GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ადამიანის საქმიანობით განადგურებული წყლის ციკლი

Homepage შემეცნებითი ადამიანის საქმიანობით განადგურებული წყლის ციკლი
შემეცნებითი

ადამიანის საქმიანობით განადგურებული წყლის ციკლი

მარტი 2, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1026 ნახვა
ნახვები : 172
  • მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი კვლევის თანახმად, ჩვენი პლანეტის ჰიდროლოგიური ციკლი ადამიანის საქმიანობის და კლიმატური ცვლილების გამო „წონასწორობიდან ვარდება“.
  • WMO აცხადებს, რომ არ არის ცნობილი პლანეტის მტკნარი წყლის მარაგის რეალური მდგომარეობა.
  • UN Water-ის მიხედვით, ამჟამად 3.6 მილიარდ ადამიანს ყოველწლიურად წყალი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში არასაკმარისად მიეწოდება. 2050 წლისთვის მოსალოდნელია ამ რიცხვის 5 მილიარდამდე გაზრდა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი კვლევის თანახმად, ჩვენი პლანეტის ჰიდროლოგიური ციკლი ადამიანის საქმიანობის და კლიმატური ცვლილების გამო „წონასწორობიდან ვარდება“.

უკიდურესად ძლიერ წვიმებსა და გვალვას მოაქვს უპრეცედენტო და ხშირი ზიანი საზოგადოებებისთვის. დნობადი ყინულის, თოვლისა და მყინვარების გამო გამოწვეული წყალდიდობა გაიზარდა, როდესაც წყლის უსაფრთხოება მილიონებისთვის საფრთხის ქვეშაა.

WMO აცხადებს: „არ არის ცნობილი პლანეტის მტკნარი წყლის მარაგის რეალური მდგომარეობა“.

„ვერ ვმართავთ იმას, რასაც არ ვზომავთ“ — განაცხადა სააგენტოს 2022 წლის ანგარიშში მსოფლიო წყლის რესურსების მდგომარეობასთან დაკავშირებით ბუნებრივი საპოლიტიკო ცვლილების არგუმენტად.

კვლევის თანახმად, საჭიროა ინვესტიციები ქვეყნებშორისი თანამშრომლობისა და წყლის რესურსების მართვის, გაუმჯობესებული მონიტორინგის და მონაცემების გაზიარების ხელშეწყობისთვის, თქვა WMO-ს პრეს რელიზმა.

„WMO-ს ანგარიში აწვდის მსოფლიოს გარშემო წყლის რესურსების სრულ და თანმიმდევრულ მიმოხილვას კლიმატის, გარემოსა და საზოგადოებრივი ცვლილებების გავლენებზე ხაზგასმით“, განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა პეტერი ტაალასმა, UN News-ის მიხედვით.

„მყინვარები და ყინული ჩვენ თვალწინ ქრება. მზარდმა ტემპერატურამ ააჩქარა წყლის ციკლი, აგრეთვე მას ასევე ძირი გამოუთხარა. თბილი ატმოსფერო მეტ სინესტეს იკავებს. ვხედავთ, უხვი ნალექისა და წყალდიდობების შემთხვევებს, ხოლო საპირისპირო უკიდურესობაშია მეტი ორთქლწარმოება, მშრალი ნიადაგი და უფრო სასტიკი გვალვა“, განაცხადა ტაალასმა პრეს რელიზზე.

„სტიქიური მოვლენების უმრავლესობა დაკავშირებულია წყალთან, ხოლო წყლის მონიტორინგსა და მართვას მსოფლიო ინიციატივის „წინასწარი გაფრთხილება ყველასთვის“ საფუძველი ჩაეყარა. ბევრი ქვეყანა 2022 წელს ძლიერი წყალდიდობებისა და გვალვებისგან დაზარალდა. არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა დროულ და ზუსტ ჰიდროლოგიურ მონაცემებთან წვდომა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ადრეული რეაგირებისთვის“ — განაცხადა ტაალასმა. „ეს ანგარიში მოქმედებისთვის მოწოდებაა მონაცემების მეტი გაზიარებისთვის აზრიანი ნაადრევი გაფრთხილებების უზრუნველყოფისთვის და წყლის მართვის უფრო კოორდინირებული და ინტრეგრირებული პოლიტიკური კურსისთვის, რომლებიც კლიმატური მოქმედების ხელშეუვალი ნაწილია“.

UN Water-ის მიხედვით, ამჟამად 3.6 მილიარდ ადამიანს წყალი არასაკმარისად მიეწოდება ყოველწლიურად მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში. 2050 წლისთვის, მოსალოდნელია ამ რიცხვის 5 მილიარდამდე გაზრდა.

„სამწუხაროდ, ჩვენ წავაგეთ ამ მყინვარების გალღობის თამაშში. მყინვარების დნობა და ზღვის დონის ამაღლება ათასწლეულებით შეიძლება გაგრძელდეს ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაციების გამო. ზოგადად, ჩვენ გვექნება წყლის მოპოვების გამოწვევები აგრიკულტურისთვის, ადამიანებისთვის, სამრეწველოსა და ჰიდროელექტრული წარმოებისთვის“ — განაცხადა ტაალასმა.

ანგარიშმა ხაზი გაუსვა დადასტურებული და ხელმისაწვდომი ჰიდროლოგიური მონაცემების უკმარისობას. წყლის რესურსების მიმდინარე მდგომარეობის ანგარიშში შედის სხვადასხვა ჰიდროლოგიური ექსპერტის დანამატი, მათ შორის მსოფლიო მონაცემთა ცენტრების, სახელმწიფო მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სააგენტოების, მხარდამჭერი ორგანიზაციების, როგორიცაა გეომეცნიერებების გერმანული კვლევითი ცენტრი და NASA, ასევე საზოგადოების წევრების.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, სალომე აბუაშვილი

წყარო: Ecowatch.com

2 მარტი 2024 წელი


წინა პოსტი
არა პესტიციდებს!
შემდეგი პოსტი
https://indianexpress.com

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,