GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ნარმანიას თქმით, ნონსენსია, არ გინდოდეს ჰესების აშენება და აპროტესტებდე ტარიფის ზრდას

Homepage საქართველო ნარმანიას თქმით, ნონსენსია, არ გინდოდეს ჰესების აშენება და აპროტესტებდე ტარიფის ზრდას
საქართველო

ნარმანიას თქმით, ნონსენსია, არ გინდოდეს ჰესების აშენება და აპროტესტებდე ტარიფის ზრდას

დეკემბერი 30, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
816 ნახვა
ნახვები : 234

“სამწუხაროდ, რაღაც ნონსენსური სიტუცია გვაქვს, ერთის მხრივ, ვამბობთ, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს, ყოველ შემთხევაში გარკვეული კატეგორია, ვინც ამას აპროტესტებს ამბობს, და მეორე მხრივ, აპროტესტებენ სოციალურ ქსელებში იმას, რომ რატომ ძვირდება ენერგია და ეს ასე არ გამოვა”, — განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. მისი თქმით, “უწყინარი ჰესები” ქვეყანას სჭირდება.

“უწყინარი ჰესები, სადაც საშუალება გვეძლევა შედარებით იაფი ადგილობრივი რესურსი გვქონდეს, განახლებადი ენერგიის წყაროები, აუცილებლად უნდა აშენდეს და განვითარდეს, რომ მეტი ადგილობრივი რესურსი იქნას გამოყენებული ჩვენს ელექტროენერგიის კალათაში.

რაც უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა იქნება, მით უფრო მეტი იქნება ენერგიაზე მოთხოვნა. ზოგადად, ევროპაშიც ასეა და ყველა ნორმალურ და განვითარებად ქვეყანაში, რამდენი პროცენტითაც იზრდება ეკონომიკა, იმის ადეკვატურად, თითქმის იმდენივე პროცენტით იზრდება ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა”, — განაცხადა ნარმანია პალიტრანიუსის ეთერში.

სემეკის გადაწყვეტილებით, თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის, თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი იზრდება. საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროენერგიის ნაწილში ზრდა დაახლოებით 3,5 თეთრია. ხოლო რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, ის დიფერენცირებულია საფეხურების მიხედვით და 11-დან 13-თეთრამდე მერყეობს.

სემეკის სხდომაზე საკითხის განხილვის პარალელურად პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მომავალ წელს მოსახლეობის უმრავლესობას ელ.ენერგიის გაძვირებით გამოწვეული სხვაობა აუნაზღაურდება. შეღავათი შეეხება მათ, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს

წყარო : news.on.ge


წინა პოსტი
500 ტონა მილები მოიპარეს გლდანში ქუჩების მოწყობისას – კალაძე
შემდეგი პოსტი
ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,