GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება ევროპის მასშტაბით ყოველ წელს 1200 ბავშვს კლავს – აცხადებს ევროპის გარემოს სააგენტო

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება ევროპის მასშტაბით ყოველ წელს 1200 ბავშვს კლავს – აცხადებს ევროპის გარემოს სააგენტო
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება ევროპის მასშტაბით ყოველ წელს 1200 ბავშვს კლავს – აცხადებს ევროპის გარემოს სააგენტო

იანვარი 21, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
490 ნახვა
ნახვები : 50
  • ევროპაში ჰაერის დაბინძურება 18 წლამდე ასაკის ადამიანებში წელიწადში 1200-ზე მეტ ნაადრევ სიკვდილს იწვევს და მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების შემდგომ რისკს

  • ევროპაში საშუალო სკოლის 300 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიის მხოლოდ 10% არის გამწვანებული

EEA-ის (ევროპის გარემოს სააგენტო) მიერ გამოქვეყნებული ჰაერის ხარისხის ახალი შეფასებები მიუთითებს, რომ ევროპაში ჰაერის დაბინძურება 18 წლამდე ასაკის ადამიანებში წელიწადში 1200-ზე მეტ ნაადრევ სიკვდილს იწვევს და მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების შემდგომ რისკს.

ანგარიშის მიხედვით, ჰაერის ხარისხი ზოგადად უმჯობესდება, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების გათვალისწინებით მეტი უნდა გაკეთდეს. EEA გამოარჩევს ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპასა და იტალიას, რომლებიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას განსაკუთრებით საჭიროებს, ხოლო პორტუგალიის ქალაქი ფარუ და შვედეთის ქალაქები უმეო და უფსალა ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქებად დასახელდა.

EEA-მა გამოსცა დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულად ამახვილებს ყურადღებას ჰაერის დაბინძურების ახალგაზრდებზე გავლენასა და იმ ზომებზე, რომლებიც საფრთხის შესამცირებლად უნდა იქნას მიღებული.

დოკუმენტში ასევე ხაზი გაესვა იმას, რის გამოც ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ჰაერის ცუდი ხარისხის მიმართ; დოკუმენტი წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკის რამდენიმე მაგალითს, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივად. ის ორიენტირებულია იმ ადგილებზე, სადაც ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ: სახლში, სკოლამდე მისასვლელ გზაზე და სკოლაში (მათ შორის სკოლის კარიბჭეები, საკლასო ოთახები და სათამაშო მოედნები).

აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს სუფთა ჰაერის ზონების განვითარებას „სასკოლო ქუჩების“ შექმნით, რომელიც კრძალავს მანქანების მოძრაობას სასწავლო დღის დასაწყისსა და ბოლოს. ასევე განიხილეს სკოლის დიზაინი; გაიცა რეკომენდაცია, რომ მწვანე ინფრასტრუქტურა გამოიყენებოდეს სათამაშო მოედნების ირგვლივ ჰაერის გასაწმენდად – ევროპაში საშუალო სკოლის 300 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიის მხოლოდ 10% არის გამწვანებული.

ასევე განიხილება სკოლების შიდა ჰაერის ხარისხი, ხაზგასმულია ვენტილაციის უპირატესობები: „ამცირებს CO2-ის დონეს და აეროზოლებით გადამდები დაავადებების რისკს, აშორებს ტენიანობას და მასთან დაკავშირებულ ობის რისკებს, ასევე სუნსა და ტოქსიკურ ქიმიკატებს სამშენებლო პროდუქტებიდან, მათ შორის ავეჯიდან“.

EEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს ბრუინინკსმა, თქვა: „ევროპაში ჰაერის დაბინძურების დონე ჯერ კიდევ სახიფათოა. ჰაერის ხარისხის ევროპული პოლიტიკა მიზნად ისახავს ყველა მოქალაქის, განსაკუთრებით კი ჩვენი ბავშვების, დაცვას. აუცილებელია, გავაძლიეროთ ზომები ევროკავშირის, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, რათა დავიცვათ ჩვენი შვილები.

*ეს პუბლიკაცია ან ვიდეო შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი და ჩემი ქალაქი მკლავს“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

სტატიაზე მუშაობდა: ალექსანდრე ფიფია, ანუკი კვეკვესქირი

წყარო : airqualitynews.com

21 იანვარი 2024 წელი.


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურება თბილისის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა სიმწვავით ზემოქმედებს
შემდეგი პოსტი
კლიმატური კრიზისი და ვაზის ჯიშების გადაშენება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,