GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა

Homepage მსოფლიო გადასახლება სუფთა ჰაერისთვის - ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა
მსოფლიო

გადასახლება სუფთა ჰაერისთვის – ბრიტანეთის მრავალი ქალაქი გაუკაცრიელების რისკის ქვეშაა

ნოემბერი 25, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
663 ნახვა
ნახვები : 183
  • ბრიტანული კომპანია Enjoy the Air-ის დავალებით ჰაერის ხარისხის მასშტაბური კვლევა ჩატარდა
  • ქვეყნის დიდი ქალაქების (ლონდონის, ბირმინგების და სხვა) მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბინძურებული ჰაერის გამო საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას განიხილავს
  • რესპოდენტების ნახევარზე მეტი ცუდი ჰაერის გამო ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის და ეს მაჩვენებელი ახალგზარდებში განსაკუთრებით მაღალია

კომპანია Enjoy the Air-ის დავალებით ჰაერის ხარისხის ახალი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც გამოაშკარავდა მოსახლეობის დამოკიდებულება ჰაერის ცუდი ხარისხისადმი. ზოგიერთი ფაქტი ფრიად საინტერესო აღმოჩნდა.

კომპანია Enjoy the Air-მა სააგენტო Yonder-ს ჰაერის ხარისხის კვლევის ჩატარება დაავალა, რომლის მიზანიც გახლდათ ჰაერის დაბინძურების მიზეზებისა და შედეგების გამოკვლევა, მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სავარაუდო რისკების დადგენა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. Enjoy the Air-მა ცოტახნის წინ დაიწყო სერტიფიკაციის პროგრამა HALO Certification. მის ფარგლებში აჯოლდოებენ ქალაქებს, რომლებიც იცავენ 2021 წლის კანონს გარემოს დაცვის შესახებ და განუწყვეტლივ მუშაობენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

საერთო ჯამში საზოგადოების 29% განიხილავს სხვა ქალაქში გადასვლას უკეთესი ჰაერის გამო. 18-24 წლამდე ასაკის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 48%-ს აღწევს.

4000 ზრდასრული ლონდონის მაცხოვრებლის გამოკითხვამ ცხადყო, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლებს სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა სურთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო: ხუთიდან ორი (ეს კი გამოკითხულთა 39%-ია), უფრო სუფთა ჰაერის მქონე გარემოში გადასვლას განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთის დედაქალაქს, პოტენციურად, 3.5 მილიონი ადამიანი დატოვებს.

მთლიანობაში გამოკითხულთა 29% სხვა ქალაქში გადასვლას ამჯობინებდა, სადაც უფრო სუფთა ჰაერი იქნებოდა. 18-24 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და 48%-ს შეადგენს.

გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდები უფრო დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ ჰაერის დაბინძურების გამო, თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები უფრო მეტად გრძობენ საკუთარ თავზე ცუდი ჰაერის გავლენას: გამოკითხულთა 46%-მა განაცხადა, რომ აღენიშნებოდათ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები. შედარებისთვის, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილის, 65 წელზე უფროსი თაობის, წარმომადგენლებიდან მხოლოდ 28% უჩიოდა დაბინძურებული ჰაერით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს.

ლონდონელების გარდა ბირმინგემის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილიც ცუდი ჰაერის გამო საცხოვრებელი ადგილის შეცვლას განიხილავს: რესპოდენტების 36%-მა დაადასტურა, რომ ქალაქიდან წასვლაზე ფიქრობს, ხოლო ლივერპულსა და მანჩესტერში პოტენციური რელოკანტების მაჩვენებელი 29%-მდე დაეცა.

სხვებთან შედარებით, შოტლანდიელები ჰაერის ხარისხით კმაყოფილები ჩანან, მხოლოდ 28% განიხილავს გადასახლებას. (2022 წელს შოტლანდიამ პირველად დააკმაყოფილა კანონით დადგენილი ჰაერის ხარისხის მოთხოვნები).

ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად ავტომობილები დაასახელეს. რესპოდენტების 38%-მა განაცხადა, რომ უჭირთ სუნთქვა. თუმცა გამოკითხულების მხოლო 13%-მა იცოდა, თუ სად და როგორ უნდა მოძებნონ და გადაამოწმონ ინფორმაცია თავიანთ ქალაქში ჰაერის ხარისხის შესახებ.

გამოკითხვამ ცხადყო, რომ ლონდონელთა ნახევარი (53%) მხარს უჭერს სუფთა ჰაერის ზონების შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მედია საშუალება ULEZ-ს (გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი დონის ზონებს) „ეშმაკის საქმედ“ მოიხსენიებს.

ქეით ბერნარდი, Enjoy the Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ამბობს: „შემაშფოთებელია, რომ ახალგაზრდა თაობის ნახევარზე მეტი მზადაა, ქალაქი დატოვოს უფრო სუფთა ჰაერისა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო. გაერთიანებულ სამეფოში დაბინძურებული ჰაერი ე.წ. „ჩუმი მკვლელია“, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამ კვლევამ კარგად დაგვანახა, თუ რამდენად მძიმე შედეგები მოაქვს მყარი ნაწილაკების რაოდენობის გაზრდას ჰაერში ქალაქების მაცხოვრებლებისთვის.

ვინაიდან მოსახლეობის მხოლოდ 13%-მა იცის, თუ სად და როგორ უნდა მოიძიონ ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ, უდავოდ მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის საკითხებში. ასევე დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, რათა ჰაერის ხარისხი ჯანმო-ის რეკომენდაციების შესაბამისი გახდეს. მთავრობის წამომადგენლებისა და ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობა უდავოდ დააჩქარებს იმ დღის დადგომას, როდესაც ყველანი სუფთა ჰაერით ვისუნთქებთ.“

სტატიაზე მუშაობდა: თაკო ჩუმაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com

25 ნოემბერი 2023 წელი


წინა პოსტი
საკლასო ოთახებში CO2-ზე ჩატარებული კვლევა
შემდეგი პოსტი
რას ნიშნავს სამმაგი გლობალური კრიზისი? როგორ უნდა გადავჭრათ?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,