GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Homepage შემეცნებითი ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
შემეცნებითი

ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

იანვარი 19, 2026
By GREENPOLE
0 კომენტარი
335 ნახვა
ნახვები : 47

ეს პრობლემები უკავშირდება მიელინის, დამცავი გარსის განვითარებას, რომელიც ნერვულ ბოჭკოებს ფარავს და მოქმედებს როგორც იზოლატორი, რაც ტვინის უჯრედებს საშუალებას აძლევს სწრაფად და ეფექტურად იმოქმედონ.

როდესაც ამ გარსის განვითარება ფერხდება, ტვინის სიგნალები უფრო ნელა მოძრაობს, რაც გავლენას ახდენს ბავშვის სწავლასა და კოგნიტურ უნარებზე მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ეტაპზე.

თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ შეფერხება მიელინის გარსის ჩამოყალიბებისას ბავშვობის ადრეულ ეტაპზე ყოველთვის დამაზიანებელი არ არის. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს რომ ტვინის თავდაპირველი ნელი მომწიფება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაღალ კოგნიტურ შესაძლებლობებთან შედარებით ზრდასრულ ასაკში, რადგან ტვინი აგრძელებს განვითარებას წლებთან ერთად.

კვლევა ჩატარდა ბარსელონაში და მის ფარგლებში გამოიკვლიეს 93 ახალშობილი, რომელთა დედებიც ხშირად დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავდნენ. ახალშობილებს ჩაუტარდათ კვლევა MRI ტექნოლოგიით დაახლოებით 1 თვემდე ასაკში, რათა გაეზომათ ე.წ. თეთრი ნივთიერება ტვინში, რაც ტვინის განვითარების მთავარი მაჩვენებელია.  მკვლევარებმა აღმოაჩინეს რომ ბავშვებს, რომელთა დედებსაც ორსულობისას უფრო მაღალი შემხებლობა ჰქონდათ მტვრის ნაწილაკებით დაბინძურებულ ჰაერთან, ნერვული ბოჭკოების გარშემო ნაკლებად განვითარებული დამცველი ბარიერი აღმოაჩნდათ. ასევე დადგინდა, რომ ორსულობის ადრეულ ეტაპზე დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობამ გავლენა მოახდინა ტვინის კორტექსზე, ხოლო ორსულობის ბოლოს, უფრო მეტად  თეთრი ნივთიერების სტრუქტურა დააზიანა.

 

დელ მარის რადიოლოგიური დეპარტამენტის მკვლევარმა, Gerard Martínez-Vilavella-მა განაცხადა: ,,ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ მიელინის ნივთიერების გამოყოფა, ნივთიერების, რომელიც ხელს უწყობს ტვინის განვითარებას და ტვინის მოწიფულობის საზომი ინდიკატორია, ნაკლბებად ვლინდება ახალშობილებში რომლებიც მუცლად ყოფნისას დაბინძურებულ ჰაერს მეტად ისუნთქავდნენ.”

 

პროფესორი Jesús Pujol, MRI დეპარტამენტის რადიოლოგიური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ამატებს, რომ განვითარების ადრეულ ეტაპზე, ტვინის ცვლილებები არის საკმაოდ ვრცელი და კომპლექსური. როგორც ტვინის განვითარების შეფერხება ასევე ნაჩქარევი განვითარებაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვისთვის.

 

ეს კვლევა აჩენს ახალ, საინტერესო კვლევის სფეროს, რომელიც მიზნად ისახავს განსაზღვროს ტვინის განვითარების ოპტიმალური სიჩქარე ორსულობის დროს და გაგვაცნოს, როგორ შეიძლება დედა და პლაცენტა მოქმედებდნენ ეფექტურად ამ პროცესის დაცვისა და ოპტიმიზაციისთვის.

სტატიაზე მუშაობდა : თამარ გაბრიჩიძე

წყარო : Air pollution newborn brain development


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
შემდეგი პოსტი
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა

Welcome back,