GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

პლასტმასის მწარმოებელთა სიცრუე

Homepage შემეცნებითი პლასტმასის მწარმოებელთა სიცრუე
შემეცნებითი

პლასტმასის მწარმოებელთა სიცრუე

მაისი 17, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
2296 ნახვა
ნახვები : 967
  • ანგარიში ააშკარავებს, რომ პლასტმასის მრეწველობამ იცოდა თავისი პროდუქტის გადამუშავების საფრთხეების შესახებ, მაგრამ მარკეტინგულ კამპანიებში ამ ინფორმაციას მალავდნენ.

  • პლასტმასის გადამუშავება რთულია, თან ხელახლა გამოყენებისას ცვდება.

  • ანგარიშში წარდგენილი მტკიცებულება შეიძლება გამოდგეს სამართლებრივ საფუძვლად, ანგარიშვალდებულებად იცნონ ნავთობის დიდი მეწარმეები და სხვა ნავთობქიმიური კომპანიები;

წიაღისეულ საწვავზე ანგარიშვალდებულების ორგანიზაციის (CCI-ს) ახალი კვლევის თანახმად, პლასტმასის ინდუსტრიამ ათწლეულების განმავლობაში იცოდა, რომ მათი პროდუქტის ფართომასშტაბიანი გადამუშავების გეგმა ვერ შესრულდებოდა, თუმცა მაინც გააგრძელა ამის რეკლამირება და საზოგადოება შეცდომაში შეყვანა.

წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ბევრმა კომპანიამ, რომლებმაც იცოდნენ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს ნავთობის და ბუნებრივი აირის კლიმატურ ცვლილებაზე გავლენის შესახებ, ასევე იცოდნენ, რომ ნავთობისა და ბუნებრივი აირისგან შექმნილი პლასტმასა არასდროს გადამუშავდებოდა, განაცხადა CCI-ს პრესრელიზმა.

ანგარიში, თუ როგორ შეიყვანეს შეცდომაში ნავთობის გიგანტებმა და პლასტმასის მრეწველობამ საზოგადოება და გამოიწვიეს პლასტმასის ნარჩენების კრიზისი, ააშკარავებს, რომ პლასტმასის მრეწველობამ იცოდა თავისი პროდუქტის გადამუშავების სირთულეების შესახებ, მაგრამ ამ ცოდნას მარკეტინგულ კამპანიებში მალავდა.

პლასტმასა გადასამუშავებლად რთულია, თან ხელახლა გამოყენებისას ცვდება.

ანგარიშში წარდგენილი მტკიცებულება შეიძლება გამოდგეს სამართლებრივ საფუძვლად, რომ ანგარიშვალდებულებად სცნონ ნავთობის დიდი მეწარმეები და სხვა ნავთობქიმიური კომპანიები მათი ტყუილისა და იმ ზარალის გამო, რაც პლასტმასის პროდუქტებმა მიაყენა საზოგადოებასა და გარემოს.

თუმცა ამ ცოდნითაც პეტროქიმიური და წიაღისეულ საწვავზე მომუშავე კომპანიები, მათი ფრონტის ორგანიზაციები და მწარმოებლების ასოციაციები „ათწლეულების განმავლობაში თაღლითურად ავრცელებდნენ პლასტმასის გადამუშავებას ბაზარზე“ მათი შემოსავლები დასაფარად და რეგულაციების თავიდან ასარიდებლად, განაცხადა პრესრელიზმა.

ნავთობის დიდი კომპანიებისა და სხვა „ცუდი აქტორების“ წინააღმდეგ აღძრულია სასამართლო საქმეები, მათი ანგარიშვალდებულების თაობაზე მთლიანი შეერთებული შტატებიდან საზოგადოებებისა და შტატების მიერ კლიმატური ტყუილის გამო. დროა სახელმწიფო მოხელეები მიჰყვნენ სასამართლო პროცესს და გააკეთონ იგივე „პლასტმასის გადამუშავების თაღლითობის“ შემთხვევაში, განაცხადა CCI-მ.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, იამზე მარკოიძე

წყარო: Ecowatch.com

17 მაისი 2024 წელი


წინა პოსტი
გერმანიაში ატმოსფეროში გამოყოფილი სათბურის აირების დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა
შემდეგი პოსტი
ეკო წიგნის პრეზენტაცია ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო“- ში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,