GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა

Homepage შემეცნებითი 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შემეცნებითი

2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა

მაისი 2, 2025
By GREENPOLE
0 კომენტარი
655 ნახვა
ნახვები : 72
  • გერმანიაში ეფექტურად მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა – სახმელეთო და საზღვაო ქარისა და მზის ენერგიაზე.

  • ქვეყნის ელექტროენერგიის წამოების 62.7% უკვე მოდის ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროებზე.

  • განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტურობის გასაზრდელად ქვეყანაში ზრდიან აკუმულატორებისა და საცავების სიმძლავრეს.

Fraunhofer-ის მზის ენერგიის სისტემების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (Fraunhofer ISE) თანახმად, გერმანია ელექტროენერგიის ძირითად ნაწილს განახლებადი წყაროებიდან იღებდა.

2024 წელს მთელი ქვეყნის ელექტროენერგიის 62.7% სწორედ განახლებადმა წყაროებმა გამოიმუშავა. მნიშვნელოვანი ნაწილი ქარის სადგურებზე მოდის – 33% ანუ 136.4 გიგავატი საათში. მართალია, ამ ეტაპზე ქარის სახმელეთო ელექტროსადგურები ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს, მაგრამ ზღვის ქარის ელექტროსადგურები უკვე 25.7 გიგავატს გვაწვდის საათში. შედარებისთვის, 2023 წელს ეს რიცხვი საათში 23.5 გიგავატს შეადგენდა.

2024 წელს გერმანიაში ასევე ახალი რეკორდი მოხსნა მზის ელექტროსადგურებმა. მათგან საათში 72.2 გიგავატი ელექტროენერგია მივიღეთ მაშინ, როდესაც მაქსიმალურ შესაძლო მაჩვენებლად 13 გიგავატი საათში განიხილებოდა.

მზის ენერგიამ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის 18% შეადგინა. 2023 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 14% იყო.

PV Magazine-ის მიხედვით გასულ წელს არახელსაყრელი ამინდის მიუხედავად მზის ენერგიის წარმოება სწრაფი ტემპებით იზრდებოდა. Yahoo!-ს ცნობით, გასული ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იყო გერმანიის ისტორიაში, მაგრამ ივლისში ძლიერი წვიმები დაიწყო. ამის მიუხედავად, სწორედ ივლისის თვეში გამომუშავდა რეკორდულად მაღალი რაოდენობის მზის ენერგია. ძლიერი წვიმები და ქარიშხლები კი შემოდგომაზეც გაგრძელდა.

ენერგიის განახლებადი წყაროების ეფექტურობის ზრდასთან ერთად ქვა და მურანახშირის გამოყენებამ ელექტოენერგიის გამომუშავებისთვის 27.6% და 8.4%-ით იკლო. „გრინპისის“ ცნობით, მურანახშირი წყალბადის ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩევა. შესაბამისად, ელექტროენერგიის გამომუშავებისას ყველაზე მეტად აბინძურებს ატმოსფეროს. ქვანახშირისა და მურანახშირის გამოყენების კლება განახლებადი ენერგიის წყაროების სასარგებლოდ ამცირებს ემისიების რაოდენობას გერმანიაში.

CO2-ის ემისიები ისე შემცირდა, როგორც არასდროს. ნახშირორჟანგის ემისიები გერმანიაში 58%-ით დაკლებულია 1990 წელთან შედარებით, – გვამცნობს Fraunhofer ISE.

განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტურობის ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიის გამომუშავებას უკავშირდება. სახმელეთო ქარის ენერგეტიკა 7 გიგავატით ჩამორჩება გეგმას. გარდა ამისა, მართალია მურანახშირის გამოყენება შემცირდა, მაგრამ მისი წვის შედეგად ჯერ კიდევ ხდება ქვეყნის ელექტროენერგიის დიდი ნაწილის – საათში 71 გიგავატის გამომუშავება. ასევე 9.5%-ით გაზრდილია ბუნებრივი აირის გამოყენება ელექტროენერგიის საწარმოებლად.

განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტურობის გასაზრდელად და ნახშირის გამოყენების შესამცირებლად გერმანიაში უფრო მძლავრი აკუმულატორების წარმოებაზე მუშაობენ. 2024 წლისთვის ბატარეების სიმძლავრე 8.6 გიგავატიდან 12.1 გიგავატამდე გაიზარდა, ხოლო საცავების სიმძლავრე – 12.7 გიგავატიდან 17.7 გიგავატამდე.

გაეროს კლიმატის ცვლილებების კონვენციის თანახმად გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მიზნად დაისახა 2045 წლისთვის წყალბადის ნეიტრალურობის მიღწევა, ხოლო 2030 წლისთვის – ქვანახშირის ამოღება ელექტროგენერაციისთვის. 2024 წელს სახელმწიფო მრჩევლებმა განაცხადეს, რომ ეს მიზანი მიუღწეველია.

სტატიაზე მუშაობდნენ: ლილიან მეტრეველი, რუსუდან ციცქიშვილი, თამთა კიკვაძე

წყარო: Ecowatch.com

2 მაისი, 2025


წინა პოსტი
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
შემდეგი პოსტი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,