GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
      • EnglishEnglish
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ახალი კვლევის თანახმად, უმოქმედობის შემთხვევაში 2040 წლისთვის ოკეანეებში ჩამავალი პლასტმასას რაოდენობა გასამმაგდება.

Homepage შემეცნებითი ახალი კვლევის თანახმად, უმოქმედობის შემთხვევაში 2040 წლისთვის ოკეანეებში ჩამავალი პლასტმასას რაოდენობა გასამმაგდება.
შემეცნებითი

ახალი კვლევის თანახმად, უმოქმედობის შემთხვევაში 2040 წლისთვის ოკეანეებში ჩამავალი პლასტმასას რაოდენობა გასამმაგდება.

მაისი 8, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
968 ნახვა
ნახვები : 865
  • ოკეანეებში ჩამავალი პლასტმასას ნაწილების დონე საგანგაშოდ მაღალია.
  • თუ არ იქნება დროული გლობალური რეაგირება, მომდევნო 10-15 წელიწადში ეს რაოდენობა გაორმაგდება.
  • 2050 წლისთვის კი მეცნიერები ოკეანეებში პლასტმასის რაოდენობის გასამმაგებას ვარაუდობენ.

 

სინგაპური, 8 მარტი (რეუტერსი) – მსოფლიო ოკეანეებში ჩამავალი პლასტმასას რაოდენობა უპრეცედენტოა 2005 წლის შემდეგ და, უმოქმედობის შემთხვევაში, 2040 წლისთვის მისი რაოდენობა გასამმაგდება,  – უენსდეიში გამოქვეყნებული კვლევის შედეგი.

ამერიკულმა ორგანიზაციამ (5 Gyres Institute), რომლის მიზანიცაა პლასტმასათი დაბინძურების შემცირება, ჩაატარა რეცენზირებული კვლევა, რითაც გამოვლინდა, რომ 2019 წლისთვის ოკეანეებში დაახლოებით 171 ტრილიონი პლასტმასის ნაწილაკი ტივტივებდა.

ჩატარებული კვლევის წინასწარი პროგნოზის თანახმად, ოკეანეების პლასტმასათი დაბინძურება 2040 წლისთვის 2.6%-ით გაიზრდება, თუკი არ მოხდება კანონმდებლობით სავალდებულო  გლობალური ნაბიჯების გადადგმა.

კვლევისას შეჯამდა ექვს მასშტაბურ საზღვაო რეგიონში,  11 777 სადგურიდან წყლის ზედაპირზე არსებული პლასტმასების რაოდენობა 1979 წლიდან 2019 წლამდე.

„აღმოვაჩინეთ მიკროპლასტმასას საგანგაშო ზრდა გლობალურ ოკეანეში 2000-იანი წლებიდან მოყოლებული“ – განაცხადა მარკუს ერიკსონმა, 5 Gyres Group-ის თანადამფუძნებელმა.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი, კანონით სავალდებულო, გაეროს გლობალური შეთანხმება პლასტმასათი დაბინძურების შესახებ, რაც აღმოფხვრის პრობლემას საწყისიდანვე“ – დასძინა მან.

მიკროპლასტმასა განსაკუთრებით საზიანოა ოკეანეებისთვის, რაც არა მხოლოდ წამლავს წყალს, არამედ  აზიანებს ზღვის ცხოველების შინაგან ორგანოებს, რამეთუ მათ პლასტმასა საკვებში ერევათ.

ექსპერტების აზრით, კვლევით გამოვლენილი ოკეანეების პლასტმასათი დაბინძურების დონე ჯერ კიდევ არაა სათანადოდ გააზრებული.

„რიცხვები ამ ახალ კვლევაში შემაძრწუნებელია და გააზრების დონეს სცდება“ – განაცხადა პოლ ჰარვიმ, „გარემოს მეცნიერული გამოსავლების“ (ავსტრალიური საკონსულტაციო სივრცე, ფოკუსირებული დაბინძურების შემცირებაზე) მეცნიერმა და პლასტმასას ექსპერტმა.

ნოემბერში გაერომ დაიწყო მოლაპარაკებები ურუგვაიში პლასტმასათი დაბინძურების შემცირებაზე, რომლის საბოლოო მიზანიც მომავალი წლის ბოლოსთვის კანონით სავალდებულო შეთანხმების გაწერა იყო.

გრინფისის გარემოს ჯგუფმა (Environmental group Greenpeace) განაცხადა, რომ ძლიერი გლობალური შეთანხმების გარეშე პლასტმასათი დაბინძურება მომდევნო 10-15 წელიწადში გაორმაგდება, 2050 წლისთვის- გასამმაგდება.

კვირას შედგა ცალკეული საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მიზანიცაა მსოფლიოს ღია ზღვებში ბიომრავალფეროვნების დაცვა.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულიძე

წყარო : www.reuters.com

9 მაისი 2023 წელი


წინა პოსტი
ტაილანდში გამონაბოლქვის, კვამლისა და დაბინძურებული ჰაერის გამო ერთ კვირაში 200 000 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო
შემდეგი პოსტი
შესაძლებელია თუ არა, რომ ყოველდღიურმა სატრანსპორტო მოძრაობამ გავლენა მოახდინოს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,