GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

გარემოს დაბინძურების გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება

Homepage მსოფლიო გარემოს დაბინძურების გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება
მსოფლიო

გარემოს დაბინძურების გამო ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება

მარტი 5, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
921 ნახვა
ნახვები : 97

დაბინძურებული წყალი, ჰაერი და ნიადაგი  უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ომები და პანდემია. სამედიცინო სფეროში   ჩატარებული კვლევის მიხედვით,  გარემოს დაბინძურების შედეგად, ერთ წელიწადში დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ექვსი ადამიანიდან ერთის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი, შეიძლება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება იყოს, აცხადებს სამედიცინო ჟურნალი “The Lancet”. გარემოს დაბინძურებამ, უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე, მაგალითად, შიდსმა, ტუბერკულოზმა და მალარიამ.

გარემოს დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილის ძირითადი მიზეზებია: გულის დაავადება, ინსულტი და ფილტვის კიბო. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სიკვდილიანობის თითქმის ყველა შემთხვევა ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებში მოხდა.

ეს ეფექტი განსაკუთრებით იგრძნობა იმ ქვეყნებში, სადაც ინდუსტრია სწრაფად ფართოვდება. მაგალითად, ინდოეთში, პაკისტანში, ჩინეთში, ბანგლადეშსა და მადაგასკარში, გარემოს დაბინძურებით გარდაცვლილთა დაახლოებით მეოთხედი მოდის.

ფილიპ ლანდრიგანმა, აიკანის მედიცინის სკოლის პროფესორმა, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ,,6,5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ჰაერის დაბინძურებით. დაბინძურება ბევრად მეტია, ვიდრე ეკოლოგიური გამოწვევა – ეს არის სერიოზული საფრთხე, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მრავალ ასპექტზე”. არანაკლებ, დიდი საფრთხეა დაბინძურებული წყალი, რომელიც ავრცელებს ინფექციას და  ყოველწლიურად 1,8-მილიონ ადამიანს კლავს.

გარემოს დაბინძურების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ფინანსური ზარალი დაახლოებით 4,6-ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც გლობალური ეკონომიკის დაახლოებით 6,2 პროცენტია.

სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე 40-მდე მეცნიერმა იმუშავა. ანგარიში წარმოადგენს მსოფლიოში, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ,  მონაცემების შედგენის პირველ მცდელობას.

 

სტატიაზე იმუშავა : მაია თავაძემ და ანა კუხაშვილმა

წყარო : https://www.handelszeitung.ch/politik/umweltschmutz-toetet-jaehrlich-millionen-menschen-1506558


წინა პოსტი
ნიდერლანდებში უკვე 1,000-ზე მეტი ელექტრო ავტობუსი ოპერირებს
შემდეგი პოსტი
ნიადაგის საფარს შეუძლია დაბინძურებული ჰაერის შთანთქმა და კლიმატური ცვლილების დარეგულირება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,