მყინვარების მსოფლიო დღე: ბრძოლის მექანიზმი მიმართულია შავი ნახშირბადის მიერ გამოწვეული საფრთხეებისკენ
- „სუფთა ჰაერის ფონდმა“ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, სადაც ხაზგასმულია საფრთხე მყინვარებისთვის, რომელიც მას შავი ნახშირბადის – “სუპერ დამაბინძურებელის” (ხშირად ცნობილია, როგორც ჭვარტლი) მიერ ემუქრება.
21 მარტს, პირველად აღინიშნა „მყინვარების დაცვის მსოფლიო დღე“, რომელიც „წყლის რესურსების მსოფლიო დღეს“ ემთხვევა და მიანიშნებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ მყინვარების დაცვის საერთაშორისო წლის დაწყებას.
პრეზენტაცია შედგა პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში, ღონისძიებაზე, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მომხსენებლები, მათ შორის სამპრიტი მუქერჯი, სუპერ დამაბინძურებლებთან ბრძოლის წინააღმდეგ „სუფთა ჰაერის ფონდის“ უფროსი ანალიტიკოსი და დოქტორი ჰეიდი სევესტრი, არქტიკის მონიტორინგისა და შეფასების პროგრამის მდივნის მოადგილე.
შავი ნახშირბადი არის კლიმატის დამაბინძურებელი და მყარი ნაწილაკების ძირითადი კომპონენტი, რომელიც ზეგავლენას ახდენს როგორც ჰაერის ხარისხზე, ასევე კლიმატზე. ეს არის შავი მასალა, რომელიც გამოიყოფა ჰაერის სხვა დამაბინძურებლებთან ერთად არასრული წვის დროს, მათ წარმოადგენს დიზელის ძრავები, აგურის ღუმელები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტყის ხანძრები და სხვა წყაროები, რომლებიც წვავენ წიაღისეულ საწვავს, ბიომასასა და ნარჩენებს.
როდესაც შავი ნახშირბადი გადაეფარება თოვლსა და ყინულს, ის ამცირებს არეკვლას და ამის ნაცვლად შთანთქავს მზის გამოსხივებას, ზრდის ზედაპირის ტემპერატურას და აჩქარებს დნობას. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ არქტიკაში დათბობა ოთხჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
ჯეინ ბარსტონმა, „სუფთა ჰაერის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „კლიმატის ცვლილების დამანგრეველი ზემოქმედება იგრძნობა მთელს მსოფლიოში. შავი ნახშირბადის გამოყოფის შემცირება, სხვა სუპერ დამაბინძურებლებთან ერთად, არის კლიმატის ცვლილების შენელების ყველაზე სწრაფი, ეფექტური გზა. ასევე ესაა დაბინძურებული ჰაერის ჯანმრთელობაზე უდიდესი ზემოქმედების შემცირება. თუმცა დღემდე საკმარისი არ გაკეთებულა ამისთვის“.
მაგრამ ეს არ არის უბრალოდ კლიმატის პრობლემა, შავი ნახშირბადი ასევე არის ჰაერის დაბინძურების შედეგად, ყოველწლიურად 8 მილიონი ნაადრევი სიკვდილიანობის გამოწვევის მიზეზი, რასაც მივყავართ ეკონომიკურ ზარალთან, რომელიც ყოველწლიურად გლობალური მშპ-ს 6%-ს შეადგენს.
ანგარიშში განსაზღვრულია დაბრკოლებები (პოლიტიკური, სამეცნიერო, ფინანსური, მარეგულირებელი, სამრეწველო და საკომუნიკაციო) და წარმოდგენილია „შესაძლებლობები“ თითოეული მათგანის მოსაგვარებლად: პოლიტიკური ნების გამოვლენა, სამეცნიერო ცოდნის დახვეწა, ახალი გლობალური ჩარჩოებისა და ეროვნული რეგულაციების შექმნა, დაზარალებულ რაიონებში შავი ნახშირბადის გამოყოფასთან ბრძოლის კონკრეტული ღონისძიებებისთვის დაფინანსების გაზრდა, მრეწველობაში ემისიების შესამცირებლად სტიმულისა და ცნობიერების ამაღლება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში, 2030 წლისთვის, შავი ნახშირბადის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს 80%-ით 2010 წლის დონესთან შედარებით. პროგრესის ამჟამინდელი ტემპით, ეს მაჩვენებელი შეადგენს 3%-ს.
მარტინა ოტტომ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ხელმძღვანელმა, კლიმატისა და სუფთა ჰაერის კოალიციის (CCAC) მიერ მოწვეულმა, განაცხადა: “შავი ნახშირბადის შემცირების აქტუალურობა არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი. ახლა ჩვენ სწრაფად უნდა გადავიდეთ გადაწყვეტილებების გაფართოებაზე, ვმუშაობთ მთავრობებთან და პარტნიორებთან ამ ანგარიშში გამოვლენილი ბარიერების დასაძლევად”.
მთის ინტეგრირებული განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICIMOD) გენერალური დირექტორის მოადგილემ – იზაბელა კოზიელმა განაცხადა: „ჰაერის გაწმენდის პროგრესის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა არის შავი ნახშირბადისა და სხვა სუპერ დამაბინძურებელი წყაროების შემცირება, რომლებიც მოდის ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა ბიომასის წვა საცხოვრებლებში, ტრანსპორტში, სამრეწველო წარმოებაში და სხვა. CIMOD-ის გამოცდილება ჰიმალაის ჰინდუ კუშის რეგიონში გვიჩვენებს, რომ ინვესტირებამ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში, მოწინავე მონიტორინგთან და პოლიტიკის მხარდაჭერის ძლიერ მექანიზმთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ჯანმრთელობისთვის მომტანი სარგებელი – მიდგომა, რომელიც გადამწყვეტია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული რეგიონისთვის“.
სტატიაზე მუშაობდნენ: რუსა ციცქიშვილი, თამთა კიკვაძე, ანა ზარნაძე
წყარო: Airqualitynews.com
7 ივლისი, 2025