GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

2021 წელს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს.

Homepage საქართველო 2021 წელს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს.
საქართველო

2021 წელს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს.

დეკემბერი 15, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
843 ნახვა
ნახვები : 144

2021 წელს მთავრობა 5.27 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალი მშპ-ის 60%-ს ასცდება.“2021 წლის ბოლოსათვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი (არ მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის ვალს და მოიცავს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აღებულ ვალს) განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით, ხოლო 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მთლიანი მოცულობის მიმდინარე ღირებულების (მშპ-ის 0.7%) გათვალისწინებით, შეადგენს 60.8%-ს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს). რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33.67 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27.73 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5.94 მილიარდი ლარის ოდენობით. მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება,”- ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში. 

სწორედ სახელმწიფო ვალის კრიტიკულ ზღვარზე დაუსვა დღეს მედიამ კითხვა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ივანე მაჭავარიანს, რომელმაც უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

“ვალი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვქონდა ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა. ხშირად ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა არ არის ჩვენთვის საკმარისი, მაგრამ საკითხს უნდა შევხედოთ ასე – რის ხარჯზეა ზრდა 5%-იანი? – დაბალი დეფიციტის პირობებში, ვალის არგაზრდის პირობებში, მიმდინარე ანგარიშის და სავაჭრო ბალანსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პირობებში. გაცილებით უკეთესია ასეთი 5%-იანი ზრდა, ვიდრე იყოს 7%-იანი ზრდა და გვქონდეს მაღალი დეფიციტი. ეს იყო ძალიან ჯანსაღი რამდენიმე წელი. ამ პერიოდში ვალის ნაწილში 40%-ის ფარგლებში ვიყავით, პლიუს-მინუსით. დღეს გვაქვს გამოწვევა, მოგვიწია ნახტომისებურად 60%-მდე ასვლა, ეს თავისთავად არ არის საგანგაშო, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წლებში ამ საკითხის მიმართ ვიყოთ ძალიან მგრძნობიარეები, რათა ვალი არ გაგვექცეს ზემოთ და იდეალურ შემთხვევაში შემდეგი 4-5 წლიან პერიოდში მოვახერხოთ ვალის შემცირება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

წყარო : bm.ge


წინა პოსტი
ბავშვებმა სატვირთო ავტომანქანას „ბომბაჩკები“ ესროლეს და ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი პოსტი
„ესტრადა ცუდ მდგომარეობაშია“ – კალაძე საახალწლო კონცერტში 0.5 მილიონის დახარჯვაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,