GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება შესაძლოა ფილტვის დაავადებების გაჩენის რისკს ზრდიდეს

Homepage შემეცნებითი ჰაერის დაბინძურება შესაძლოა ფილტვის დაავადებების გაჩენის რისკს ზრდიდეს
შემეცნებითი

ჰაერის დაბინძურება შესაძლოა ფილტვის დაავადებების გაჩენის რისკს ზრდიდეს

თებერვალი 13, 2021
By GREENPOLE
2 კომენტარი
2262 ნახვა
ნახვები : 119

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, რომლებიც ოზონის მაღალი შემცველობის მქონე გარემოში ცხოვრობენ, მეტია რისკი ფილტვის ქსოვილების დაავადებების გაჩენის.

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს ჯანმრთელი, სისხლში ინსულინის დაბალი შემცველობის მქონე და სისხლში ინსულინის მაღალი შემცველობის მქონე თაგვები.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი სისხლში ინსულინის დონესა და ფილტვების ანთებითი პროცესის სიმწვავეს შორის. დიაბეტისკენ მიდრეკილი თაგვების ორგანიზმი უფრო  დაუცველი იყო ანთებითი პროცესისგან, რისი მიზეზიც მათზე ოზონის მუდმივი ზემოქმედება იყო.

როგორც ცნობილია, ოზონით დაბინძურებული ჰაერი ფილტვის გარკვეულ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, ამწვავებს, თუმცა ეს კვლევა აჩვენებს, რომ ოზონით დაბინძურებულ ჰაერს გაცილებით მეტი უარყოფითი ეფექტი აქვს ფილტვის ქსოვილებზე, მათ შორის არის სუნთქვის ქრონიკული გაძნელება.

მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვისათვის მსოფლიო მასშტაბით.

ჯეიმს ვაგნერი, კვლევის მთავარი სპეციალისტი, ამბობს: ,,ჩვენი აღმოჩენა გამორჩეულად მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე ვცხოვრობთ, რადგან ამჟამად ყველაზე მეტად ექცევა ყურადღება ჰაერის დაბინძურების გავლენის შესწავლას ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით SARS-CoV-2-ისადმი (იშიფრება, როგორც მწვავე რესპირატორული სინდრომი-კოვიდ 2) მოწყვლად, დიაბეტის მქონე ადამიანთა ჯგუფზე.

ჩვენმა კვლევამ დაადგინა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ოზონის ორგანიზმზე გავლენასა და ფილტვის ქსოვილის შესქელებასა და დაფლეთას შორის დიაბეტისკენ მიდრეკილ თაგვებში.

კვლევაში თაგვები ოზონის ზემოქმედების ქვეშ მხოლოდ 3 კვირის განმავლობაში იყვნენ, მაგრამ დღესდღეობით მილიონობით ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ლოს-ანჯელესი და ნიუ იორკი, ყოველდღიურად ოზონის ზემოქმედების ქვეშაა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის მოსახლეობის დაახლოებით 33% დიაბეტისკენ მიდრეკილია. ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით ადამიანებში, რომლებსაც სისხლში ინსულინის დაბალი შემცველობა აქვთ ან დიაბეტით დაავადებულნი არიან და ამასთანავე ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც ჰაერში ოზონის შემცველობა მაღალია, გაცილებით მეტია რისკი ფილტვის დაავადებების გაჩენის“.

ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლეა ალასტერ ლუისის, იორკის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის მთავარი მეცნიერის, განცხადება, რომელიც გვამცნობს, რომ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით კორონავირუსსა და ჰაერის დაბინძურებას შორის კავშირის შესახებ.

წყარო : https://airqualitynews.com/2020/12/14/air-pollution-may-increase-risk-of-lung-disease/


წინა პოსტი
9 მიზეზი, რატომ უნდა შევამციროთ ცელოფნის პარკების მოხმარება
შემდეგი პოსტი
რატომ არის მნიშვნელოვანი ჰაერის ხარისხი სპორტულ ცხოვრებაში?

2 replies added

  1. Aurelio აპრილი 25, 2024 პასუხი

    записаться к психологу москва w-495.ru

  2. Silke ივლისი 4, 2024 პასუხი

    Активируйте дверь к лучшей версии себя – кликните по линку на :~:text=%D0%A2%D1%80%D0%B8%20%D0%B4%D0%BE%D0%B3%D0%BC%D0%B0%D1%82%D0%B0-

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,