GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ძლიერი სიცხის შედეგად Pacific Northwest-ის რეგიონში სადენებისა და გზების დნობა დაიწყო.

Homepage მსოფლიო ძლიერი სიცხის შედეგად Pacific Northwest-ის რეგიონში სადენებისა და გზების დნობა დაიწყო.
მსოფლიო

ძლიერი სიცხის შედეგად Pacific Northwest-ის რეგიონში სადენებისა და გზების დნობა დაიწყო.

ივლისი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
825 ნახვა
ნახვები : 299
  • ვაშინგტონში, ორეგონში ბრითიშ კოლუმბიასა და სხვა ადგილებში სიცხის ყველა დროის რეკორდი სამმა დღემ ერთმანეთის მიყოლებით მოხსნა
  • პორტლანდში საბაგირო და ტრამვაის ტიპის სისტემებით გადაადგილება შეჩერებული იყო, რადგან ელექტრომომარაგების ქსელები იჭიმებოდა და ხშირ შემთხვევაში მზეში დნებოდა
  • რეგიონში მაღალი ტემპერატურის გამო გზებმა, ასფალტისა და ბეტონის გავრცობა-გახლეჩის შედეგად, ფორმა იცვალა

ძლიერი სიცხის შედეგად Pacific Northwest-ის რეგიონში სადენებისა და გზების დნობა დაიწყო.

მორიგი დღე, მორიგი რეკორდულად მაღალი, აქამდე უნახავი ტემპერატურის კასკადა Pacific Northwest-ში მესამე დღესაც გაგრძელდა.

 

ვაშინგტონში, ორეგონში, ბრითიშ კოლუმბიასა და სხვა ადგილებში სიცხის ყველა დროის რეკორდი სამმა დღემ  ერთმანეთის მიყოლებით მოხსნა: პორტლანდში ორშაბათს შუადღეს სიცხემ 116 ფარენჰეიტს მიაღწია, რითიც კვირა დღის 112 გრადუსის რეკორდი გააცამტვერა, რომელიც ასევე ისტორიული ნახტომი იყო 1981 წლის აგვისტოს 107 გრადუსიდან.

სიეტლის აეროპორტში ტემპერატურა 108 გრადუსზე გაიზომა, რითიც კვირა დღის 104 გრადუსს გადაუსწრო. ექსტრაორდინალური 72 საათიანი სიცხის შედეგები ორშაბათს დრამატული იყო. პორტლანდში საბაგირო და ტრამვაის ტიპის სისტემებით გადაადგილება შეჩერებული იყო, რადგან ელექტრომომარაგების ქსელები იჭიმებოდა და ხშირ შემთხვევაში მზეში დნებოდა. მულტნომას ოლქმა, სადაც პორტლენდი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტემპერატურის ზრდისა და მოსახლეობის, რომელიც დახმარებას ითხოვს, დასახმარებელი შეხვედრების კუთხით. რეგიონში მაღალი ტემპერატურის გამო გზებმა, ასფალტისა და ბეტონის გავრცობა-გახლეჩის შედეგად, ფორმა იცვალა. სიეტლის პარკების განყოფილებამ დახურა  დახურულ სივრცეში არსებული საცურაო აუზი, რადგან შენობაში იქ მისულთათვის ტემპერატურა უსაფრთხო არ იქნებოდა.

სიეტლის სამხრეთით არსებული ამაზონის უკონდინციონერო საწყობში რამდენიმე თანამშრომელი მთელი ორშაბათის განმავლობაში დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების ნაწილი, კვირის განცხადებების ფონზე (განყოფილებები თანამშრომლებს მეტი პროდუქტიულობისათვის აიძულებდნენ საათობრივად მაქსიმალური სამუშაოს შესრულებას)  ანაზღაურებით გაუშვეს სახლებში.

ზოგიერთ მაცხოვრებელს, დაახლოებით 30,000-ს ვაშინგტონსა და ორეგონში ორშაბათს საღამოს ელექტროენერგია გაეთიშა. სიცხის ტალღები შეერთებულ შტატებში საშუალოდ სხვა ამინდთან დაკავშირებულ მიზეზებთან შედარებით ყველაზე მეტ ადამიანს კლავს, ხოლო ამის გახშირება და გამწვავება კლიმატის ცვლილებასთან ერთად მოსალოდნელია. „ამას არ უნდა შევეწიროთ“, უთხრა ვაშინგტონის გამგებელმა ჯეი ინსლიმ MSNBC-ს. „ეს ხანგრძლივი საგანგებო მდგომარეობის დასაწყისია… ჩვენ უნდა გადავჭრათ ამ პრობლემის, კლიმატის ცვლილების წყარო.“

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და ვალერი გელოვანი

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
მზის პანელებისა და ცხვრების საძოვრების გაერთიანება, ანუ მიწის უფრო პროდუქტიულად გამოყენება
შემდეგი პოსტი
2022 წლის მარტიდან მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ – კანონპროექტი

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,