GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

Volvo გეგმავს 2030 წლისთვის სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე

Homepage მსოფლიო Volvo გეგმავს 2030 წლისთვის სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე
მსოფლიო

Volvo გეგმავს 2030 წლისთვის სრულად გადავიდეს ელექტრომობილების წარმოებაზე

აპრილი 29, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
825 ნახვა
ნახვები : 44

ჰანჯოუში დაფუძნებული, Zhejiang Geely Holding Group-ის საკუთრებაში არსებულმა Volvo-მ განაცხადა, რომ  2030 წლისთვის, მისი ავტომობილების წარმოების ხაზი მთლიანად ელექტრო იქნება. ამით, კომპანია შეუერთდა იმ ავტომობილებთა მწარმოებლების  მზარდ რიცხვს, რომლებიც აპირებენ საწვავზე მომუშავე ძრავების ამოღებას.

Volvo-მ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის მისი გლობალური გაყიდვების 50% ელექტრო მანქანები უნდა იყოს, დანარჩენი კი ნახევრად ჰიბრიდული მოდელები იქნება.

სხვა ავტო-მწარმოებელი კომპანიებიც ელექტრო მოდელების წარმოებაზე გადადიან, რათა  CO2–ის ემისიების დადგენილი ზღვარი შეინარჩუნონ,  მაგალითად Ford Motor Co.

”დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ მომხმარებელს აღარ ექნება სურვილი ბენზინის ძრავიანი მანქანა ჰყავდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს Volvo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰუკან სამუელსონმა.

შვედეთში დაფუძნებულ კომპანიაში აცხადებენ, რომ 2025 წლისთვის მათი გლობალური გაყიდვების 50% ელექტრო მანქანებზე უნდა მოდიოდეს, დანარჩენი კი ნახევრად ჰიბრიდულ მოდელებზე. Volvo  უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაშიაპირებს ელექტრო მანქანების ახალი სერიის შექმნას, რომელთა გაყიდვაც მხოლოდ ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.

კომპანიამ უკვე წარმოადგინა ამ სერიის პირველი მოდელი – C40 სრულად ელექტრო SUV, რომლის ელემენტის საწყისი დიაპაზონი დაახლოებით 420 კილომეტრია (261 მილი).

Volvo უზრუნველყოფს ახალი ელექტრო მოდელების უსადენო განახლებასა და ხარვეზების გამოსწორებას, ესაა მიდგომა, რომელიც თავდაპირველად ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla Inc.-მა გამოიყენა. ეს ნიშნავს, რომ C40-ის დიაპაზონი, დროთა განმავლობაში პროგრამული განახლებებით გაფართოვდება.

ავტომობილების მწარმოებლები აქტიურად ცდილობენ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მოდელების წარმოებაზე გადასვლას, რადგან ევროპასა და ჩინეთში ემისიების დადგენილი ზღვარი არ დაარღვიონ. ზოგიერთი ქვეყანა საწვავზე მომუშავე ავტომობილების მთლიანად აკრძალვას აპირებს.

გასულ თვეში, Ford Motor Co–მ განაცხადა, რომ  2030 წლისთვის მისი ევროპული ხაზი სრულად ელექტრო იქნება, ხოლო Tata Motors–ის საკუთრებაში არსებულმა Jaguar Land Rover–მაც დაანონსა, რომ 2025 წლისთვის მისი ძვირადღირებული Jaguar ბრენდი მთლიანად ელექტრო გახდება.

ნოემბერში, ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელმა Bentley-მ, რომელიც Volkswagen-ს ეკუთვნის, განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მისი ყველა მოდელიც ელექტრო იქნება.

ავტომობილების მწარმოებლებისთვის ელექტროფიკაცია საკმაოდ ძვირი ჯდება და რადგან ელექტრომობილებს ნაკლები მოძრავი ნაწილები აქვთ, ავტომობილების ინდუსტრიაში დასაქმება შემცირდება.

Volvo-მ განაცხადა, რომ რადიკალურად გაამარტივებს ახალი სერიის მოდელის დიზაინს და მომხმარებელს მისაღებ ფასებს შესთავაზებს.

მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, რომელმაც ნახევარგამტარული ჩიპების მიწოდებაში დეფიციტი შექმნა და დროებით შეაჩერა  მანქანათმშენებლობის პროცესები, მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაციის წყალობით, Volvo- ს წარმოებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ანა კუხაშვილი

წყარო : https://www.weforum.org/agenda/2021/03/volvo-planning-fully-electric-2030/


წინა პოსტი
VORTEX IOT-ი მხარს უჭერს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს კლიმატ მეგობრული კამპანიის განხორციელებაში ახალი, ხის დარგვის სქემით
შემდეგი პოსტი
ველოსიპედი – ყველაზე სწრაფი გზა მიზანთან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,