირებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ. მათ უნდა უყვარდეთ ბუნება. მისი თქმით, ტყეს უკვე შეუძლია საკუთარი თავის მოვლა, თუკი მას ადამიანები არ შეეხებიან.

ტყის მცველს თავისი გამორჩეული წვლილისთვის მიღებული აქვს ინდოეთის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, პადმა შრი. მის საყვარელ ტყეს მის პატივსაცემად „მოლაი“ უწოდეს. ამ ადამიანის ისტორია შეტანილია ეკოლოგიურ სასკოლო პროგრამებში, მათ შორის, აშშ-შიც. იგი მიწვეულია მექსიკაში, რათა დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციას Fundacion Azteca, რომლის მიზანია ქვეყანაში 7 მილიონი ხის დარგვა. ის თავის მდიდარ გამოცდილებას მექსიკელებს გაუზიარებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და მეგი რუსია

წყარო : theplanetvoice.com


წინა პოსტი
რა ხდება მაშინ, როცა პლასტმასის კონტეინერიდან მივირთმევთ?
შემდეგი პოსტი
მადაგასკარს საკვების კრიზისი აქვს: გვალვის ხანგრძლივობა რეკორდულია, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი შიმშილობს. ეს კი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით.

1 reply added

  1. saundrafishman1 თებერვალი 24, 2024 პასუხი

    I’m amazed, I have to admit. Seldom do I encounter a blog that’s equally educative and entertaining, and without a doubt, you have hit the nail on the head. The problem is something that not enough people are speaking intelligently about. Now i’m very happy that I found this during my search for something regarding this.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,