GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

„ესტრადა ცუდ მდგომარეობაშია“ – კალაძე საახალწლო კონცერტში 0.5 მილიონის დახარჯვაზე

Homepage საქართველო „ესტრადა ცუდ მდგომარეობაშია“ - კალაძე საახალწლო კონცერტში 0.5 მილიონის დახარჯვაზე
საქართველო

„ესტრადა ცუდ მდგომარეობაშია“ – კალაძე საახალწლო კონცერტში 0.5 მილიონის დახარჯვაზე

დეკემბერი 15, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
769 ნახვა
ნახვები : 1, 144

“გავაუქმოთ ახალი წელი? კულტურის წარმომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ისინი ადამიანებად და გგონიათ, პრობლემები არ აქვთ?”, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც წინასაახალწლო კონცერტის ჩასატარებლად 0.5 მლნ ლარის დახარჯვას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ 31 დეკემბერს, თემატურად დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი, მაყურებლის გარეშე პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიმართება, რომლის ღირებულება 491 ათასი ლარი იქნება და მას მერია ქვეყანაში არსებული “ლოქდაუნის” მიუხედავად გამართავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მერია ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული გზით გეგმავს. შესყიდვის განაცხადში მითითებულია, რომ კონცერტმა მოქალაქეებს საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნას.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც პანდემიის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა, არის კულტურის სფერო. მე ამ ადამიანებს არ დავტოვებ პრობლემების პირისპირ. მათ მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა, მაქსიმალურად ექნებათ თანადგომა; როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით.

მომღერლები, ესტრადის წარმომადგენლები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რომ მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. კიდევ უფრო მეტი დაიხარჯება. ეს არ არის ერთი კონცერტი. იქნება ასევე კონცერტები შობას და ძველით ახალ წელს. ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათი ანაზღაურება, რათა ამ რთულ ვითარებაში რაღაცნაირად იყოს ჩვენი მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობა”, – განაცხადა კალაძემ და იქვე დასძინა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. “ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში“, – დასძინა თბილისის მერმა.

წყარო : BM.GE


წინა პოსტი
2021 წელს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს.
შემდეგი პოსტი
ნიდერლანდები 5 კვირიან „ლოქდაუნს“ აცხადებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,