GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

3 წლის თავზე, ედინბურგში, პოზიტიური შედეგი გამოიღო სიჩქარის შეზღუდვამ 20 მილით სთ-ში

Homepage მსოფლიო 3 წლის თავზე, ედინბურგში, პოზიტიური შედეგი გამოიღო სიჩქარის შეზღუდვამ 20 მილით სთ-ში
მსოფლიო

3 წლის თავზე, ედინბურგში, პოზიტიური შედეგი გამოიღო სიჩქარის შეზღუდვამ 20 მილით სთ-ში

ოქტომბერი 18, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
389 ნახვა
ნახვები : 149
  • 3 წლის წინ ედინბურგში შემოიღეს სიჩქარის შეზღუდვა 20 მილი/სთ-ში. ახლახან მისი შედეგები შეაფასეს და დაასკვნეს, რომ ამ შეზღუდვას პოზიტიური ზეგავლენა ჰქონდა აქტიურ მგზავრობასა და ჰაერის ხარისხზე.
  • შედეგად, ქალაქში საგრძნობლად შემცირდა სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.
  • წლის ბოლოს ქალაქის საბჭო განიხილავს შეზღუდვის არეალის გაფართოების გეგმას.

 

   ამ ზომებმა სიჩქარის შენელება გამოიწვია, რომელიც 2016 წელს, შეზღუდვების შემოღებამდე, შეადგენდა 23,77 მილს/სთ-ში და 2021 წელს – 21,92 მილს/სთ-ში. კვლევა 65 ქუჩაზე ჩატარდა.

2019 წელთან შედარებით, როდესაც საშუალო სიჩქარე გახლდათ 22,69 მილი/სთ-ში, შეინიშნება სიჩქარის საერთო კლება 1,85 მილით/სთ-ში. 2021-ში 25%-დან 37%-მდე გაიზარდა იმ ქუჩების პროპორციაც, სადაც 20 მილით საათში ან უფრო დაბალი სიჩქარით მოძრაობენ.

კვლევებმა დაადასტურა, რომ სიჩქარის შენელება 1 მილით/სთ-ში 5%-ით ამცირებს ავტოავარიების რაოდენობას, ხოლო უფრო დაბალ სიჩქარეზე მომხდარი ავარიების დროს ტრავმებიც უფრო მსუბუქია, რაც ცხადყოფს ზემოხსენებული ცვლილების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

20 მილი/სთ-ში შეზღუდვის დაწესების შემდეგ, აგრეთვე, იკლებს საავტომობილო ავარიების რაოდენობა. 36 თვის მონაცემთა ანალიზი ადასტურებს, რომ მანქანების შეჯახებების ოდენობა 30%-ით შემცირდა, წინა 36 თვის მონაცემებთან შედარებით, რამაც ავტოავარიების მსხვერპლთა რაოდენობა 31%-ით შეამცირა.

ასევე, ანგარიშში მითითებულია, რომ 2015 წლიდან გაიზარდა ედინბურგის მაცხოვრებელთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც ველოსიპედით დადიან. ამავდროულად, ფეხით მოსიარულეთა და ბორბლებზე სეირნობის მოყვარულთა რეგულარული რაოდენობა (კვირაში 5 ან მეტი დღე) 2019 წლიდან უცვლელი იყო.

ანგარიშში ასევე აღიარებენ მონიტორინგის სადგურები გარშემო მავნე NO2-ის ატმოსფეროში გამოყოფის კლების ტენდენციას. ეროვნული სტატისტიკაც აჩვენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაბინძურების კლებას. თუმცა იმ მიზეზით, რომ შეიძლება 2020 წელი გამონაკლისი იყოს, COVID-19-ის პანდემიის გამო, შექმნილი არასტანდარტული მდგომარეობის შედეგად არსებულ მონაცემებს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.

წლის ბოლოს დაგეგმილია ახალი კონსულტაციის ჩატარება, რომელზეც განიხილავენ 20 მილი/სთ-ში შეზღუდვის არეალის გაფართოების საკითხს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ეს შეზღუდვა ედინბურგის მხოლოდ 80%-ს მოიცავს.

სკოტ არტურმა, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, განაცხადა: „ქალაქში დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა, არაუმეტეს 20 მილი/სთ-ში, საჭირო იყო უფრო უსაფრთხო და მყუდრო გარემოს შესაქმნელად ჩვენი ქალაქის ქუჩებში. როდესაც სქემა პირველად დაწესდა, მან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მაგრამ ახლა უკვე დადასტურდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

კვლევებმა ცხადყო, რომ სიჩქარის შენელება 20 მილი/სთ.-მდე ამცირებს ავარიების რაოდენობას 5%-ით. ამიტომაც ფრიად სასიამოვნოა, რომ ქუჩებზე სიჩქარის მონიტორინგის ბოლო მონაცემების თანახმად, სიჩქარე იქ კიდევ უფრო შემცირებულია.

როგორც ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, ვემხრობი „Vision Zero”-ს მიზნებს, რომლის თანახმადაც ლეტალური ავარიები და დაშავებების ოდენობა საერთოდ აღმოიფხვრება, ამიტომაც ავტოავარიების შემცირების სტატისტიკაც ფრიად მახარებს. უფრო უსაფრთხო სიჩქარეები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის პარალელურად, აუცილებელია ფეხით მოსიარულეების, ველოსიპედისტებისა და ეტლით მოსიარულეებისათვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად და, ასევე, ზოგადად უფრო უსაფრთხო და მყუდრო ქუჩების შექმნისთვის.

ვიმედოვნებ, რომ ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის კომიტეტი დაეთანხმება ჩემს გეგმას, გავიაროთ კონსულტაცია მაცხოვრებლებთან, ედინბურგში 20 მილი/სთ-ში შეზღუდვის ყველაზე თამამი და დიდი გაფართოების სქემის წარდგენის შემდეგ. ადრე გამოვიყენეთ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა, რათა გადაგვეწყვიტა, თუ რომელ ქუჩებზე იყო საჭირო ავტომობილების მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა. ახლა კი გვსურს ქალაქის მაცხოვრებლების აზრიც მოვისმინოთ. ჩვენი მიდგომის ერთადერთი მიზანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა“.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და მიხეილ მაისურაძე

წყარო : airqualitynews.com

19 ოქტომბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ჩრდილო-დასავლეთ გრენლანდიის ნახევარსაუკუნოვანი დანაკარგი
შემდეგი პოსტი
კალიფორნიამ დაიწყო ეკოლოგიური კანონების მასიურად შემუშავება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,