GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

მზის პანელებისა და ცხვრების საძოვრების გაერთიანება, ანუ მიწის უფრო პროდუქტიულად გამოყენება

Homepage მსოფლიო მზის პანელებისა და ცხვრების საძოვრების გაერთიანება, ანუ მიწის უფრო პროდუქტიულად გამოყენება
მსოფლიო

მზის პანელებისა და ცხვრების საძოვრების გაერთიანება, ანუ მიწის უფრო პროდუქტიულად გამოყენება

ივლისი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
871 ნახვა
ნახვები : 65

ორეგონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მიწის უფრო პროდუქტიულად გამოყენება შესაძლებელია მზის პანელებისა და ცხვრების საძოვრების გაერთიანებით.

ეს იყო პირველი კვლევა, რომელიც ჩატარდა აგრიოლტაიკი სისტემის რეალურად გამოყენებისას, რაც თავისთავად გულისხმობს მზის პანელებისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებას.

მკვლევარებმა შეადარეს საძოვრების ზომა, ბალახის სიმრავლე მზის პანელებით და მის გარეშე. საძოვრებზე, სადაც მზის პანელები იყო განთავსებული საერთო ჯამში იყო უფრო ნაკლები ბალახი, თუმცა უკეთესი ხარისხის, რასაც რა თქმა უნდა ემატება გამომუშავებული მზის ენერგია, შესაბამისად ასეთი საძოვრების არსებობა უფრო ეფექტურია.

მზის პანელები ასევე ქმნიან ჩრდილს, რაც მნიშვნელოვანია ცხვრებისათვის. ამასთან მზის პანელებთან მაღალი ბალახის ზრდის პრობლემას აგვარებს ცხვრებისათვის ამ ბალახის საკვებად გამოყენება, რაც თავის მხრივ ზოგავს თიბვის ენერგიას, დროს და ხარჯს.

„კვლევის შედეგები ადასტურებს აგრიოლტაიკი სისტემების მდგრადობას სოფლის მეურნეობისთვის.“ აცხადებს მაგისტრატურის სტუდენტი, ალისა ენდრიუ. ის არის კვლევის მთავარი ავტორი, რომელიც გამოქვეყნდა პლატფორმაზე ‘’Frontier in Sustainable Food Systems“.

მზის პანელების რიცხვი საშუალოდ 48%-ით იზრდება წელიწადში, ასევე მოსალოდნელია რაოდენობის გაორმაგება მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

უკვე ჩატარებული კვლევებით ცნობილია, რომ სასოფლო სამეურნეო მინდვრები არის საუკეთესო ადგილი მზის პანელების განთავსებისათვის. დიდი ენერგიის მისაღებად კი საჭიროა დიდი ტერიტორია, რაც ერთგვარ კონკურენციას ქმნის სოფლის მეურნეობასა და ენერგიის წარმოებას შორის.

აგრიოლტაიკი ამ კონკურენციას აქრობს, რადგან ერთი და იგივე მიწის გამოყენების საშუალებას ქმნის, როგორც ენერგიის მოსაპოვებლად, ასევე სოფლის მეურნეობისათვის.

წარსულში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც მარცვლეულისა და მზის პანელების ირგვლივ ჩატარდა აჩვენა, რომ გარკვეული ტიპები, რომელთაც უყვართ ჩრდილი უფრო კარგად ხარობენ მზის პანელებთან ერთად.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც ჩატარებული იქნა ორეგონის უნივერსიტეტის მიერ აღმოჩნდა, რომ პანელების ჩრდილი ხელს უწყობს მათ გამრავლებას და ისინი აგვიანებენ აყვავებას, ორივე აღმოჩენა ერგება სოფლის მეურნეობის დარგს.

ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში მზის პანელებისა და ცხვრების საძოვრების შესახებ, რომელიც 2019-20 წლებში ჩატარდა ორეგონის სახელმწიფო კამპუსში გამოიკვეთა შემდეგი აღმოჩენები:

  • ცხვრებმა მოიმატეს ზუსტად ერთნაირი წონა იმ მინდვრებში, სადაც მზის პანელები იყო და იმ მინდვრებში, სადაც მზის პანელები არ იყო.
  • განსხვავება იყო წყლის მოხმარებაში. გაზაფხულზე იმ ცხვრებმა უფრო მეტი წყალი დალიეს, რომლებიც ღია ცის ქვეშ იყვნენ, ვიდრე მათ, ვინც მზის პანელების ჩრდილში იზრდებოდნენ.
  • ორი წლის განმავლობაში 38%-ით ნაკლები საკვები ბალახი გაიზარდა იმ მინდვრებში, სადაც მზის პანელები იყო განთავსებული.
  • საერთო ჯამში საძოვრებიდან შემოსავალი იყო 1046$ ერთ ჰექტარზე ყოველ წელს, სადაც არ იყო განთავსებული მზის პანელები, ხოლო სადაც მზის პანელები იყო განთავსებული იქ გახლდათ 1029$.

„საბოლოო შემოსავალი თითქმის ერთნაირია, მიუხედავად მზის ენერგიისა.“ ამბობს სერკან ეიტსი, ასისტენტ პროფესორი და სტატიის თანაავტორი. „ასევე, თუ ჩვენ შევცვლით სისტემის დიზაინს მაქსიმალური პროდუქტიულობისათვის, ეს რიცხვები გაიზრდება.“

ენდრიუ აგრძელებს კვლევაზე მუშაობას და ადარებს ერთმანეთს სამი სხვადასხვა დიზაინის უპირატესობებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ნანუცა კიკნაძე

წყარო : phys.org


წინა პოსტი
მაკარონის საწრუპები – ინოვაცია, რომელსაც იტალიურ ბარებში პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად იყენებენ
შემდეგი პოსტი
ძლიერი სიცხის შედეგად Pacific Northwest-ის რეგიონში სადენებისა და გზების დნობა დაიწყო.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,