GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

რა ხდება მაშინ, როცა პლასტმასის კონტეინერიდან მივირთმევთ?

Homepage შემეცნებითი რა ხდება მაშინ, როცა პლასტმასის კონტეინერიდან მივირთმევთ?
შემეცნებითი

რა ხდება მაშინ, როცა პლასტმასის კონტეინერიდან მივირთმევთ?

აგვისტო 2, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
402 ნახვა
  • მუყაოს ყუთები, შეფუთვა, წყლის ბოთლები და თუნუქის ქილებიც კი შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყოს.
  • პლასტმასი უამრავი ისეთი ნივთიერებისგან შედგება, რომლებიც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, სიმსივნეს, გონებრივ ჩამორჩენილობას ბავშვებში და ა.შ.

წყლის მიღება ყველა ადამიანისთვის აუცილებელი და სასიამოვნოა, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა მთელი დღის განმავლობაში პლასტმასის ბოთლით დავდივართ, რათა არ დაგვავიწყდეს წყლის საჭირო დოზის დალევა? ამ გზით ჩვენ მივიღებთ ზედმეტ, არასაჭირო პლასტმასის დოზას და ეს ყველაფერი არაა.

მუყაოს ყუთები, შეფუთვა, წყლის ბოთლები და თუნუქის ქილებიც კი შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს აღარ იზიდავს პლასტმასის გამოყენება, ჩვენ მაინც მხრებს ვიჩეჩავთ და მშვიდად ვდებთ კონტეინერს მიკროტალღურ ღუმელში.

წარმოგიდგენთ 4 მიზეზს, რატომაც არ უნდა დალიოთ ან ჭამოთ პლასტმასის შეფუთვიდან:

 

  1. პლასტმასი კონტეინერებიდან ჩვენს საკვებში გადადის.

კვლევის თანახმად, ადამიანი წელიწადში მიკროპლასტიკის მინიმუმ 74000 ნაწილას იღებს. ამ რიცხვის უმეტესობა მოდის ე.წ. „წასაღებ“ კონტეინერებზე.

ამ მიკროპლასტიკის 30% ჩვენს საკვებში გადადის, საიდანაც შემდეგ ჩვენს ორგანიმზში ხვდება.

თუ მაინც გჭირდებათ საჭმლის „გატანა“, არ გამოიყენოთ კონტეინერები! მიმართეთ შუშის ან ფაიფურის ჭურჭელი. უმეტეს შემთხვევაში ისინი, ვინც ამბობენ, რომ კონტეინერების მრავალჯერადი მოხმარება, რეცხვა, მიკროტალღურ ღუმელში ჩადება უსაფრთხოა, უბრალოდ ამ სფეროში ჩართული ბიზნესმენები და მეწარმეები არიან და მათი სიტყვა შეიძლება არც ისე სანდო იყოს.

ყურადსაღებია, რომ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო საშიშია პლასტმასის სათავსოების მოხმარება, რადგან კვლევების თანახმად, სიცხეში პლასტმასს უფრო მეტი ქიმიკატი უჩნდება, ვიდრე უფრო დაბალ ტემპერატურაზე.

 

  1. მიკროპლასტიკი ცუდია ადამიანებისთვის

შეიძლება ფიქრობთ, რომ პლასტმასის ქიმიკატები ისევე მარტივად დატოვებს ჩვენს ორგანიზმს, როგორც შედის, თუმცა ეს, სამწუხაროდ, ასე არაა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მიკროპლასტიკს შეუძლია, გაარღვიოს ის მემბრანული სივრცე, რომელიც იცავს ჩვენს ტვინს უცხო სხეულებისგან. ასევე დედას შეუძლია გადასდოს ეს ქიმიკატი პლაცენტიდან ნაყოფს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემები, რაც გამოიხატება ჰორმონალურ დარღვევებში ან სხვა პრობლემებში. სწორედ ამის გამო 2008 წელს ზოგ სახელმწიფოში აიკრძალა მიკროპლასტიკატის გამოყენება სათამაშოებსა და ბოთლებში.

 

  1. არ არსებობს ცნება – უსაფრთხო პლასტმასი

პლასტმასი უამრავი ისეთი ნივთიერებისგან შედგება, რომლებიც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, სიმსივნეს, გონებრივ ჩამორჩენილობას ბავშვებში და ა.შ.

შესაძლოა მაღაზიაში შენიშნოთ პლასტმასის ნივთი, რომელსაც ეწერება, რომ უსაფრთხოა, თუმცა ხშირად ერთ რომელიმე მავნე ნივთიერებას სხვა მავნე ნივთიერებით ანაცვლებენ, ამიტომ არასდროს ენდოთ მსგავს წარწერას!

 

  1. ასეთი კონტეინერები საზიანოა გარემოსთვისაც

პლასტმასის ნივთების მოხმარებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვაზიანებთ გარემოს. 1950-იანების შემდეგ (როცა პლასტმასის აქტიური გამოყენება დაიწყო) დამზადდა 8 მილიარდ ტონაზე მეტი პლასტმასის ნივთი და აქედან მხოლოდ 10% გადამუშავდა.

ჩვენ გარშემო იმდენი პლასტმასია, რომ ჩვენ ვისუნთქავთ ათობით ათას პლასტმასის ნაწილაკს. პლასტმასია ასევე მდინარეებში, ოკეანეებში – არა მხოლოდ ვიზუალურ ნარჩენებში. სამწუხაროა. რომ ამ პრობლემას გადამუშავებაც კი ვერ აგვარებს: ამ გზით ქიმიკატები ერთი ნივთიდან მეორეში გადავა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი პლასტმასის გამოყენების შეწყვეტაა.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე გზას, თუ როგორ შეგიძლიათ თავი აარიდოთ პლასტმასის მოხმარებას:

  1. დალიეთ მხოლოდ შუშის ან უჟანგავი ფოლადი ბოთლებიდან
  2. საჭმლის თან ტარებისას გამოიყენეთ შუშის ან კერამიკული ჭურჭელი
  3. არ ჩადოთ პლასტმასის ჭურჭელი მიკრო ტალღურ ღუმელში ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში
  4. დაასუფთავეთ თქვენი სახლი რეგულარულად.

 

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 474 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მაღალი სიცხე კლავს ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ფრინველებს
შემდეგი პოსტი
ინდოეთის ტყის კაცი ჯადავ პაიენგი, ვინც 550 ჰექტარ უნაყოფო მიწაზე მარტომ გააშენა ტყის მასივი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • #LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
  • რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
  • საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • #არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
პარასკევი, 2, ივნ
#LivesCutShort კამპანია: ჯანმრთელობა უდრის სუფთა ჰაერს
ორშაბათი, 29, მაი
რა ემართება ოსტინის გზების განაპირას დაყრილ ხის ტოტებს
ორშაბათი, 29, მაი
საცობები, დაბინძურება, საგზაო ავარიები – შეუძლია თუ არა ტექნოლოგიას ურბანული ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება?
სამშაბათი, 16, მაი
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 15, მაი
#არაქვაჭრა – თბილისში ქვის მშრალი მეთოდით დამუშავების ექვსთვიანი მონიტორინგის შეჯამება
პარასკევი, 12, მაი
დუშეთში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არაგვის სანიტარული დაცვის ზონების საკითხზე

Welcome back,