GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

გაუტყეურება, დედამიწის „მწვანე ფილტვი“ ავად არის

Homepage მსოფლიო გაუტყეურება, დედამიწის „მწვანე ფილტვი“ ავად არის
მსოფლიო

გაუტყეურება, დედამიწის „მწვანე ფილტვი“ ავად არის

თებერვალი 26, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
2300 ნახვა
ნახვები : 929

რა არის ტყის განადგურების მიზეზები? რა როლს ასრულებს ამაში ადამიანი და როგორ მოქმედებს ტყის საფარის შემცირება კლიმატზე?

რას ნიშნავს გაუტყეურება.

გაუტყეურება,  ტყის დიდი ტერიტორიების განადგურებაა. როგორც წესი, ეს პროცესები ადამიანების მიერ არის გამოწვეული.  ხეები იჭრება დამატებითი ხის წარმოებისთვის, სპეციალურად აჩენენ ხანძრებს, რათა დაცლილი ტერიტორიები გამოიყენონ სოფლის მეურნეობისთვის ან საძოვრებისათვის. აგრეთვე ტყეებს ჭრიან ნედლეულის მოსაპოვებლად, მაგალითად, სამთო სამუშაოების ან ნავთობის მოპოვების დროს.

ბუნებრივად წარმოქმნილმა ხანძარმა და ქარიშხალმაც შეიძლება გამოიწვიოს ტყის საფარის განადგურება, თუმცა ეს ძირითადად ადამიანის მიერ ხდება. შუა საუკუნეებში, გერმანიაში, ტყის ფართობი გაჩეხვის შედეგად, მესამედამდე შემცირდა. მომდევნო საუკუნეებში გერმანიაში ტყის შემცირებამ პიკს მიაღწია და ხის მასალა რთული საშოვნელი გახდა. სწორედ ამიტომ, მე -19 საუკუნეში ტყეების ხელახლა გაშენება დაიწყეს. ძირითადად ფიჭვი და ნაძვი ირგებოდა.

დღესდღეობით მიმდინარე ჩეხვა ტროპიკულ ტყეებში, ცუდი შედეგის მომტანია. თავისუფალ ტერიტორიებზე პალმისა და სოიოს პლანტაციებს აშენებენ. ღირებული ხის ტრანსპორტირება კი საზღვარგარეთ ხდება. 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის ივლისამდე მხოლოდ ბრაზილიის ტერიტორიაზე 11,088 კვადრატული კილომეტრი ტყე განადგურდა. ბრაზილიაში ტყეების ხანძრების რაოდენობამაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია.

ტყეების მასიური გაჩეხვა უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატზე. ერთი მხრივ, ტყეების გადაწვის შედეგად ბინძურდება ჰაერი, მეორე მხრივ კი ტყის საფარის შემცირების გამო, ნაკლებია ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების შთანთქმა.

 

სტატიაზე იმუშავა : მეგი წერეთელი – სალომე აბუაშვილი

წყარო : https://www.spiegel.de/wissenschaft/glossar-zur-klimakrise-entwaldung-die-gruene-lunge-ist-krank-a-2a954261-4860-4468-b73d-54d082ed4656


წინა პოსტი
რატომ არის მებაღეობა და საკუთარი ხელით საკვები პროდუქტების მოყვანა ეკოლოგიისთვის კარგი?
შემდეგი პოსტი
ბირმინგემში სუფთა ჰაერის ზონის წინ ახალი კამერები დააყენეს.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,