GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ილონ მასკი: მარსზე ხომალდის STARSHIP ეკიპაჟიანი ფრენა 2026 წელს შედგება

Homepage მსოფლიო ილონ მასკი: მარსზე ხომალდის STARSHIP ეკიპაჟიანი ფრენა 2026 წელს შედგება
მსოფლიო

ილონ მასკი: მარსზე ხომალდის STARSHIP ეკიპაჟიანი ფრენა 2026 წელს შედგება

დეკემბერი 3, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
1000 ნახვა
ნახვები : 111

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის თქმით, მარსზე კოსმოსური ხომალდის Starship ეკიპაჟიანი ფრენა 2026 წელს შედგება. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ეს განცხადება გერმანული მედიისთვის Axel Springer SE მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

SpaceX წითელ პლანეტაზე თავდაპირველად Starship-ის უეკიპაჟოდ გაშვებას გეგმავს, რაც მასკის ვარაუდით, ორ წელიწადშია მოსალოდნელი. იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწასა და მარსს შორის მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პერიოდი ყოველ 26 თვეში ერთხელ დგება, კოსმოსური ხომალდის ფრენისთვის შემდეგი ფანჯარა 2024 წელს გაიხსნება. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, გამართლების შემთხვევაში, აპარატი ციური სხეულისკენ ასტრონავტებს სწორედ ოთხი წლის შემდეგ წაიყვანს, თუმცა დიდი ალბათობით, ეს ექვს წელიწადში მოხდება. მანამდე კი საფრენ აპარატს 2023 წელს მთვარეზე დაგეგმილი ტურისტული მისიის ფარგლებში გამოიყენებენ.

Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი.

სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. მოცემული დროისთვის ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ხომალდის ორი პროტოტიპი SN5 და SN6 ტესტირების დროს 150 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ხმელეთზე უსაფრთხოდ დაეშვა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს Starship-ის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

წყარო : https://popx.ge

წინა პოსტი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა გაორმაგდა
შემდეგი პოსტი
ავარიაში მოყვა სასწრაფო, რომელსაც სხვა ავარიისას დაშავებული გადაჰყავდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
  • დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს

Welcome back,