GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

სუფთა ჰაერის ზონა და აზოტის დიოქსიდის დონის შემცირება

Homepage შემეცნებითი სუფთა ჰაერის ზონა და აზოტის დიოქსიდის დონის შემცირება
შემეცნებითი

სუფთა ჰაერის ზონა და აზოტის დიოქსიდის დონის შემცირება

თებერვალი 25, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
629 ნახვა
ნახვები : 33
  • ბერმინგენის ცენტრში, მკაცრი რეგულაციების მქონე ზონის შემოღების შემდეგ, ჰაერში აზოტის დიოქსიდის რაოდენობა თითქმის 40%-ით შემცირდა.

  • ამ ადგილზე, ავტომანქანების მატების მიუხედავად ,მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

ბერმინგემში ჩატარებულმა ატმოსფერული ჰაერის ანალიზმა აჩვენა, რომ 2021 წელს სუფთა ჰაერის ზონის შემოღების შემდეგ დაბინძურება 40%-ით შემცირდა.

საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით ბირმინგემში ყველაზე მკაცრი რეგულაციების მქონე, D კლასის, ზონა შექმნეს.საბჭოს მიზანი იყო უმოკლეს ვადებში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცირება,რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე .

2022 წლის ანგარიშსწორების თანახმად, სუფთა ჰაერის ზონაში, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით NO2-ის დონე 37%-ით გასუფთავდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 17%-ით.

2023 წლის მონაცემებით, აღნიშნულ ზონაში შემავალი შეუსაბამო ავტომანქანების რაოდენობა ექსპლუატაციაში შესვლის პირველ წელს 15.1%-დან 6%-ამდე შემცირდა. ტერიტორიაზე ყოველდღიურად შემავალი ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა, 2022 წლამდე 89 112 ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო 2022-23 წლებში ეს რიცხვი 102 392-ამდე გაიზარდა.

ზონის ორ რაიონში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმას აღემატებოდა, თუმცა მისი დონე სტაბილურად იკლებდა. ზონის ფარგლებს გარეთ ამჟამად სამი რაიონია, რომლებშიც გამონაბოლქვის დონე ნორმას აჭარბებს.

მიჩნეულია, რომ ამგვარი დარღვევები გამოწვეულია ავტომანქანების მატებითა და სხვა ეკოლოგიური ფაქტორებით. ამიტომაც ბერმინგემის ყოველ უბანში ჰაერის დაბინძურების დონე შეიძლება სხვადასხვა ტემპით მცირდებოდეს. იმისთვის, რომ სრულიად გასაგები იყოს, თუ რა მასშტაბის სამუშაოა ჩასატარებელი სასურველი შედეგის მისაღწევად მუშაობა გრძელდება.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ყველას ერთნაირი პირობები შევუქმნათ. მიხარია, რომ ქალაქის ცენტრში ჰაერში აზოტის დიოქსიდის დონე მცირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქალაქის ყველა მაცხოვრებელს, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა. თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის. ამჟამად ქალაქის ცენტრში გაცილებით ნაკლებია ისეთი ავტომობილი, რომელიც ჰაერს აბინძურებს. უნდა ვეძებოთ ახალი გზები ადამიანთა დასარწმუნებლად,რომ არ ისარგებლონ პირადი ავტომანქანებით. თუ ქალაქის ცენტრში გამავალი ავტომობილების რაოდენობას კიდევ უფრო შევამცირებთ, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფა კიდევ უფრო შემცირდება და ჩვენთვის გაცილებით უკეთეს გარემოს შევქმნით.“ — განაცხადა ბერმინგების სატრანსპორტო კომიტეტის მრჩეველმა ლიზ კლემენსმა.

სტატიაზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, ანა ახალაძე

წყარო: Airqualitynews.com

25 თებერვალი 2024 წელი


წინა პოსტი
ძროხების ზღვის მცენარეებით გამოკვებას საგრძნობლად შეუძლია მეთანის ემისიის შემცირება
შემდეგი პოსტი
პლასტმასის ნარჩენების ექსპორტის შეწყვეტა განვითარებად ქვეყნებში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
  • Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა

Welcome back,