GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

სამხრეთი უელსის პარლამენტის სხდომა გარემოსა და ჯანმრთელობაზე

Homepage მსოფლიო სამხრეთი უელსის პარლამენტის სხდომა გარემოსა და ჯანმრთელობაზე
მსოფლიო

სამხრეთი უელსის პარლამენტის სხდომა გარემოსა და ჯანმრთელობაზე

იანვარი 27, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
320 ნახვა
ნახვები : 14
  • საპარლამენტო სხდომა გამოიძიებს სამთო საქმიანობის პოტენციურ გავლენას ჯანმრთელობასა და გარემოზე;

  • სხდომის აუცილებლობა გამოიწვია კადიას ოქროს საბადოდან მტვრის გადაჭარბებულმა დაბინძურებამ; სხდომის შედეგები კი 21 ნოემბერს გამოქვეყნდება;

ახალი სამხრეთი უელსის მაცხოვრებლები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან ახლომდებარე მაღაროებიდან გამოყოფილი ემისიების გამო იმედოვნებენ, რომ პარლამენტის მიერ ახლახან გამოცხადებული სხდომა უსაფრთხოების ზომების მიღებით დამთავრდება.

კადიას ღრმულის სამუშაოების მახლობლად მცხოვრები მიწის მესაკუთრეები ხუთი წელია ებრძვიან დამაბინძურებელ მტვერს. ბაუდენსის ტყვიის, ვერცხლისა და თუთიის პროექტის გვერდით მცხოვრები მოსახლეობა კი შიშობს, რომ მსგავსი ემისიების გამო მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

მოსახლეობის გამოცდილებამ გამოიწვია ახალი სამხრეთი უელსის პარლამენტის გამოკვლევის მოთხოვნა ოქროს, ვერცხლის, ტყვიისა და თუთიის მოპოვების პოტენციურ გავლენაზე საზოგადოების ჯანმრთელობაზე, წყალზე, ჰაერის ხარისხსა და სოფლის მეურნეობაზე.

ბრიუს რეინოლდსმა თქვა, რომ წვიმის წყლის ავზზე ფილტრი დააყენა. წყალში მძიმე მეტალების მოხვედრის შემდეგ კი მისი ათი წლის შვილს კანის გაღიზიანება დაეწყო.

„ამის გამო ველი უსაფრთხოების ზომებს არა მარტო ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ ახალი სამხრეთი უელსის გაყოლებაზე არსებული მოსახლეობებისთვისაც, რათა დაცულები ვიყოთ მტვრის მაღალი მაჩვენებლისგან“ — თქვა მან.

სამთო მრეწველობის რეგულაციები

სახელმწიფო პარლამენტის სხდომა შეამოწმებს მარეგულირებელი ხელმძღვანელობის პასუხისა და შესრულების შესაბამისობას.

გემ გრინმა, რომელიც კადიას ღრმულის სამუშაოებთან ახლოს მცხოვრებ მიწის მესაკუთრეებს წარმოადგენს, თქვა, რომ მისი ორგანიზაცია წლების განმავლობაში მაღაროდან გამოყოფილი მტვრის დაბინძურების შესახებ იტყობინებოდა.

„ეს სხდომა ჩვენ, როგორც მოსახლეობას და ასევე სახელმწიფოს, შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ უკუკავშირი ჩვენს უკმაყოფილებაზე.“

მის გრინმა ბრძანა, რომ დარწმუნებული იყო სხდომის კომპეტენციაში და სჯეროდა, რომ ეს სამთო საქმისა და მოსახლეობისთვის კარგ შედეგებს გამოიღებდა.

მან თქვა, რომ მისი ორგანიზაცია თავდაპირველად იზიარებდა იმ ფილოსოფიას და რწმენას, რომ სამთო საქმიანობასა და სოფლის მეურნეობას თანაარსებობა შეუძლია.

„ადგილობრივი ეკონომიკისთვის, მეტი სამუშაო ადგილისთვის, სახელმწიფოსა და ერის — ყველას ინტერესში შედის კადიას ღრმულთან ნიუკრესტის სამუშაოების გაგრძელება. ხანგრძლივად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ, თუმცა უფრო მკაცრი რეგულაციებით, ჯანმრთელობისა და ზოგადი კეთილდღეობის დაცვით“ — განაცხადა მის გრინმა.

მოსახლეობის უკმაყოფილება

სხდომა მწვანეების პარლამენტის წარმომადგენლმა ქეით ფაერმანმა დანიშნა. მოსახლეობამ მას თხოვნით მიმართა, დახმარებოდა ზოგადი კატასტროფული სურათის შეცვლაში.

„ვნახოთ, თუ შევძლებთ იმ კანონების შეცვლას, რომლებიც, საერთო ჯამში, ამ კომპანიებს ჰაერისა და წყლის დაბინძურების ნებართვას აძლევს“ — თქვა მან.

კანონთან დაკავშირებით კომიტეტისთვის შედეგების გამოცხადების ვადა 21 ნოემბრამდეა.

განცხადებაში კადიას გენერალურმა მენეჯერმა მიკ დიუვარმა ბრძანა, რომ მაღაროს მხარე სხდომას მიესალმება.

„უსაფრთხო და მდგრადი სამთო საქმიანობა — ამას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენგან. ამას ჩვენ საკუთარი თავებისგანაც ვითხოვთ. ჩვენ ვამაყობთ ცენტრალურ დასავლეთში 25-წლიანი ჩართულობით და ველით იმის ჩვენებას, თუ როგორ შეუძლია ჩვენს საქმიანობას სამუშაო ადგილების, რეგიონული ინვესტიციებისა და ენერგიის გადაცემის შენარჩუნება“ — ბრძანა მისტერ დიუვარმა.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ანუკი კვეკვესქირი

წყარო: Abc.net.au

27 იანვარი 2024 წელი


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი მთავარი ფაქტორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების დანერგვისა და დაკმაყოფილებისთვის
შემდეგი პოსტი
ვაშინგტონის შტატში არსებული ხანძრები და საფრთხე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,